Home რუბრიკები პოლიტიკა უკრაინელების მადლიერნი უნდა ვიყოთ და სისხლი ვღვაროთ ქართველებმა? _ არავითარ შემთხვევაში!

უკრაინელების მადლიერნი უნდა ვიყოთ და სისხლი ვღვაროთ ქართველებმა? _ არავითარ შემთხვევაში!

383

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე აქტუალურია საქართველოდან უკრაინაში საომრად წასული მოხალისეების საკითხი. თუმცა მოხალისეები უკრაინისკენ ჯერ კიდევ 2014 წელს, მაიდნის სისხლიანი გადატრიალების და შემდგომ, დონბასში განვითარებული მოვლენების დროს გაემართნენ.

ვამბობ “მოხალისეებს” და არ ვაზუსტებ, ვინ ფულის გამო წავიდა და ვის მართლა ეხალისებოდა სხვის ომში ჩართვა. ვშიშობ, უმრავლესობა ქართველი მებრძოლებისა, სწორედ ფულის საშოვნელად წავიდა უკრაინაში, ისევე, როგორც მიდიოდნენ ავღანეთსა და ერაყში. არც იმის გარჩევას შევუდგები, განასხვავებს თუ არა საერთაშორისო სამართალი “მოხალისე” მებრძოლს “დაქირავებულისგან”. უბრალოდ, აღვნიშნავ იმას, რაზეც ქართულ მასმედიაში კეთდება აქცენტი _ ქართველები ერთგვარ “ვალს” უხდიან უკრაინელებს, უკრაინის მოქალაქეების მიერ 1992-93 წლის აფხაზეთის ომში გაწეული “ღვაწლის” გამო და, რაც მთავარია, რუსეთს “ასუსტებენ”. რუსეთის დასუსტებაზე რა მოგახსენოთ და, როგორც ჩანს, უკრაინის “ვალიდან” გამოსვლა კიდევ დიდხანს არ გვიწერია _ ასეთია უკრაინელ “ბანდერელთა” ლოგიკა. და აი რატომ:

ერთი ციტატა ქართული ვაიპატრიოტული ინტერნეტსაიტებიდან: “იგორ მაზურმა, უკრაინელმა ოფიცერმა, აფხაზეთში უკრაინელ მოხალისეთა ერთ-ერთმა ლიდერმა, აღნიშნა, რომ ქართველები ღირსეულად აბრუნებენ ვალს: “ჩვენი ბიჭები იბრძოდნენ და იღუპებოდნენ აფხაზეთში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის. დღეს ქართველები ღირსეულად აბრუნებენ ვალს და იბრძვიან და იღუპებიან აქ, უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის.”

ეს სიტყვები ჯერ კიდევ 2017 წელს თქვა იგორ მაზურმა და იმ მომენტისთვის დონბასში უკვე 10 ქართველი მოხალისე იყო დაღუპული, სამი წლის განმავლობაში კი 200 კაცი მაინც იბრძოდა. თვითონ მაზური 1993 წელს უკრაინული ნაციონალისტური ორგანიზაციის, ე.წ. უნა-უნსო-ს (უკრაინის ნაციონალური ასამბლეა-უკრაინის ნაციონალური თავდაცვა) რიგებიდან აფხაზეთში იმყოფებოდა საომრად და ედუარდ შევარდნაძისგან ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენიც აქვს მიღებული. სხვადასხვა მონაცემით, საქართველოშიც დაახლოებით იმდენივე უკრაინელი იბრძოდა 90-იან წლებში, რამდენი ქართველიც უკრაინაში 2014-17 წლებში.

