Home ახალი ამბები “თბილისის მეტროს გვირაბებიდან ყოველდღიურად 25 ათასი ტონა წყლის ამოტუმბვა ხდება”

“თბილისის მეტროს გვირაბებიდან ყოველდღიურად 25 ათასი ტონა წყლის ამოტუმბვა ხდება”

თბილისის მეტროს გვირაბებიდან ყოველდღიურად 25 ათასი ტონა წყლის ამოტუმბვა ხდება – ამის შესახებ სააგენტო bpn.ge თბილისის სატრანსპორტო კომპანიაზე დაყრდნობით წერს. 

ის რაც არ იცით მეტროს შესახებ:
პირველ ხაზზე, რომელიც მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილის“ მიმართულებით მოძრაობს, მატარებელის მთლიანი მარშრუტის გასვლას ორივე მიმართულებით 60 წუთი (ერთი საათი) სჭირდება.

რაც შეეხება საბურთალოს ხაზს, ორივე მიმართულებით მატარებელს 30 წუთი (ნახევარი საათი) სჭირდება.

ამასთან, პირველი ხაზის სიგრძე 40 კილომეტრს შეადგენს, საბურთალოს ხაზის სიგრძე კი 17 კილომეტრია.

ყოველდღიურად პირველ ხაზზე მატარებლები საშუალოდ 400 კილომეტრს, საბურთალოს ხაზზე კი – 311 კილომეტს გადიან.

თბილისის მეტროს სადგურებში არსებული ყველა ესკალატორის საერთო სიგრძე 10 კილომეტრს შეადგენს.

რაც შეეხება თბილისის მეტროს გვირაბების სიგრძეს, ის 53,7 კილომეტრს შეადგენს, ამაში შედის დამხმარე გვირაბები და ჩიხებიც.

ყველაზე ღრმა მეტროსადგური “რუსთაველია”, რომელიც 60 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.

მეტრო წელიწადში საშუალოდ 65 მილიონ კვტ.სთ დენს ხარჯავს.

თბილისის მეტროს გვირაბებიდან ყოველდღიურად 25 ათასი წონა წყლის ამოტუმბვა ხდება.

თბილისის მეტრო ექსპლუატაციაში 1966 წელს შევიდა და მას შემდეგ დაახლოებით 600 000 მგზავრს ემსახურება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here