უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების შემდეგ საქართველოსა და მის ხელისუფლებას გამუდმებით თავს ესხმის ე.წ. გლობალური ომის პარტია, რომელიც გვიწუნებს დემოკრატიას, რომელმაც გაურკვეველი ვადით შეაჩერა საერთაშორისო სამხედრო სწავლება “ღირსეული პარტნიორი” და იმ დროს, როდესაც ჩვენი ქვეყანა უამრავი გამოწვევის წინაშე დგას, ქართული ჯარისთვის გამოყოფილი დახმარება _ 30 მლნ დოლარი ე.წ. სამოქალაქო სექტორს _ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას _ გადასცა…
საქართველოში გლობალური ომის პარტიის ქმედებებზე ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე გვესაუბრება:
_ გასაგები მესიჯია ის, რომ ქართული ჯარისთვის განკუთვნილი თანხა გიგაურსა და ლომჯარიას გადასცეს _ მდიდარ არასამთავრობოებს. ,,გლობალური ომის პარტიას’’ ეს კეთილი განზრახვით არ გაუკეთებია. მთავარია, რომ თვითონ არასამთავრობოებს პრეტენზია არ გამოუთქვამთ: ფული ჩვენ კი არა, ჯარს მიეცით, ქვეყანა საომარ მდგომარეობაშიაო…
ქართული არასამთავრობოების დიდი ნაწილი და ე.წ. გლობალური ომის პარტია ერთი გუნდი რომ არის, კიდევ ერთხელ თვალნათლივ დავინახეთ. ამერიკელები ფიქრობენ, რომ “ლომჯარიები” უფრო მნიშვნელოვანნი არიან საქართველოსთვის, ვიდრე დაკარგული ტერიტორიები.
_ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების მიუხედავად, კიდევ მოხდება არასამთავრობო ორგანიზაციების გაუმჭვირვალედ დაფინანსება?
_ კანონი უნდა ამოქმედდეს. ეს კანონი კარგი იმით არის, რომ, თუ აქამდე ჩუმად ხდებოდა ფულის გადაცემა, დღეს საჯაროდ თქვა დასავლეთმა, ფულს ვის და რამდენს გადასცემს. ჩვენ დავინახეთ, რომ დასავლეთის არმია “ლომჯარიები” არიან, მათი მეხუთე კოლონა. ასეთი კოლონები ყველგან ჰყავთ. უკრაინაში არასამთავრობოების წარმომადგენლები, რომლებსაც დასავლეთი აფინანსებს, ჯარში, უფრო ზუსტად, ომში არ უნდა გაიწვიონ _ ასე განაცხადეს დასავლეთმა და ამერიკამ. ეს სამშობლოს ღალატია აქაც, უკრაინაშიც და ყველგან, სადაც უცხოეთიდან დაფინანსდებიან არასამთავრობოები. ხელისუფლების მიზანი იყო, რომ ფული, რომელიც შემოდიოდა, გამჭვირვალედ დახარჯულიყო, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონიც ამისთვის მიიღეს. ახლა გამოჩნდება ფული რაში დაიხარჯება, ხელისუფლება კი აღკვეთს საფრთხეს.
_ აშშ–ში პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს ესროლეს… ჩვენ დემოკრატიას გვიწუნებს ამერიკა, თვითონ კი პრეზიდენტებსა და პრეზიდენტობის კანდიდატებს ესვრიან და ხშირად კლავენ კიდეც…
_ ამერიკის ხელში სიტყვა დემოკრატია იარაღად იქცა. იმედი მაქვს, დრო ყველაფერს ნათელს მოფენს, ახალი არჩევნები შეცვლის გარემოს… თუ რამე არ შეიცვლება, დღევანდელ ამერიკასთან ჩვენ ვერ ვიმეგობრებთ…
მას შემდეგ, რაც გამჭვირვალობის კანონის „რუსულად“ მონათვლისა და ხალხის გაბრიყვების გზით რევოლუციური გადატრიალების მცდელობა ჩაიშალა, ოპოზიციამ მსოფლიოს ლიბერასტული მმართველობა ჩართო საქართველოს ხელისუფლების დამხობის „წმინდათაწმიდა“ საქმეში. და დაიწყო გაუთავებელი განცხადებები, მუქარები, ვიზიტები, ქართველი ხალხის დამუნათება: აი, თქვენ ევროპაში რომ გინდათ, ეს ხელისუფლება გიშლით ხელს, გამოფხიზლდით, არჩევნებზე იაქტიურეთ, ხმა მიეცით ოპოზიციას, შეცვალეთ ხელისუფლება და თქვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს _ ევროკავშირშიც გაგეხსნებათ გზა, არც დახმარების სხვადასხვა პროგრამა გაგიუქმდებათ, ახალი მრავალმილიონიანი დახმარებებიც წამოვა და ამერიკაში სავიზო რეჟიმიც გაგიმარტივდებათო.
