Home ახალი ამბები ბექა ხახუბიას საქმეში ბრალდებული პოლიციელების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ბექა ხახუბიას საქმეში ბრალდებული პოლიციელების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

1298

დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილის ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეში ბრალდებული სამი პოლიციელის პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

დაკავებულთაგან არც ერთი ბრალს არ აღიარებს.

ადვოკატი ნოდარ ცინცაძე აცხადებს, რომ ბრალდებული პოლიციელები – სადაღაშვილი და რუსიშვილი დავალებას ასრულებდნენ, რომელიც ათმეთაურისგან, ხაბელაშვილისგან მიიღეს და მათ მიმართ ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა.

გორის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე დღევანდელ სხდომაზე, ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვა იგეგმება. ადვოკატი ცინცაძე მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მოწმეები მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციელების უდანაშაულობას კიდევ უფრო გაამყარებენ.

საპატრულო პოლიციის ყოფილ თანამშრომლებს, რომლებსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილება მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე დღეში შეუჩერდათ, ნუკრი ხაბელაშვილს, გიორგი სადაღაშვილს და ზურაბ რუსიშვილს ბრალი სსსკ-ის 116- ე და 333-ე მუხლებით წარედგინათ, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

გორთან ახლოს, ავტომაგისტრალზე მდებარე გვირაბთან, ბექა ხახუბია 17 მაისს დაიღუპა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here