Home ახალი ამბები საქართველო სოზარ სუბარი კელი დეგნანზე: მისგან პირველად მოვისმინეთ მკაფიოდ, რომ აშშ საქართველოს სახელმწიფოს...

სოზარ სუბარი კელი დეგნანზე: მისგან პირველად მოვისმინეთ მკაფიოდ, რომ აშშ საქართველოს სახელმწიფოს ომში ჩართვისკენ არ მოუწოდებს, რაც კარგი იყო, თუმცა მან თქვა, რომ მსგავსი მოწოდება მისი მხრიდან არასდროს გაჟღერებულა, რაც სიმართლე არ არის

109

ბევრ კითხვაზე არ გვაქვს პასუხი მიღებული, მაგრამ ერთ კითხვაზეც თუ გასცემს პასუხს [კელი დეგნანი] ისევე მკაფიოდ, როგორც დღეს თქვა, კარგი იქნებოდა. როდესაც ჩემმა კოლეგამ, მიხეილ ყაველაშვილმა დასვა კითხვა, შემთხვევით ხომ არ იყო აკერმანის შეკრებაზე ბაკურიანში, ამაზეც თუ მივიღებთ პასუხს, ესეც ძალიან საინტერესო იქნებოდა, თუმცა ეს აკერმანის შეკრება და ის რევოლუციური მოწოდებები რომ არ დაგმო, ეს ცალკე პრობლემაა, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, კელი დეგნანმა „იმედთან“ ინტერვიუში თქვა, რომ პირადად მისი მხრიდან ომში ჩართვაზე მოწოდება არასდროს არ გაჟღერებულა, რაც არ არის სიმართლე.

„კარგი იყო თავისთავად ის ფაქტი, რომ ელჩი მოვიდა „იმედში“ და დაარღვია ის სამწუხარო ტრადიცია, როდესაც მიდიოდა მხოლოდ იმ არხებზე, რომლებიც რევოლუციისა და ხელისუფლების შეცვლის ქადაგებით არიან დაკავებული. შემდეგი ნაბიჯი თუ იქნება, რომ ვთქვათ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანელებს დაპატიჟებს იმ მედია მფლობელებთან ერთად, რომლებიც ძირითადად სახელს ითქვამენ იმით, რომ პარლამენტში იჭრებიან და იქ ცდილობენ რევოლუციის მოწყობას, ან თვითონ საელჩოს ტერიტორიაზე აწყობენ პროვოკაციას, ეს იქნება მეორე კარგი ნაბიჯი. შემდეგი ნაბიჯი თუ ის იქნება, რომ შეხვედრებზე საელჩოში როდესაც პატიჟებს პოლიტიკურ ძალებს და პატიჟებს იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსაც, რომლებიც კონსტრუქციულად თანამშრომლობენ მაგალითად საქართველოს საარჩევნო კოდექსის კიდევ უფრო გაუმჯობესებაში, ცდილობენ საქართველოს კანონმდებლობის კიდევ უფრო დახვეწაში მონაწილეობას და ევროპულ სტანდარტებთან მისადაგებას, თუკი დაპატიჟებს იმ საპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც თანამშრომლობენ ხელისუფლებასთან, რომ ევროკავშირში გაწევრიანების 12 პუნქტიანი გეგმა შესრულდეს და არ დაპატიჟებს მხოლოდ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, რომელიც გამოირჩევა იმით, რომ მოწოდებებს აკეთებს სახელისუფლებო შენობების შტურმით აღებისა და ხელისუფლების დამხობისკენ, ეს იქნება უკეთესი.

რაც შეეხება პასუხებს, პირველად მოვისმინეთ მისგან ასე მკაფიოდ, რომ პირადად ის და ამერიკის შეერთებული შტატები არ უჭერენ მხარს და არ მოუწოდებენ საქართველოს სახელმწიფოს ომში ჩართვისკენ, ეს იყო კარგი, თუმცა იქვე მან თქვა, რომ პირადად მისი მხრიდან მსგავსი მოწოდება არასდროს არ გაჟღერებულა, რაც არ არის სიმართლე. მე არ ჩავაყენებ უხერხულ მდგომარეობაში საქართველოს ხელისუფლების იმ მაღალი თანამდებობის პირებს, რომელთა კაბინეტებშიც ეს მოწოდებები არაერთხელ ითქვა და ითქვა დაჟინებით, მაგრამ ეს არის სიმართლე, მე ამის დამტკიცებაც შემიძლია და აქ დავამთავრებ. ბევრ კითხვაზე არ გვაქვს პასუხი მიღებული, მაგრამ ერთ კითხვაზეც თუ გასცემს პასუხს ისევე მკაფიოდ, როგორც დღეს თქვა, კარგი იქნებოდა. როდესაც ჩემმა კოლეგამ, მიხეილ ყაველაშვილმა დასვა კითხვა, შემთხვევით ხომ არ იყო აკერმანის შეკრებაზე ბაკურიანში, ამაზეც თუ მივიღებთ პასუხს, ესეც ძალიან საინტერესო იქნებოდა, თუმცა ეს აკერმანის შეკრება და ის რევოლუციური მოწოდებები რომ არ დაგმო, ეს ცალკე პრობლემაა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

imedinews.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here