Home ახალი ამბები ადვოკატი: სტრასბურგის სასამართლო ვანო მერბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას 28 ნოემბერს გამოაცხადებს

ადვოკატი: სტრასბურგის სასამართლო ვანო მერბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას 28 ნოემბერს გამოაცხადებს

668

 

შს ყოფილი მინისტრის, ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებას  28 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 11:30 საათზე გამოცხადებს.

ინფორმაციას ამის შესახებ  მერაბიშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ოთარ კახიძე აცხადებს, სტრასბურგის საქმე ეხება ევროკონვენციის მე-18 მუხლს, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან არასამართლებრივი, მერაბიშვილის დაცვის მხრისთვის კი, პოლიტიკური ნიშნით პატიმრობას.

”სასამართლოს სექციამ 2016 წლის ივნისში დაადგინა, რომ მერაბიშვილი საკნიდან უკანონოდ გაიყვანეს მასზე ზეწოლის მიზნით. კანონი დაარღვია მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა, ხოლო საქმის გამოძიება ჩაფარცხა პრემიერ-მინისტრმა და სასჯელაღსრულების მინისტრმა. სასამართლომ ასევე ხაზი გაუსვა პოლიტიკურ კონტექსტს და პარალელი გაავლო ტიმოშენკოსა და ლუცენკოს საქმეებთან. მე-18 მუხლის დარღვევა სულ მეშვიდედ დადგინდა ევროსასამართლოს ისტორიაში, ეს არის ე.წ. პოლიტპატიმრების მუხლი და ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი აღსრულების ეტაპზე სტანდარტულად ითხოვს აპლიკანტის გათავისუფლებას. ბოლო საქმეზე „ჯაფაროვი აზერბაიჯანის წინააღმდეგ“ აპლიკანტის გამარჯვებისთანავე პრეზიდენტმა ალიევმა პატიმარი შეიწყალა და ასე აიცილა თავიდან პრობლემები ევროპელ პარტნიორებთან”, – აცხადებს კახიძე.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ შარშან გაასაჩივრა სექციის გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here