Home ახალი ამბები საქართველო კონფერენცია “მეორე მსოფლიო ომის გენეზისი”

კონფერენცია “მეორე მსოფლიო ომის გენეზისი”

232

თბილისშიევრაზიის ინსტიტუტისეგიდით ჩატარდა კონფერენცია მეორე მსოფლიო ომის დაწყების მიზეზების შესახებ.

კონფერენციის მსვლელობისას პროფესორმა მამუკა კარტოზიამ  მოხსენება წაიკითხა მეორე მსოფლიო ომის დაწყების მიზეზებზე. მან ილაპარაკა  ომის წინაისტორიაზე და ყურადღება გაამახვილა დასავლეთის, კერძოდ, პოლონეთის ნეგატიურ როლზე, რომლის გამოც ჰიტლერს ჩეხოსლოვაკიის დანაწევრების საშუალება მიეცა.

მამუკა კარტოზიამ აღნიშნა, რომ დღეს უკრაინაში, ისევე როგორც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ფაქტობრივად, ევროპა აწარმოებს ბრძოლას რუსეთთან, იყენებს რა თავის დაქირავებულ მებრძოლებს. “მეორე მსოფლიო ომის დროსაც ევროპის მთელი სამხედრო ძალა მიმართული იყო საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ”, _ განაცხადა მან.

მამუკა კარტოზია მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის პერიპეტიებზე საუბრით არ შემოფარგლულა, მან ასევე ხაზი გაუსვა ისტორიული ძეგლების შენარჩუნების აუცილებლობას და განაცხადა, უფრო ზუსტად, ინიციტივით გამოვიდა, რომ თბილისში აღდგეს მეფისნაცვალ ვორონცოვის ძეგლი. მან ასევე აღნიშნა, რომ სერბეთში რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორის,  ხოლო ბულგარეთში ალექსანდრე მეორეს ძეგლები დგას და, თუკი იქ აფასებენ თავიანთი ქვეყნების კეთილმოსურნეებს, რატომ არ უნდა დავაფასოთ ქართველებმა ჩვენი ქვეყნის კეთილმოსურნეები. “მიუხედავად პოლიტიკური ვითარებისა, ისტორია უნდა შენარჩუნდეს”, _ განაცხადა მამუკა კარტოზიამ.

 “ევრაზიის ინსტიტუტის” მიერ ჩატარებულ კონფერენციაზე, ისტორიის საკითხების გარდა, განიხილეს საცხრამაისო ღონისძიებების პროგრამა. 9 მაისს, დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღეს, დაგეგმილია გამოფენა ღია ცის ქვეშ, მსვლელობა მელიტონ ქანთარიას ბიუსტიდან პორფილე ჩანჩიბაძის ბიუსტამდე და მათი შემკობა ყვავილებით.

კონფერენციას ესწრებოდნენ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ანალიტიკოსები, სამხედრო პირები, პროფესორები და სამღვდელოების წარმომადგენლები.

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

1 COMMENT

  1. წარმატებას გისურვებთ. დიდი მადლობა ბატონ მამუკა კარტოზიას ყველაფრისთვის — სატელევიზიო გამოსვლებისთვის, მართალი სიტყვისა და ნამდვილი ქართული პოზიციისათვის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here