Home ახალი ამბები მაჩალიკაშვილი: გომელაურის ეს კლანი თავისი სპეცრაზმით გადადგეს და სასამართლოს წინაშეც წარსდგეს

მაჩალიკაშვილი: გომელაურის ეს კლანი თავისი სპეცრაზმით გადადგეს და სასამართლოს წინაშეც წარსდგეს

1298

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი შვილის უდანაშაულობის აღიარებას და დაზარალებულად ცნობას ითხოვს.

როგორც მან განაცხადა, სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური და სპეცრაზმი აუცილებლად უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე.

„ჩემი მოთხოვნაა, რომ ჩემს შვილს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი, მოშორდეს ეს ლაქა და დაღი, რომელიც დაადეს. აღიარონ თემირლანის უდანაშაულობა. ასევე გადადგეს გომელაურის ეს კლანი თავისი სპეცრაზმით. მერე მთელი ეს ბანდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ხელისუფლების მისამართით პანკისელების საგანგებო მიმართვას იზიარებს და ის მთავარ პროკურორთან შეხვედრას და არსებულ კითხვებზე პასუხებს მოითხოვს.

მისივე თქმით, ოჯახს ამ დრომდე სახელმწიფო უწყებებიდან არავინ დაკავშირებია.

როგორც ცნობილია, მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის ხელმძღვანელთან, ვახტანგ გომელაურთან შეხვედრასაც ითხოვდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here