Home ახალი ამბები ბებიის მიერ მცირეწლოვანი ბავშვის ცემის ფაქტზე საქმე 126-ე მუხლით აღიძრა

ბებიის მიერ მცირეწლოვანი ბავშვის ცემის ფაქტზე საქმე 126-ე მუხლით აღიძრა

771

 

მცირეწლოვანზე ძალადობის ბრალდებით, რუსთავის საპატრულო პოლიციამ ბავშვის ბებია პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში  აცხადებენ გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.

საქმე ქუჩაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ აღიძრა. რამდენიმე მოქალაქემ მცირეწლოვანი ბავშვის ცემის ფაქტზე პატრული გამოიძახა. საპატრულო პოლიციამ გამოძახებაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინა და ბავშვის ცემაში ბრალდებული ბებია პოლიციაში გადაიყვანა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here