Home ახალი ამბები საქართველო „სირცხვილიას“ აქტივისტმა შოთა დიღმელაშვილმა აქციაზე შეკრებილებს სამოქმედო გეგმა გააცნო

„სირცხვილიას“ აქტივისტმა შოთა დიღმელაშვილმა აქციაზე შეკრებილებს სამოქმედო გეგმა გააცნო

32

ახალი სახალხო მოძრაობის „შინ ევროპისკენ“, აქტივისტმა, შოთა დიღმელაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს სამოქმედო გეგმა გააცნო.

„ეს არის ქართველი ხალხის მოთხოვნა, დათქმა, პირობა, ბოლო მკაცრი ამოთქმა, რაც გინდათ, ის დაარქვით: გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის 12-ვე რეკომენდაციას შეასრულებს, სანამ ზამთარი მოვა. ჩვენ ვაძლევთ ხელისუფლებას ვადას. მათ აქვთ ერთი კვირა, რათა გადააყენონ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა და შეასრულონ მეორე პირობაც. თუ ბიძინა ივანიშვილი ყურად არ იღებს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ კიდევ უფრო მეტნი მოვალთ და დავანახებთ მათ ქართველი ხალხის რისხვას, რომელიც ჯერ კიდევ არ უნახავთ. მანამდე ჩვენ მივალთ ყველასთან, ყველა უბანში, ქალაქსა თუ სოფელში. 3 ივლისამდე ჩვენ ვივლით და დავარწმუნებთ ადამიანებს, სად სუფევს საქართველოს ხსნა. ყველა ერთად ავირჩევთ საქართველოს ხსნის გზას ოლიგარქის გარეშე. 3 ივლისს წამოვალთ ყველა ქალაქიდან და სოფლიდან და ავზვირთდებით თბილისში, პარლამენტის წინ და დავრჩებით აქ, არ დავიშლებით, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია“, – განაცხადა დიღმელაშვილმა.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here