Home ახალი ამბები საქართველო მხოლოდ ქართველ „ნაცებს“ შეუძლიათ ასეთი გამორჩეული სიყვარული

მხოლოდ ქართველ „ნაცებს“ შეუძლიათ ასეთი გამორჩეული სიყვარული

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებთან კამათს აზრი არა აქვს – რაც არ უნდა ფაქტები გადმოულაგო, მაინც ვერაფერს გახდები, ყველას ერთი და იგივე პასუხი აქვს გამზადებული: ეს მიშას არ გაუკეთებია, ტყუილია, აბრალებენ, ეს დადგმულია, მონტაჟია და ა.შ. ასობით ნაწამები და წამებით დახოცილი ადამიანის  ფოტოები რომც დაუდო წინ, ან სიკვდილს გადარჩენილი, ბიზნეს და ქონება წართმეულების, ციხეგამოვლილების სასამართლოში მიცემული ჩვენებები, აზრს ვერ შეაცვლევინებ.  ბევრჯერ მიცდია, მაგრამ ყოველთვის უშედეგოდ, თითქმის უშედეგოდ. არგუმენტების არქონის გამო ბოლოს მთხოვდნენ: კარგი, აღარ გვინდა, ნუღარ გავაგრძელებთ ამაზე კამათსო. ვნებდებოდი, რადგანაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, დავკარგავდი ზოგიერთ ძალიან დიდი ხნის მეგობარს ან  ნათესავს. ეს კი არცერთ მხარეს არ გვსურდა, ცხადია.

მიუხედავად ამისა,  უნდა ითქვას, რომ პოლიტიკურ თემებზე პოლემიკისგან თავის შეკავებამ, სამწუხაროდ,  მაინც გამოიღო თავისი უარყოფითი შედეგი იმ მხრივ, რომ კონტაქტები (უშუალო თუ ტელეფონით) უფრო იშვიათი და ხანმოკლე გახდა, რაც სავსებით ახსნადია: შევარდნაძის მოშორების შემდეგ, აგერ 20 წელია ქალია თუ კაცი, ახალგაზრდა თუ ასაკოვანი, შეიძლება ითქვას, ყველას სასაუბრო თემა პოლიტიკაა, ანუ არ არსებობს საუბარი პოლიტიკური ამბების ჩართვის გარეშე. ჯერ მარტო „ნაცებზე“ ვლაპარაკობდით პირველი 10 წელი, მეორე 10 წელი კი – ორივეზე, „ნაცებზეც“ და „ქოცებზეც“, ე.ი. სალაპარაკო არეალი ორჯერ გაიზარდა (რომ არაფერი ვთქვათ მსოფლიოში მიმდინარე უაღრესად მნიშვნელოვან მოვლენებზე)! ბოლო წლებში კოვიდმაც დიდად შეუწყო ყველაფერ ამას ხელი – კონტაქტები აგვიკრძალეს, ტელეფონით საუბარი კი კოვიდის და, განსაკუთრებით, კოვიდვაქცინაციის თემაზე, ისევე, როგორც პოლიტიკურ თემაზე, საზოგადოების გახლეჩის და დაპირისპირების ახალი მიზეზი გახდა. ჰოდა, როცა შენი მეგობარი ან ნათესავი სხვა პლატფორმაზე დგას და ერთმანეთთან ტკბილად დაწყებულ საუბარს ბოლოში დაპირისპირებამდე მიყავხარ, რისი სურვილიც არც ერთს გაგაჩნია და არც – მეორეს, ბუნებრივია, საუბარიც მალე სრულდება და, ურთიერთობაც ნელ–ნელა, გვინდა ჩვენ ეს თუ არა, მაინც ცივდება.

