ორმოცდამეხუთედან ორმოცდამეშვიდემდე, ანუ ამერიკა ესაა!

    232
    ორმოცდამეხუთედან ორმოცდამეშვიდემდე, ანუ ამერიკა ესაა!

    აშშის 45- პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის დღევანდელმა კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდანდონალდ ტრამპმა, რომელიც პენსილვანიაში საარჩევნო შეხვედრას ატარებდა, სწორედ იმ წამს შეაბრუნა თავი ოდნავ, როდესაც სნაიპერმა ოპტიკური შაშხანის სასხლეტს თითი გამოჰკრა. თავში დამიზნებულმა ტყვიამ მხოლოდ ყურის ნიჟარა გახვრიტა. ტრამპი ჩაიკეცა, მაგრამ მალევე წამოაყენეს

    გასროლამდე ტრამპმა სუფლიორის გათიშვა მოითხოვა, რადგან წინასწარ მომზადებული სიტყვით გამოსვლა არ მოისურვა. ტრამპმა თითი ეკრანისკენ გაიშვირა, რომელიც ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში ქვეყნიდან ემიგრაციაში წასულთა გაზრდილ რაოდენობას გამოსახავდა. მან თქვა: „შეხედეთ, რა მოუვიდა ჩვენს ქვეყანას!”

    ამისი თქმა და ტყვიის გავარდნა ერთი იყო. ტრამპმა ისე იტაცა ხელი მარჯვენა ყურზე თითქოს კოღოს მოკვლა სურდა, შემდეგ ნელ-ნელა მოიხარა წელში…

    „ვაშინგტონ პოსტმა” აღადგინა თითოეული სიტყვა, რომლებიც გასროლის შემდეგ დაწყებულ არეულობაში გაისმოდა.

    – დაწექი! – დაწექი! – ყვიროდნენ საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც სცენაზე აცვივდნენ.

    – ყველაფერი რიგზეა? – იკითხა ერთ-ერთმა ოფიცერმა, რომლის სიტყვები მიკროფონიდან ხმის გამაძლიერებლებში ისმოდა.

    – სნაიპერი მკვდარია! – უპასუხა მას მეორე ოფიცერმა.

    უკვე ჩაკეცილი ტრამპი წამოაყენეს. მან ორჯერ მოითხოვა ფეხსაცმელი, რომელიც იმ ალიაქოთში, როგორც ჩანს, გასძვრა. ფეხზე წამომდგარი ტრამპის დანახვაზე ხალხი ახმაურდა. დაცვის სამსახურმა ტრამპის გაყვანა დააპირა, მაგრამ ტრამპმა ბრძანება გასცა:

    – შეჩერდით!

    შემდეგ გასისხლიანებული სახით ხალხისკენ შებრუნდა, მუშტი მაღლა შემართა და მტკიცედ წარმოთქვა:

    – იბრძოლეთ!

    ხალხი სკანდირებდა:

    – ა-შ-შ! ა-შ-შ!

    – უნდა წავიდეთ! – იყვირა საიდუმლო სამსახურის ოფიცერმა. ტრამპი შემართული ხელით ჩავიდა კიბეზე და ავტომობილში ჩაჯდა. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტისა და პრეზიდენტობის დღევანდელი კანდიდატის ცალი ფეხსაცმელი სცენაზე დარჩა…

    აშშ-ის ისტორიას ახსოვს ვერაგულად მოკლული პრეზიდენტები:

    * აბრაამ ლინკოლნი (16- პრეზიდენტი, 1865 წლის 14 აპრილი);

    * ჯეიმზ გარფილდი (20- პრეზიდენტი, 1881 წლის 2 ივლისი);

    * უილიამ მაკკინლი (25- პრეზიდენტი, 1901 წლის 6 სექტემბერი);

    * ჯონ კენედი (35- პრეზიდენტი, 1963 წლის ნოემბერი).

