Home ახალი ამბები მსოფლიო ყირგიზეთმა დიდი ნაბიჯი გადადგა დამოუკიდებლობისკენ

ყირგიზეთმა დიდი ნაბიჯი გადადგა დამოუკიდებლობისკენ

237

ყირგიზეთის ჯოგორკუ კენეშის (პარლამენტის) დეპუტატებმა მიიღეს კანონი  „არაკომერციული ორგანიზაციების “ („უცხოური აგენტების “) შესახებ. ეს კანონი გამჭვირვალობას შეიტანს უცხოეთიდან დაფინანსებული  არაკომერციული ორგანიზაციების მუშაობაში, რომლებიც  ქვეყნის საშინაო საქმეებში ერევიან.  ამრიგად, ყირგიზეთის ხელისუფლებამ დიდი ნაბიჯი გადადგა რესპუბლიკის სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად. ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა 64-მა დეპუტატმა, 5 წინააღმდეგი იყო.  ამის თაობაზე წერს  საინფორმაციო-ანალიტიკური ტელეგრამ-არხი „Взгляд на Восток“-ი.

კანონპროექტს დასავლეთი თითქმის წელიწად-ნახევრის განმავლობაში აქტიურად ტორპედირებდა,  აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ნტონი ბლინკენი  კი  პრეზიდენტ სადირ ჯაფაროვს  მისთვის გაგზავნილ წერილში პირდაპირ დაემუქრა სანქციებით. ამ კამპანიაში აქტიურად მონაწილეობდნენ დასავლეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, ბლოგერები და ოპოზიციონერები  აშშ-ისა და ბრიტანეთის ელჩების,  ლესლი ვიგერის და ნიკოლას ბოულერის, ხელმძღვანელობით. ისინი დეპუტატებს აშანტაჟებდნენ იმით, რომ  მათზე  ვიზებს  არ გასცემდნენ (აღსანიშნავია,რომ საქართველოში ანალოგიურ კანონპროექტს,რომელიც ამერიკული კანონიდან ითარგმნა, ე.წ. ოპოზიციონერებმა „რუსული კანონი“ შეარქვეს და დასავლელი პატრონების ხელშეწყობით ლამის სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს – გ.გ.).

  კანონპროექტი 2024 წლის იანვარში მიიღეს  პირველი მოსმენით, მაგრამ  თებერვლის დასაწყისში   იმ სხდომის დღის წესრიგიდან ამოიღეს, რომელზეც მისი მეორე მოსმენით მიღება იგეგმებოდა. თვის შუა რიცხვებში კი კვლავ უარი თქვეს  განხილვაზე.

კანონპროექტი არ ერევა იმ  არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაში, რომლებიც არ აფინანსებენ ოპოზიციას და არ ცდილობენ ქვეყანაში   რევოლუციის მოწყობას ხელისუფლების დასამხობად.

 მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://tgstat.ru/channel/@vzoreast/2841

                                                                                               

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here