Home ახალი ამბები ბულაჩაურის ქუჩაზე #150 ავტობუსის მძღოლი სცემეს

ბულაჩაურის ქუჩაზე #150 ავტობუსის მძღოლი სცემეს

929

ბულაჩაურის ქუჩაზე, #150 ავტობუსის მძღოლი სცემეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ,დაპირისპირება ერთერთი კომპანიის დისტრიბუტორებსა და მძღოლს შორის მოხდა.

 მათი თქმით, თავდაპირველად სიტყვიერი დაპირისპირება დისტრიბუციის მანქანის არასწორად გაჩერებას მოჰყვა, შემდეგ კი დისტრიბუციის მანქანის მძღოლი და მისი თანმხლები პირი ავტობუსის მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

“დისტრიბუციის მანქანის მძღოლებმა ჩვენს მძღოლს შეაგინეს. შემდეგ მძღოლმა გააღო ავტობუსის კარი და რომ იტყვიან, კარებიდან გადმოიღეს. სამი ბიჭი თავში ურახუნებდა, ჩამოვედით მგზავრები, მაგრამ ხელიდან ვერ ვაგდებინებდით”, – იხსენებს თვითმხილველი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here