გამოდის, რომ ქართველებსვალიგადახდილი გვაქვს და უკრაინელების დღეს არაფერი გვმართებს (სხვა თუ არაფერი, 3,7-მილიონიანი საქართველოდან წასული 200 მებრძოლი გაცილებით მეტია პროცენტულად, ვიდრე 48,4-მილიონიანი უკრაინიდან ჩამოსული 200-300 უკრაინელი მებრძოლი). შესაბამისად, აფხაზეთის ომში უკრაინელი ნაციონალისტების მონაწილეობა ვერ გამოდგება იმის დასასაბუთებლად, რომ საქართველოს მოქალაქეები დღესაც და ხვალაც უნდა ეწირებოდნენ უკრაინაში მიმდინარე გაუთავებელ ომს, რომელიც არა 2022 წლის 24 თებერვალს, არამედ 2014 წლის 24 თებერვალს, “მაიდნისსისხლიანი გადატრიალებით დაიწყო.

თუმცა არც ეს არის მთავარი. მთავარი მომენტი ამ ყველაფერში ისაა, რომ 1992-93 წლებში უკრაინელი ნაციონალისტები საქართველოს სიყვარულით არ ჩამოსულან აფხაზეთში საომრად. ისინი აქ სიძულვილმა ჩამოიყვანა _ რუსეთის სიძულვილმა. ეს ნაცისტური ანტირუსული ინსტინქტი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ აფხაზეთის ომის დასრულებიდან სულ მალე, იგივეუნაუნსოელებიჩეჩნეთში აღმოჩნდნენ, იმ ტერორისტების გვერდით, რომლებსაც ვითომ აფხაზეთში ებრძოდნენ. შეგახსენებთ, რომ ჩეჩენმა ტერორისტებმა აფხაზეთში ყველაზე დიდი სისხლიანი კვალი დატოვეს; ქართველების დაუძინებელი მტერი, შამილ ბასაევი, რად ღირს მხოლოდ, თუმცა არც სხვა საველე მეთაურები, მათი “პრეზიდენტიანად”, აკლებდნენ ხელს. აი ამ ტერორისტებთან _ ქართველების მტრებთან ერთად იბრძოდნენ უკრაინელები და მათ სულაც არ ადარდებდათ, რამდენ ქართველს გამოჭრეს ყელი ნაძირალა ტერორისტებმა, რომლებიც საბოლოოდ მხოლოდ ვლადიმირ პუტინმა და მამა-შვილმა კადიროვებმა ამოძირკვეს.

აი ასე _ რუსეთის სიძულვილზე აგებული მეგობრობისა არაფერი დაიჯერება! ყველა ქართველ მებრძოლს მივმართავ, რომლებსაც ნამუსზე არ აქვთ ხელი აღებული და ფულის გამო კი არ მიდის უკრაინაში, არამედ ჰგონიათ, რომ სიკეთეს ემსახურებიან: ნუ შესწირავთ თავს “ბანდერელებს”. გაიხსენეთ მართლაც შესანიშნავი ქართველი მებრძოლი გიორგი სარალიძე, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში დონეცკის აეროპორტში დაიღუპა უკრაინელების ღალატის გამო _ იმ უკრაინელებისა, რომელთა ინტერესებისთვისაც იბრძოდა. დეტალებს მე ნუ მკითხავთ, თქვენმა კოლეგებმა კარგად იციან…

თბილისში პატივი მიაგეს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას

საქართველოს მთავრობას კი მინდა ვკითხო, უბრალოდ, ინტერესის გამო: ახლა უკრაინაში თქვენი პარლამენტის რუსოფობი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, იგივე “ბოზი ალეკო”, ბრძოლის იმიტაციას რომ ეწევა, ისიც პოტენციური გმირია, ნაღმზე შემთხვევით რომ ცხვირი მოუხვდეს და მოძვრეს? ქართველ მკითხველს შეხსენება არ სჭირდება, ბევრს კარგად ემახსოვრება, ელისაშვილმა 2010 წელს როგორი პროვოკაცია მოაწყო აქუბარდიას ტელესტუდიაში და, მის ცოლთან ერთად, სააკაშვილის დამქაშებს როგორ დააჭერინა მართლმადიდებლური მოძრაობის ახალგაზრდა წევრები და მათი ლიდერი ლევან ჩაჩუა.

უკრაინელების მადლიერნი უნდა ვიყოთ და სისხლი ვღვაროთ ქართველებმა? _ არავითარ შემთხვევაში!

 გულბაათ რცხილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here