    კიდევ ხუთ ყოფილ პრეზიდენტზე განხორციელდა თავდასხმა: თეოდორ რუზველტზე, ფრანკლინ რუზველტზე, ჯერალდ ფორდზე, რონალდ რეიგანზე, ჯორჯ ბუში უმცროსზე.

    თავდასხმა განხორციელდა პრეზიდენტობის კანდიდატებზეც – რობერტ კენედისა და ჯორჯ უოლესზე.

    ორმოცდამეხუთედან ორმოცდამეშვიდემდე, ანუ ამერიკა ესაა!

    ეს ყველაფერი ისტორიაა. სხვათა შორის, ისიც, რაც გუშინ (2024 წლის14 ივლისს) მოხდა, ისტორიაა, რომელიც ჯიუტად მეორდება და მეორდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ში ამ თვალსაზრისით არაფერი იცვლება. ტერორი, მოწინააღმდეგის ფიზიკური განადგურება, არჩევნებში გამოხატული სახალხო ნების ნაცვლად სასიკვდილო განაჩენის გამოტანა თითქოს მიუღებელი, მაგრამ მაინც მიღებული ფორმა და დამკვიდრებული წესია. აშშ-ში პრეზიდენტებს კლავდნენ XiX საუკუნეშიც, კლავდნენ XX საუკუნეშიც, კლავენ XXI საუკუნეშიც და მოკლავენ XXII საუკუნეშიც. მოკლავენ იქამდე, სანამდე იარსებებს კაპიტალისტური ცხოვრების წესი, სანამდე უმაღლესი ღირებულება ფული იქნება, უმაღლეს სამართლიანობად კი ძალმომრეობა მოგვევლინება. ყველაფერ ამას, ერთად აღებულს (კაპიტალის ბატონობას, პოლიტიკურ ტერორსა და ძალადობას) დემოკრატია ჰქვია. დემოკრატიისდღევანდელ (დასავლურ) გაგებას არაფერი აქვს საერთო ამ ცნების ბერძნულ გაგებასთან (ხალხის მმართველობა), იგი ამერიკული ცხოვრების წესის პირმშოა და ნიშნავს სიტყვის თავისუფლებითა და ადამიანის უფლებების დაცვით შენიღბულ მონობას, დაკანონებულ ექსპლოატაციას და მოჩვენებითი საზოგადოებრივი ბედნიერების ილუზიას, სადაც სიმართლე სიცრუით, ზნეობა უზნეობით, ინფორმაცია კი დეზინფორმაციით არის ჩანაცვლებული. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, რომ აშშ მსოფლიოში დემოკრატიის გამავრცელებელ და მის დამცველ სახელმწიფოდ გვევლინებოდეს. ჯერ ერთი, აშშისთვის არავის დაუკისრებია მსოფლიოში დემოკრატიის გამავრცელებლის მისია და არც საამისო საერთაშორისო მანდატი მიუნიჭებია ვინმეს. რაც მთავარია, როგორ უნდა გაავრცელოს ამა თუ იმ სახელმწიფომ ის, რაც მას თავად არ აქვს?! სად გაგონილა, რომ მახინჯი მშვენიერის ტიტულით დადიოდეს, ბოროტება სიკეთედ წარმოჩინდეს, სულელს ბრძენის მანტიით მოსავდნენ, მეძავს კი უბიწოების სიმბოლოდ აცხადებდნენ?! ვის სმენია, რომ ქალაქის ძველი, მოუვლელი და მყრალი საპირპარეშო სუნამოს სუნს აფრქვევდეს?! არა, ასეთი სასწაულები არ ხდება დედამიწაზე, ამიტომ სიცრუის ის ამერიკული მწვერვალი, რომლის მიხედვითაც ეს სახელმწიფო თავს მსოფლიო დემოკრატის ბურჯად აცხადებს, მსოფლიოს ისეთი დაცინვაა, რომლის მსგავსი არც ახსოვს კაცობრიობას.

