Home ახალი ამბები საქართველო შალვა პაპუაშვილი – „აშშ-ის გადასაწყვეტი არ არის, რა კანონები გვექნება ფრანგებს“ –...

შალვა პაპუაშვილი – „აშშ-ის გადასაწყვეტი არ არის, რა კანონები გვექნება ფრანგებს“ – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა მას შემდეგ, რაც საქართველოს დაუწუნა „გამჭვირვალობის კანონის“ მესამე მუხლის მეოთხე პუნქტი

სხვა ქვეყნებს როცა სიტყვით თანასწორობაზე ელაპარაკები, საქმით კი მეორეხარისხოვნად მიიჩნევ, ყოველთვისაა რისკი, თავადაც ასე მოგექცნენ, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაზე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პასუხს.

„„აშშ-ის გადასაწყვეტი არ არის, რა კანონები გვექნება ევროპელებსა და ფრანგებს“, – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა მას შემდეგ, რაც საქართველოს „გამჭვირვალობის კანონის“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი დაუწუნა.

სხვა ქვეყნებს როცა სიტყვით თანასწორობაზე ელაპარაკები, საქმით კი მეორეხარისხოვნად მიიჩნევ, ყოველთვისაა რისკი, თავადაც ასე მოგექცნენ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საფრანგეთისგან ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიებისთვის გადასახადის გაუქმებას ითხოვს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კი პასუხობს, რომ აშშ არ წყვეტს ფრანგების კანონმდებლობის საკითხებს.

https://1tv.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here