თუშეთში ზვავის ჩამოწოლას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად მაშველებმა ზვავში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ზვავის ჩამოწოლის დროს ადგილზე ორი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც გზის გაწმენდით სამუშაოებს ასრულებდნენ. ერთ-ერთი მათგანი ზვავმა მოიყოლა, ხოლო მეორემ გამოღწევა და სამაშველო სამსახურის გამოძახება მოახერხა.
სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა გარდაცვლილის მშობლიურ სოფელში გადასვენება უზრუნველყვეს.


![[რუს სტუდენტებს] დარბაზი მივაქირავეთ ფულის გამო – რუსთაველის თეატრის დირექტორის პირველი კომენტარი](https://geworld.ge/ge/wp-content/uploads/2026/05/image-8-238x178.png)