    ამერიკული სპეცსამსახურები მხოლოდ საკუთარ პრეზიდენტებს არ კლავენ, ისინი კლავენ სხვა ქვეყნების ლიდერებსაც, რომლებიც მათთვის მიუღებელია. ეს ძალიან გრძელი სიაა, მაგრამ მათგან მხოლოდ გახმაურებულ მკვლელობს შეგახსენებთ: სადამ ჰუსეინი (ერაყი), მუამარ კადაფი (ლიბია), სლობოდან მილოშევიჩი (იუგოსლავია), შინძო აბე (იაპონია), იბრაჰიმ რაისი (ირანი), ზვიად გამსახურდია (საქართველო) და მრავალი სხვა. ისინი სწორედ ამერიკული „დემოკრატიული” ძალმომრეობის მსხვერპლნი არიან.

    ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტის წარმომადგენლები ყინჩად დადიან მსოფლიოში და დემოკრატიის ჩვრებში ხვევენ მათ მიერ ორგანიზებულ არეულობებს, ქაოსს, ფერად რევოლუციებს და სახელმწიფო გადატრიალებებს. ეს ძალები ახლა საქართველოში გეგმავენ მორიგ სახელმწიფო გადატრიალებას, რომლისთვისაც მათ მიერ გულუხვად დაფინანსებულმეხუთე კოლონას” (პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიასაშუალებები) იყენებენ. ამჯერად მათი სამიზნე 26 ოქტომბრის საპარლამენტო აჩევნებია. ზოგჯერ ისიც ხდება, რომ პოლიტიკური ძალადობის მექანიზმი, რომელსაც ამერიკელები ქმნიან და ეყრდნობიან, არცთუ იშვიათად ბუმერანგივით უბრუნდებათ. რამდენიც უნდა სცადონ, რომ ტრამპზე თავდასხმა რომელიღაც კერძო პირს დაბრალდეს, ფაქტია, ტერაქტის უკან ამერიკული სახელმწიფო განიხილება. მეტიც, ყოველივე ამით იკითხება ხელწერა სისტემისა, რომელიც სახელმწიფოზე მაღლა დგას. ვინც უნდა მოვიდეს ხელისუფლების სათავეში, დემოკრატი თუ რესპუბლიკელი, ლიბერალი თუ კონსერვატორი, ამ სახელმწიფოს ძალმომრეობითი და დეზინფორმაციული ხასიათი არ შეიცვლება, რადგან სისტემა პრეზიდენტზე, სპეცსამსახურებზე, პენტაგონსა და, თუ გნებავთ, კულისებიდან მმართველ ფარულ ძალაზე მაღლა დგას. უსამართლო სისტემაზე სამართლიანი ცხოვრების წესი ვერ აშენდება, დეზინფორმაციასა და ძალმომრეობაზე დემოკრატია ვერ დაფუძნდება, ადამიანის მიერ ადამიანის ექსპლოატაციაზე საზოგადოებრივი კეთილდღეობა ვერ აიგება. ეს არის თავი დ ათავი იმ ბინძური ამერიკული მოვლენებისა, რომლის შემზარავი ექო ჟამიდან ჟამამდე მთელ მსოფლიოს შეძრავს ხოლმე.

