Home ახალი ამბები საქართველო გარბენი „თბილისი“ _ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის

გარბენი „თბილისი“ _ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის

805
გარბენი „თბილისი“

საქართველოს დედაქალაქში 24 ივნისს  პირველად გაიმართა გარბენითბილისი“. გარბენი, რომლის  ინიციატორი თბილისის მერიააჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა  და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას ემსახურება.

გარბენმა სტარტი ვაკის პარკიდან აიღო და თავისუფლების მოედანზე დასრულდა. თბილისის მერის _ კახა კალაძის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურება, მომავალშიც გაგრძელდება.

„ეს არ იქნება ერთჯერადი ღონისძიება. ჩვენ მოსახლეობას შევთავაზებთ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებას, რათა ყველა ადამიანს გავაგებინოთ, რამდენად მნიშვნელოვანია სპორტი, ჯანსაღი ცხოვრება. მიხარია, რომ ღონისძიებაზე ამდენი ხალხი მოვიდა, ყველა თაობის წარმომადგენელი. მომდევნო დღეებისა და კვირების განმავლობაში მოსახლეობას სხვა სახის სპორტულ ღონისძიებებსაც შევთავაზებთ“, _ განაცხადა კახა კალაძემ.

გარბენში  რიგით მოქალაქეებთან ერთად ჩართულები იყვნენ, ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე,  მთავრობისა და დედაქალაქის საკრებულოს წევრები, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და  პროფესიონალი სპორტსმენები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here