ირაკლი გოგავა: ივანიშვილმა მეტროპოლიას დაუმორჩილებლობა უკვე ოფიციალურად გამოუცხადა!

    “კონტრშეტევა მოსალოდნელია, მაგრამ ერთობით ფონს გავალთ. საქართველო კოლონია აღარ იქნება!”

    424

    საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით 29 აპრილს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, ხალხმრავალი აქცია გაიმართა იმის საჩვენებლად, რომუცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებკანონს გაცილებით მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე მოწინააღმდეგე. ხელისუფლების მიერ დაანონსებულ აქციაზე უამრავი ადამიანი მოვიდა.

    რუსთაველზე დესტრუქციული ძალები, როგორც თვითონ უწოდებენ, რუსულ კანონს, რამდენიმე დღეა, აპროტესტებენ. .. ოპოზიციამ ანგაჟირებული ახალგაზრდები აიფარა ფარად და უკვე რამდენიმე კვირაა, ქუჩაში დგანან. სწორედ ეს იყო  მიზეზი იმისა, რომ სამთავრობი აქციაზე მართლაც უპრეცედენტო რაოდენობის ადამიანი მივიდა.

    ამბობენ, მთავრობამ დასაქმებული ადამიანები ძალითა და მუქარით გამოიყვანა აქციაზეო, მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან იქ ბევრი სწორედ იმისთვის მივიდა, რომ მხარს უჭერსუცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებკანონსა და სხვა კანონპროექტების მიღებას, რომლებიც დესტრუქციული ძალების თარეშს აკრძალავს.

    აქციის ბოლოს სიტყვით გამოვიდაქართული ოცნებისსაპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. სწორედ მისი მოსაზრებების მოსმენას ელოდა ხალხი და მან მართლაც ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი რამ განაცხადა. ბიძინა ივანიშვილმა  დაუფარავად ისაუბრა მიმდინარე პროცესებზე, გეგმებსა და დასავლეთიდან მომდინარე წნეხზე. ის ღიად დაუპირისპირდა დასავლურ სამყაროს.

    29 აპრილის აქციის შესახებ სოციალურ ქსელში საინტერესო მოსაზრება გამოაქვეყნა პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

    “სამი სხვადასხვა სახელმწიფოს პრეზიდენტებსა და  პრემიერმინისტრებთან მიმუშავია, მაგრამ ასეთი კლასი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა აჩვენა, არ მინახავს. ქართული პარტია ოსტატურად გათამაშდა (ზემოიმერული პეწით).

    არ დავმალავ, მთელი ეს წლები მქონდა ეჭვი, რომ მეტროპოლიას ემსახურებოდა, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც მქონდა იმედი, რომ ქართული საქმე ჰქონდა ჩაფიქრებული, ამიტომ პირადად მის კრიტიკას ვერიდებოდი, მოთმინებით ველოდებოდი.

    პირადად ჩემთვის მთავარ ინდიკატორს  მისი ქველმოქმედების ობიექტები წარმოადგენდნენ: ეკლესიები, მუზეუმები, თეატრები, უნივერსიტეტები… ეს ხომ ერის სულისა და გონის აუცილებელი ფუნდამენტია და, თუ სამშობლო არ გიყვარს, ამას არ გააკეთებ, რადგან ესტრადის ან რამე სერიალის დაფინანსება მეტ პოლიტიკურ დივიდენდს მოიტანდა. ისიც გვესმის, რომ დიდ პოლიტიკაში მთავარია გადაწყვეტილებებისთვის მართებული დროის შერჩევა და საკითხების მაშინ გადაწყვეტა, როდესაც ის მომწიფდება და გლობალური ვითარება ხელს გიწყობს. ამას მხოლოდ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები აკთებენ, რათა ქვეყანა, ხალხი და საკუთარი თავიც გაუმართლებელი რისკის ქვეშ არ დააყენონ.

    ივანიშვილმა “ქართული სუვერენული პროექტის” დაწყება გამოაცხადა. ლოგიკურად უნდა ველოდოთ ახალ ეკონომიკურ პროექტს, მერიტოკრატიას, განათლების სისტემის სიღრმისეულ რეფორმას, კულტურის სფეროს ქართულ სივრცეში დაბრუნებას, ჯანდაცვის სისტემისა და ფარმაცევტიკის მკაცრ კონტროლსა და რეფორმას, სახელმწიფო უწყებების აგენტურისგან წმენდას და ბევრ სხვა ნაბიჯს.