    დონალდ ტრამპი წინააღმდეგობაში არა მხოლოდ კონკურენტ პარტიასა და კონკურენტ კანდიდატთან, არამედ ამერიკულ პოლიტიკურ სისტემასა და ცხოვრების წესთან მოვიდა. ამერიკული სისტემა გლობალური ომის პარტიაა, რომელსაც მასშტაბური სამხედრო დაპირისპირების გარეშე არც განვითარება შეუძლია და არც არსებობა. პენტაგონი, სამხედრო სამრეწველო კომპლექსი და სპეცსამსახურები (ტრილიონიანი ბიუჯეტით) ის სამი მონსტრია, რომლებიც აშშის ძლიერებისა და იმავე დროს მისი უძლურების გარანტად გვევლინებ. ეს სამი მონსტრი უდიდესი სამხედრო ძალაა, რომელსაც მსოფლიოს დათრგუნვის ფუნქცია აკისრია, მაგრამ ეს ძალა განვითარების მამუხრუჭებელი ძალაცაა, ვინაიდან იგი თავიდან ბოლომდე უსამართლობაზე ორიენტირებული და სხვაგვარი შესაძლებლობისა და სხვანაირად ცხოვრების მუდმივად გამომრიცხავი ფაქტორია, ანუ ამერიკა ესაა!

    ამერიკა მშვიდობის მუდმივი ალტერნატივაა. იგი გლობალური ომის პარტიაა. ტრამპმა კი განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე უკრაინაში ომს შეაჩერებს. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი დაპირისპირებული აღმოჩნდა ამერიკულ სახელმწიფო მანქანასთან, რომელმაც მას ოპტიკური შაშხანიდან ესროლა და ყური მოაგლიჯა, მაგრამ ვერ შეაშინა. ტრამპის გასისხლიანებული სახე და შემართული მუშტი, რომლის შთამბეჭდავი ფოტოებით რამდენიმე წამში მთელი მსოფლიო მოიფინა, ამერიკული სისტემის თავზე აღმართული მუშტია, რომელიც ჯოჯოხეთის ამ იმპერიას, როგორც ჩანს, ისე შეაზანზარებს, რომ საფუძვლებს მოურყევს.

    იბრძოლეთ! – ამერიკელი ხალხისადმი ტრამპის ეს მოწოდება არა სხვა ვინმესთან, არამედ საკუთარ სახელმწიფოებრივ ბოროტებასთან, უკვე მრავალმხრივ კრიზისში შესულ სისტემასა და ძირგამომპალ იმპერიასთან ბრძოლისკენ მოწოდება იყო. ტრამპმა ამერიკელ ხალხს აჩვენა, რომ მას ვერც სახელმწიფოს რეპრესიული სისტემა აშინებს და ვერც სნაიპერის შაშხანიდან გასროლილი ტყვია. ტრამპი არა არჩევნებში გამარჯვებისკენ გარანტირებულად მიმავალ საპრეზიდენტო კანდიდატად, არამედ ამერიკელი ხალხის იმ ეროვნულ გმირად იქცა, რომელსაც დრომოჭმული სისტემის მარწუხებისგან მათი განთავისუფლება შეუძლია. დანარჩენი დროს მივანდოთ, რამდენიმე თვეში ამერიკა გათავისუფლდება კაცისგან, რომელიც, მძიმე სენისგან თავგზააბნეული, მოჩვენებასავით დაბორიალებს და ხან ერთ კარში გამოჩნდება, ხან მეორეში გაუჩინარდება, შემდეგ კი ირკვევა, რომ იმ კარიდან შემოსულა, რომლიდანაც უნდა გასულიყო და იმ კარიდან გასულა, რომლიდანაც უნდა შემოსულიყო. მის ადგილს ის პიროვნება დაიკავებს, რომელმაც (ტყვიანაკრავმა) უკვე აღმართა მუშტი ჯერ კიდევ ძლიერი, მაგრამ კრიზისებში ჩაფლული იმპერიის თავზე.

    ზნეობისგან დაცლილი და მომაკვდავი იმპერიის ხსნა მხოლოდ მას ძალუძს, ვინც მის გადასარჩენად კი არა, მის შესაცვლელად იბრძოლებს!

    ვფიქრობ, ამერიკის 45-ე პრეზიდენტსა და 47-ე პრეზიდენტობის კანდიდატს ეს არცთუ მარტივი ჭეშმარიტება ახლა უკვე ესმის. 

    ვალერი კვარაცხელია

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here