Home ახალი ამბები საქართველო საჯარო მოხელეებს 1 ივლისიდან მოხელის კლასი მიენიჭებათ და საკლასო დანამატსაც მიიღებენ

საჯარო მოხელეებს 1 ივლისიდან მოხელის კლასი მიენიჭებათ და საკლასო დანამატსაც მიიღებენ

1454
საჯარო მოხელეები

1 ივლისიდან ამოქმედდება მთავრობის დადგენილებასაჯარო მოხელისთვის მოხელის კლასების მინიჭების წესისშესახებ, რომლის მიხედვით სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულებს მიენიჭებათ კლასი 1-დან 12-მდე. და ამ კლასების მიხედვით, ისინი შესაბამის დანამატსაც მიიღებენ. მოხელეს კლასი მუდმივად შეუნარჩუნდება და მისი ჩამორთმევა დაუშვებელია.

როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, მოხელისთვის კლასის მინიჭების მიზანია მოხელის მოტივაციის ამაღლება, მატერიალური კეთილდღეობის ხელშეწყობა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის უზრუნველყოფა. მოხელის კლასების რაოდენობა 12-ია, პირველი კლასი არის ყველაზე დაბალი, ხოლო მე-12 _ ყველაზე მაღალი. მოხელის კლასი განსაზღვრავს მოხელის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების დონეს.

აღსანიშნავია, რომ კლასი არ მიენიჭება მოხელეს, რომელიც დანიშნულია გამოსაცდელი ვადით, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ კი, მოხელეს კლასის მინიჭებისას, გამოსაცდელი ვადა სამსახურის სტაჟში ჩაეთვლება. მოხელეს, რომელსაც მოხელის კლასი მიენიჭა, ეძლევა თანამდებობრივი სარგოს დანამატი – საკლასო დანამატი, რომლის ოდენობა “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად რეგულირდება.

2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საქართველოში 115 ათასი საჯარო მოსამსახურეა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here