Home ახალი ამბები საქართველო პრეზიდენტ ზურაბიშვილის სახიფათო ინიციატივა

პრეზიდენტ ზურაბიშვილის სახიფათო ინიციატივა

272
პრეზიდენტ ზურაბიშვილის სახიფათო ინიციატივა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე შემდეგი შინაარსის ინიციატივა გამოაქვეყნა: “შეიქმნას საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ასწლიან ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ერთიანი მემორიალი ვაკის პარკში, რომლის რეაბილიტაცია დღეს მიმდინარეობს”.

ვფიქრობთ, პრეზიდენტის ინიციატივას საერთო არაფერი აქვს საქართველოს დამოუკიდებლობა-ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნასთან. პრეზიდენტის ინიციატივა აშკარად გარედან არის შემოგდებული და პროვოკაციულ ხასიათს ატარებს.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის სახიფათო ინიციატივა

დედაქალაქში, გმირთა მოედანზე, არის შესაბამისი მონუმენტი _ მართალია, ბევრის აზრით, ესთეტიკურად უშნო და ნაკლებ ფასეული, მაგრამ მაინც არის. ვაკის პარკში (უწინ _ გამარჯვების პარკი) მშვენივრად არის ინტეგრირებული უცნობი ჯარისკაცის მონუმენტი (თუკი არ ჩავთვლით 1991 წელს ჩადენილპატრიოტულ აქტს”, როდესაც მონუმენტიდან რამდენიმე ფიგურისა და წარწერების დემონტაჟი მოხდა). ეს არის ერთადერთი ძეგლი თბილისში, რომელიც ქართველი ხალხის გმირულ ბრძოლას ასახავს საბჭოთა კავშირის სხვა ხალხებთან ერთად ფაშიზმისგან სამშობლოსა და მსოფლიოს გადასარჩენად. არასგზის არ შეიძლება ამ თემით მანიპულირება და მისი დაკავშირება ვითომ “ასწლიან ომთან”.

მადლობა ღმერთს, ბოლო ასი წლის განმავლობაში საქართველომ არა მხოლოდ ომები გადაიტანა, არამედ მეტწილად მშვიდობიანად და ეკონომიკურად კარგად ცხოვრობდა, ბოლო 30 წელიწადს თუ არ ჩავთვლით. პრეზიდენტი კარგად უნდა დაფიქრდეს, რა შედეგს მოიტანს მისი ინიციატივა _ იგი უფრო გააღრმავებს ნაპრალს ქართველი საზოგადოების შიგნით, დაძაბავს ვითარებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე სამეზობლოში.

პორტალდიდი სამამულოსრედაქცია, მოძრაობასაქართველოს უკვდავი ჯარი

didisamamulo.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here