Home ახალი ამბები საქართველო ვოლსკი სამადაშვილს: რა გაყვირებს გოგო! მეტი ზრდილობა უნდა გამოიჩინოთ

ვოლსკი სამადაშვილს: რა გაყვირებს გოგო! მეტი ზრდილობა უნდა გამოიჩინოთ

1140
გია ვოლსკი-სალომე სამადაშვილი

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გია ვოლსკისა დანაციონალური მოძრაობისწევრ სალომე სამადაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

კამათი სალომე სამადაშვილს მიერ დასმულ კითხვებს მოყვა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ სალომე სამადაშვილს ურჩია, რომ „უაზრო“ თემის წამოწევას თავი დაანებოს. „პარალელურ რეჟიმში რა გაყვირებს, გოგო“, – მიმართა ვოლსკიმ, რაზეც სამადაშვილმა უპასუხა, რომ ასე მან მიმართოს ვინმე სხვას, ”სახლში საკუთარი ოჯახის წევრებს”. „პარლამენტის წევრმა ცოტა მეტი ზრდილობა უნდა გამოიჩინოთ“, – განაცხადა ვოლსკიმ. სალომე სამადაშვილმა კი კომიტეტის დარბაზი დატოვა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here