რომ არ ხუმრობენ და სერიოზულად არიან მომართულნი ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ, ამის დასადასტურებლად აშშ-ისა და ევროპის წამყვანი სახელმწიფოების ძალიან მაღალი თანამდებობის პირებმა ერთი მეორის მიყოლებით სრულიად არაორაზროვნად, არადიპლომატიურად და თავხედურად მოითხოვეს საქართველოს ხელისუფლებისგან: შეცვალეთ თქვენი რიტორიკა და არადემოკრატიული ქმედებები, თორემ „ცულს მოვიტანთ ცუნცულასა“-ო. მართალია, ვერ აკონკრეტებენ, რა არის ეს „არადემოკრატიული“ ქმედებები, გარდა მათ მიერ „რუსულად“ შერაცხილი გამჭვირვალობის კანონისა, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან საქართველოს ხელისუფლების მიმართ მათი პოლიტიკა დამყარებულია მხოლოდ ერთადერთ რამეზე, რასაც პირობითად შეიძლება მგლისა და კრავის ამბავი ვუწოდოთ. მგლისთვის არ აქვს მნიშვნელობა კრავის მოთქმას: „შენ ზევითა ხარ, მე _ ქვევით, როგორ აგიმღვრევ წყალსაო?!“ მათი პასუხი ასეთია: „მომწყინდა შენი ბღავილი, ხმა ჩაიკმინდე ჩქარაო, შენი ჩაკვრეხა რომ მნებავს, მიზეზად ისიც კმარაო!“
და ვისმენთ პირდაპირ მუქარას, რა შავბნელი მომავალი შეიძლება გაუთენდეს საქართველოს, თუ ოქტომბერში ხალხი ხელისუფლებას არ შეცვლის და დასავლეთის მიერ „დემოკრატიის შუქურად“ მიჩნეულ ნაცებს არ დააბრუნებს ქვეყნის სათავეში.
გარედან მაღალ ხმაზე შესრულებულ ამ გადმოძახილებს შიგნით ბანს აძლევენ მათივე დაფინანსებულ-გაქსუებულ-გათავხედებული ე. წ. არასამთავრობოები (სინამდვილეში პოლიტიკური პარტიების დანამატები), რომლებიც სიხარულით აჭყლოპინდნენ, როდესაც შეიტყვეს, რომ ქართული ჯარისთვის გამოყოფილი 30 მლნ დოლარი სამხედროების ნაცვლად არასამთავრობოებს გადაეცემა, თუმცა ეგ რა გასაკვირია, როდესაც სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად წოდებული პრეზიდენტიც დიდი სიხარულით შეხვდა ამ ამბავს.
მოკლედ, გარედან და შიგნიდან შეხმატკბილებულად მოქმედი საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ძალების აზრით, ფოჩიანი კანფეტების დაპირებებითა თუ შავბნელი მომავლით დაშინებით ისე მოახერხეს ადამიანების დიდი ნაწილის ტვინების გამორეცხვა, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი უარს იტყვის სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხზე და აირჩევს დასავლეთისათვის „დემოკრატიის შუქურად“ სახელდებულ ნაცების სისხლიან რეჟიმს და მათ ანასხლეტებს.
მაგრამ ჩვენს „დაუძინებელ მეგობრებსა“ და მათ აგენტებს ამჯერადაც დიდი იმედგაცრუება ელით, რადგან ქართველი ხალხის უმრავლესობა კარგად ხვდება ტყუილსა და ფარისევლობას. ის ყოველთვის მწვავედ რეაგირებს უსამართლობაზე და საბოლოოდ, სწორ არჩევანს აკეთებს; მით უმეტეს მაშინ, როდესაც მეორადი მოხმარების სახით შემოთავაზებული ნაცებისა და მათი ანასხლეტების მმართველობის ფორმები და მეთოდები ჯერ კიდევ არ გამქრალა ხალხის მეხსიერებიდან.
ხანდახან შეიძლება მთელი ხალხი მოატყუო, როგორც ეს მოხდა 2003 წელს, მუდმივად _ ხალხის ნაწილი, როგორც ეს ხდება დღეს, მაგრამ მთელი ხალხის ყოველთვის მოტყუება შეუძლებელია.
ამიტომაც არ აქვს ოპოზიციას გამარჯვების შანსი 26 ოქტომბრის არჩევნებში.
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი