პრემიერ -მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებს.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში წერს.
„საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი მეგობრისა და პარტნიორის, ესპანეთის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, – დაწერა გიორგი კვირიკაშვილმა „ტვიტერის“
კატალონიის პარლამენტმა გუშინ კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციას კენჭი უყარა. კატალონიის დამოუკიდებლობას კატალონიის პარლამენტის 70-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო 10 წევრი წინააღმდეგ წავიდა.
გუშინვე ესპანეთის სენატმა ესპანეთის მთავრობის ინიციატივა კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედებაზე დაამტკიცა, რაც კატალონიისთვის ავტონომიის დროებით შეჩერებას ითვალისწინებს.
ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარე მარიანო რახოიმ კატალონიის მთავრობის თავმჯდომარე, მისი მოადგილე და კატალონიის მთავრობის ყველა წევრი გადააყენა.


![[რუს სტუდენტებს] დარბაზი მივაქირავეთ ფულის გამო – რუსთაველის თეატრის დირექტორის პირველი კომენტარი](https://geworld.ge/ge/wp-content/uploads/2026/05/image-8-238x178.png)




