სექტემბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილის “დედა ენა”, _ განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ. მისივე თქმით, პირველკლასელები სახელმძღვანელოს უფასოდ მიიღებენ.
“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც შეძლო, რომ ქართულ სკოლაში “დედა ენა” დაგვებრუნებინა. სექტემბრიდან ყველა პირველკლასელი უფასოდ მიიღებს იაკობ გოგებაშვილის “დედა ენას” და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბავშვები, როგორც მომავალი თაობები შემდეგი საუკუნეების განმავლობაში, ისევე შეიყვარებენ “დედა ენას”, როგორც უყვარდათ ჩვენს წინა თაობებს და გვიყვარს ჩვენ”, _ განაცხადა მამუკა ბახტაძემ, რომელიც სოფელ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდა.