რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინის ავტოკეფალიის საკითხში მხარი დაუჭირეს 11 კანონიკური ეკლესიის მეთაურებმა:
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ; იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილემ; სევასტიის (იერუსალიმის საპატრიარქო) არქიეპისკოპოსმა თეოდოსიმ; ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქმა თევდორე II-მ, ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქმა იოანე X-მ; სერბეთის პატრიარქმა ირინეიმ, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიწების მიტროპოლიტმა როსტისლავმა; ბულგარეთის პატრიარქმა ნეოფიტმა; ლოვეჩის (ბულგარეთის ეკლესია) მიტროპოლიტმა გაბრიელმა, კიტროსის, კატერინისა და პლატამონიის მიტროპოლიტმა გიორგიმ (საბერძნეთის ეკლესია); ლიმასოლის მიტროპლიტმა აფანასიმ (კვიპროსის ეკლესია).
თავი შეიკავეს ამერიკის, რუმინეთისა და ალბანეთის ეკლესიების მეთაურებმა, თუმცა წინააღმდეგი არავინ წასულა და კონსტანტინოპოლის პატრიარქის პოზიციაზე არ დამდგარა.
აი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადება: “უკრაინის საკითხის მიმართ მისი უწმინდესობის, პატრიარქ კირილეს თვალსაზრისი განსხვავდება მსოფლიოს პატრიარქის თვალსაზრისისგან, რადგან პატრიარქი კირილე მხარს უჭერს მხოლოდ კანონიკურ ეკლესიას მიტროპოლიტ ონოფრეს მეთაურობით”.


![[რუს სტუდენტებს] დარბაზი მივაქირავეთ ფულის გამო – რუსთაველის თეატრის დირექტორის პირველი კომენტარი](https://geworld.ge/ge/wp-content/uploads/2026/05/image-8-238x178.png)





ეს ინფორმაცია ნამდვილია? -როგოც კი ჯგუფში დადეს ტყუილიაო…რავი აბა