Home ახალი ამბები კვირიკაშვილი: საცხოვრებელი ფართით 240 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება

კვირიკაშვილი: საცხოვრებელი ფართით 240 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება

1188

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 240 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა.

როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა,  2012 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართით 15 800 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა.

„ჩვენ ვაგრძელებთ დევნილებისთვის საკუთრებაში საცხოვრებლის გადაცემას. 240 დევნილი ოჯახი მთავრობის დღევანდელი სხდომის გადაწყვეტილებით თბილისში, გორში, რუსთავსა და ბათუმში მიიღებს ფართებს საკუთრებაში“, – განაცხადა პრემიერმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here