პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის დაკავების საქმეში პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ინფორმირებული არ იყო.
როგორც მან „საქართველო და მსოფლიოსთან“ საუბრისას განმარტა, კვირიკაშვილი არ არის იმ პოლიტიკური ძალის მქონე, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოს.
“ხელისუფლებას აქვს ილუზია, რომ ეს თემა დავიწყებას მიეცემა, მაგრამ ეს ის შემთხვევა არაა. ეს თემა ხელისუფლებისთვის ძალიან პრობლემატურია და მას აქვს გადაგორების ტაქტიკა არჩეული, თუმცა, ეს ევროპული პოლიტიკის ძალიან მიამიტი გაგებაა.
პრემიერს როდესაც ნიშნავდნენ მაშინაც არაფერს არ ეკითხებოდნენ და არც გადადგომას შეეკითხებიან. საზოგადოებაში მუდმივად არის ილუზია, რომ კვირიკაშვილი რაღაცას წყვეტს, ის არათუ ხელისუფლების, საკუთარ ბედსაც კი არ წყვეტს. ვინ ეკითხება კვირიკაშვილს გადადგომას. ამ ეტაპზე, მას არავინ არ გაწირავს, პირიქით, ხელისუფლება მუხთარლის მარგინალიზებას ახდენს ეროვნულ მოტივებზე და გადათამაშებას ცდილობს – თითქოს ჩვენს სახელმწიფოს შეურაცხყოფა მიაყენა.
ეს ადამინი დღსით, მზისით იქნა ნეიტრალიზებული ჩვენი ქვეყნის ტერიტრორიაზე და საზღვარიც იქნა გადაკვეთილი ჩვენი მხრიდან. არ მგონია, რომ ხელისუფლება მთლიანად ეჭვმიტანილია ამ საქმეში, მაგრამ ვიღაცა რომელსაც იმდენი გავლენა ჰქონდა, რომ მთელი ეს პროცედურები ისე ჩაეტარებინა, რომ შარში არ გახვეულიყო ფაქტია. ეს ვიღაცა უბრალო ოპერია თუ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირია ეს უკვე გამოძიების საგანია.
არც იმას არ გამოვრიცხავ, რომ კვირიკაშვილი საერთოდ ტყემალზე ზის და არაფერი იცოდა. მას ხომ არავინ არაფერს არ ეკითხება და მან რა ბრძანება უნდა გასცეს, კვირიკაშვილს ალბათ საკუთარი მდივანიც არ ემორჩილება. ამიტომ არასერიოზულია მიდგომა, რომ ქვეყანაში რამე კვირიკაშვილის ბრძანებით ხდება, ის არ არის ასეთი პოლიტიკური ძალის მქონე“,-განაცხადა ხუხაშვილმა.
რამ გაგაბოროტა გია ასე