    “ქართული პროექტის” წარმატების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი უკვე ნაციონალური ლიდერი გახდება _ ეს ის სტატუსია, რომელაც არ ირჩევენ, არც ნიშნავენ. ამ სტატუსს ხალხი ანიჭებს.

    როგორც მითხრეს, 29 აპრილის შეკრებაზე 200 000-ზე მეტი ადამიანი იყო (მოგვიანებით ციფრს თავად დავთვლი პროფესორ ჯეიკობსის მეთოდით). ხალხი ფილარმონიიდან თავისუფლების მოედნის ჩათვლით იდგა. ეს კი ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 7%-ია. ძალიან დიდი რაოდენობაა საჯარო შეკრებისთვის. მსგავსი რამ საქართველოში მხოლოდ 2012 წელს სააკაშვილის გაძევებამდე და გაძევების შემდეგ სახალხო ზეიმის დროს მახსოვს. ხალხის მხარდაჭერა “ქართულ პროექტს” დიდი აქვს.

    ივანიშვილის გამოსვლას რაც შეეხება: მან მეტროპოლიას დაუმორჩილებლობა უკვე ოფიციალურად გამოუცხადა. კონტრშეტევა მოსალოდნელია, მაგრამ ერთობით ფონს გავალთ. საქართველო კოლონია აღარ იქნება!

    ძირითადი თეზისები ბიძინა ივანიშვილის 29 აპრილის გამოსვლიდან:

    მერაბ კოსტავა: „თუ დამოუკიდებელ ქვეყანაში თავისუფლებისთვის  ბრძოლას შეწყვეტთ, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც“.

    • საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ!

    • 2004-2012 წლებში ქვეყანას გარედან დანიშნული რევოლუციური კომიტეტი, უცხოური აგენტურა მართავდა.

    • სააკაშვილის არაჰუმანური, სადისტური და არაპატრიოტული ბუნება სინამდვილეში გარედან, მათი პატრონებისგან იყო დაკვეთილი და მართული.

    უცხოელებს დღეს ამოძრავებთ სურვილი, საქართველოში იმავე ადამიანების არაჰუმანური და სადისტური დიქტატურა დაგვიბრუნონ.

    • რეჟიმის სადიზმი „ენჯეოებისგანაც“ სრული მხარდაჭერით სარგებლობდა.

    ნერუ: „არ არსებობს საკუთარი ქვეყნის იმაზე დიდი მტერი, ვიდრე უცხო ქვეყნის მიერ აღზრდილი ფსევდოელიტა“.

    • „ენჯეოების“ დაფინანსება, რომელსაც უცხოეთიდან ხშირად გვამადლიან და დახმარებაში გვითვლიან, სინამდვილეში თითქმის მთლიანად აგენტურის გამაგრებასა და ხელისუფლებაში მათ მოყვანას ხმარდება. შესაბამისად, ამ თანხებს არავითარი საერთო არ აქვს დახმარებასთან და პირიქით, ერთადერთ მიზნად საქართველოსთვის სახელმწიფო სუვერენიტეტის წართმევას ისახავს.

    საქართველოს სუვერენიტეტის გამყარებას ემსახურება ქართული კანონიუცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

    • სასამართლოში დღემდე ითხოვენ ეგრეთ წოდებულ ვეტინგს, ანუ უცხოური მმართველობის შემოღებას, რომელმაც რეპრესიები უნდა ჩაატაროს და სასამართლო სისტემა აგენტურით დააკომპლექტოს.

    ენერგიას, რომელიც შემოდგომისთვის (სახელმწიფო გადატრიალებისთვის) უნდა დაეგროვებინათ, ახლა ისინი ქუჩაში ნაადრევად ანიავებენ.

    • „ნაცმოძრაობა“ ზუსტად ისევე დაუნიშნეს საქართველოს გარედან რადიკალურ ოპოზიციად, როგორც მანამდე ხელისუფლებად დაგვინიშნეს.

    რადიკალიზმი, .. პოლარიზაცია და პერიოდული პოლიტიკური რყევები, რომლებიც ჩვენს ქვეყანასა და მის ეკონომიკას მთელი ამ წლების მანძილზე საკმაოდ ძვირი დაუჯდა, მთლიანად გარედან იყო ხელოვნურად თავს მოხვეული.

    • გლობალური ომის პარტია ევროკავშირს საკუთარი ხელით ანგრევინებს ევროპულ ღირებულებებს.

    საქართველოს ბედი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.

    • არჩევნების შემდეგ კი ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოვუტანოთ მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი.

    • 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

    მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here