Home ახალი ამბები გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში დავით ნარმანიას ბოდიში მოუხადა

გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში დავით ნარმანიას ბოდიში მოუხადა

1479
თბილისის მერი: დავით ნარმანია, „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი: გიორგი გაბუნია
„რუსთავი 2″-ის ჟურნალისტმა და წამყვანმა გიორგი გაბუნიამ  გადაცემა P.S.-ში გასული სიუჟეტის გამო, თბილისის მერს  დავით ნარმანიას, მის ძმას  ირაკლი ნარმანიას და მათ ოჯახს, გადაცემის გუნდის სახელით ბოდიში მოუხადა.

„კვირას, PS – ში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც საუბარი იყო სამშენებლო კომპანიებზე, რომლებსაც დავით ნარმანიას ძმა, ირაკლი ნარმანია, უწევს ან უწევდა იურიდიულ მომსახურებას. სიუჟეტი სამი კომპანიის საქმიანობას ეხებოდა, აქედან ორის იურისტი ნამდვილად თბილისის მერის ძმაა.

მესამე კომპანიის იურისტს ასევე ირაკლი ნარმანია ჰქვია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს სულ სხვა პირია და მას არანაირი კავშირი არა აქვს დავით ნარმანიასთან. ვაღიარებ, ეს ჩვენი შეცდომა იყო, რომელიც იდენტურმა სახელმა, იდენტურმა პროფესიამ და კომპანიის იდენტურმა საქმიანობამ გამოიწვია.

თუმცა, მე არ ვცდილობ ახლა ამ შეცდომის გამართლებას. ასეთ ხარვეზს, რა თქმა უნდა, გამართლება არა აქვს და ეს სრულიად არ შეესაბამება მუშაობის იმ სტანდარტებს, რომელთა დაცვასაც ჩვენ ვცდილობთ. ჩვენ ვალდებული ვიყავით, უფრო ღრმად გადაგვემოწმებინა წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და მსგავსი შეცდომა დაუშვებელია.

ჩვენი მიზანი ნამდვილად არ ყოფილა ასეთი ცილისწამება, რომელიც ჩვენდაუნებურად გამოგვივიდა. ამიტომ ,მე, PS-ის სახელით ბოდიშს ვუხდი ხსენებული კომპანიის იურისტს, ირაკლი ნარმანიას; ბოდიშს ვუხდი თბილისის მერის ძმას, ირაკლი ნარმანიას და ბოდიშს ვუხდი თავად დავით ნარმანიასაც, მისი ოჯახის წევრის შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ეს გამიზნულად არ გაგვიკეთებია და თან ეს ეხება სიუჟეტში გაშუქებულ მხოლოდ ერთ კომპანიას, დანარჩენი ორის შემთხვევაში კი ყველაფერი წესრიგში იყო – იქ ნამდვილად მერის ძმა, ირაკლი ნარმანია ფიგურირებს და იკვეთება მისი მხრიდან სამშენებლო კომპანიების ლობირების ნიშნები”. – განაცხადა გაბუნიამ „არჩევანის” პირდაპირ ეთერში.

 

 

1 COMMENT

  1. giorgi gabunia-s . momecona tkveni agiareba da samartliani, drouli bodishi!!

    tumca, arc nacebi da arc kocebi kveynistvis sasiketos arapers aktebt. orives erti camomavloba gakvt. nepotizm da korupcia/ganukitxaoba erti da igive xelweraa tkveni!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here