Home ახალი ამბები მსოფლიო სომხეთის პარლამენტში განაცხადეს, რომ რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობა მუდმივი არ არის

სომხეთის პარლამენტში განაცხადეს, რომ რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობა მუდმივი არ არის

სომეხმა დეპუტატმა არსენიანმა იწინასწარმეტყველა თურქეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის გარეშე

99
სომხეთის პარლამენტში განაცხადეს, რომ რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობა მუდმივი არ არის

სომხეთში რუსული სამხედრო წარმომადგენლობა მარადიული არ არის, ამის გარეშე სომხეთი თურქეთისთვის მეზობელი გახდება, რომელიც არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, – განაცხადა სომხეთის პარლამენტის წევრმა მმართველი ფრაქციადან „საზოგადოებრივი კონტრაქტი“ გურგენ არსენიანმა.

არსენიანმა სომხეთში რუსული სამხედრო წარმომადგენლობა დაუკავშირა „სახელმწიფოებრიობის შექმნის პირველი წლების ცივილიზაციურ შეხედულებებს“. მისი თქმით, ეს წარმომადგენლობა „მარადიული არ არის“, რადგან სომხეთი მუშაობს მეზობელ ქვეყნებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების პლატფორმის შექმნაზე, – იუწყება „რია ნოვოსტი“ news.am-ზე დაყრდნობით.

მას მიაჩნია, რომ რუსი სამხედროები, შესაძლოა, დარჩნენ, მაგრამ „ეს აღარ იქნება მნიშვნელოვანი”, რუსული ჯარები „აღარ იქნებიან ნომერ პირველი ბარიერი საფრთხეების წინააღმდეგ“. მისი აზრით, „ეს დრო ახლოვდება სომხური პოლიტიკური აზროვნების განვითარების პარალელურად“.

როგორც არსენიანმა განაცხადა, 1990-იან წლებში სომხეთის ხელისუფლება თურქეთს ეგზისტენციალურ საფრთხედ მიიჩნევდა, ხოლო რუსეთის ჯარს – მისგან დაცვად. არსენიანი კი ამტკიცებს, რომ „თურქეთის საზღვარზე რუსული სამხედრო წარმომადგენლობის მიზანი არ არის სომხეთის შენარჩუნების ფუნქცია, არამედ თურქეთის წინააღმდეგ მიმართული მუქარა“. არსენიანი მიიჩნევს, რომ თურქეთი „არასოდეს დამუქრებია“ სომხეთს დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ.

მან განაცხადა, რომ სომხეთი, რუსული ჯარების გარეშე, „იქცევა ქვეყანად, რომელიც აღარ წარმოადგენს საფრთხეს, მათ შორის თურქეთისთვის“. შედეგად, მისი თქმით, სომხეთი „გადაიქცევა მეზობლად, რომელიც არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის როგორც ამ ქვეყანას, ასევე საქართველოს ან ირანს, და ამ შემთხვევაში შეწყდება რუსული პარადიგმის გამოვლინებები“.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან კონფლიქტის შედეგად, სომხური მხარე დათანხმდა მისთვის გადაეცა ქელბაჯარის რაიონი (ქარვაჭარი), აღდამის რაიონი და ლაჩინის (ქაშათაღი) რაიონი. აზერბაიჯანმა ასევე შეინარჩუნა ყარაბაღის სამხრეთი და შუშა. ამ კონფლიქტში აზერბაიჯანი თურქეთის მხარდაჭერით სარგებლობდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here