ნატალი პორტმანს “ლეონის” გამოსვლის შემდეგ გაუპატიურებით დაემუქრნენ (ვიდეო)

1830

1994 წელს “ლეონის” გამოსვლის შემდეგ, მსახიობმა ნატალი პორტმანმა, რომელიც იმ დროს 13 წლის იყო, თაყვანისმცემლისგან წერილი მიიღო. ანონიმი თაყვანისმცემელი წერილში აღწერდა, თუ როგორ გააუპატიურებდა მსახიობს.

ამის შესახებ პორტმანმა ქალთა მარშზე გამოსვლის დროს განაცხადა.

“ადგილობრივ რადიოში ყოველდღიურად ითვლიდნენ დროს, როდის გავხდებოდი მე 18 წლის – გულისხმობდნენ, რა თქმა უნდა იმას, როდის შეძლებდნენ კაცები ჩემთან დაწოლას. კინოკრიტიკოსები მსჯელობდნენ ჩემს მკერდზე და წონაზე. მიუხედავად იმისა, რომ 13 წლის ვიყავი, ძალიან მალევე მივხვდი, რომ სექსუალურობის დემონსტრირებით უსაფრთხოდ ვერ ვიქნებოდი”, – განაცხადა მსახიობმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here