შსს–ს სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 1981 წელს დაბადებული ს.რ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.
დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება “ლიზერგიდის” შემცველი 6 ფირფიტა, 3 აბი “მეტადონი”, 18 შეკვრად დაფასოებული მარიხუანა და 3 შეკვრად დაფასოებული გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
შეგახსენებთ: დაუზუსტებელი სუბსტანციის ნივთიერების ტოქსიკური ეფექტის დიაგნოზით, ბოლო დღეების განმავლობაში განმუხურში მიმდინარე “ჯემფესტიდან” ზუგდიდის საავადმყოფოში რამდენიმე ადამიანი გადაიყვანეს, მათგან ერთ-ერთის, 22 წლის გოგონას, გადარჩენა ვერ მოხერხდა.


![[რუს სტუდენტებს] დარბაზი მივაქირავეთ ფულის გამო – რუსთაველის თეატრის დირექტორის პირველი კომენტარი](https://geworld.ge/ge/wp-content/uploads/2026/05/image-8-238x178.png)





unda daixvriton yvela vinc vachrobs narkotikebit,xolo muslimta chamotreulta xrova unda gaiyarnon Saqartvelodan!!!
რა ისეთი განათლება მიიღე “დათიკო 48” რომ, ქართულ წერა-კითხვას წიხლი კარი და დაივიწყე? წერე და იმეტყველე ქართულად დათიკო. ყველა სხვა გაუნათლებელ “სალახანას” ვურჩევ, გიყვარდეთ ქართული ენა.