ჩვენგან განსხვავებით, ეს ძალიან ახარებს სწორედ  იმ ძალებს, ვისი ინიციატივითაც იწყება ომები, ეწყობა რევოლუცია–გადატრიალებები და, რომელთა მიზანიც, თითქმის უკვე მიღწეულ მსოფლიო ბატონობასთან ერთად, დეპოპულაციაც არის – სხვადასხვა მეთოდით კაცობრიობის შვიდი მილიარდით შემცირება! ამ მეთოდებიდან უმთავრესი და უსაშინელესი გახლავთ ორი – განუწყვეტელი და მზარდი რაოდენობის ნაძალადევი ვაქცინაციის გზით ადამიანების დასნებოვნება ცნობილი თუ ახალი დაავადებებით და, რაც მთავარია, შობადობაზე(!) ზემოქმედებით, ანუ ხელოვნურად გამოწვეული სტერილობის გზით!

ყოველივე ეს არაფერია იმ ინფორმაციასთან შედარებით, რომელიც  ახლახან გავრცელდა. დაუჯერებელია, მაგრამ ბილ გეიტსის მიერ დაფინანსებული ბიოლაბორატორია ადამიანების ასაცრელად (მათი თანხმობის გარეშე!) ქმნის ვაქცინას, რომელიც ვრცელდება, როგორც ვირუსი! ამ, „თვითგავრცელებადი  ვაქცინით“ აცრილი ღამურები პასიურად ავრცელებენ ვაქცინას სხვა ღამურებში და, თანდათანობით „ცრიან“ მთელ კოლონიას! გენებზე მოქმედი და ათასი უბედურების გამომწვევი უკვე არსებული ვაქცინები აღარ აკმაყოფილებს ბილ გეიტსს და მის საძმოს, ახლა ისეთი რამ მოიფიქრეს, რომელიც მხოლოდ დეპოპულაციაზე მაფიქრალ კაცს თუ მოუვა  თავში აზრად!

საწყის თემას მივუბრუნდეთ.ერთი სიტყვით, ურწმუნოს მორწმუნეს გახდი და დღეში 2–3 კოლოფი სიგარეტის მწეველ ადამიანსაც უფრო ადვილად გადააჩვევ მოწევას, ვიდრე   „ნაცმხარდამჭერს“ მოუხერხებ რამეს – შეაყარე კედელს ცერცვი, წყლის ნაყვაა ყველაფერი! სულ იმაზე ვფიქრობდი, რა იყო ის მთავარი მიზეზი, რამაც ასე  წაართვა ამ ხალხს ლოგიკური აზროვნების უნარი,  მაგრამ ვერა და ვერ მივაგენი პასუხს და, ამიტომ ხშირად მინატრია კიდეც: ერთი ამათ თავში ჩამახედა–მეთქი! არა, მე იმ „ნაცებს“ და მათ იმ მხარდამჭერებს არ ვგულისხმობ, რომლებიც მატერიალურად კარგად სარგებლობენ თავიანთი „ნაცური“აქტიურობით, არც იმ გაჭირვებულ ხალხს, ვინც მცირედი გასამრჯელოს  გულისთვის თანხმდება „ნაცების“ საპროტესტო აქციებში მონაწილეობს და, ცხადია, არც იმ პარტაქტივს თუ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც (ერთნიც და მეორენიც) უხვად ფინანსდებიან დასავლეთის გარკვეული წრეების და საქართველოდან გაქცეული (ნაწილობრივ კი აქ დარჩენილი) იმ „ნაცების“ მიერ, რომლებმაც ასეულობით მილიონი, ზოგმა კი რამდენიმე მილიარდიც(!) იშოვა ხაზინაში ხელების ფათურით (სახელმწიფოს მიერ აღებული სესხების „ოპტიმალური“ განაწილებით), იარაღით ვაჭრობით და შეძლებული ადამიანების უძრავი ქონების თუ ბიზნესის მითვისებით! არც იმათ ვგულისხმობ, ერთ დროს „ქართული ოცნების“ წევრებსა და მხარდამჭერებს,რომლებმაც,„ოცნებაზე“ განაწყენებულებმა (რისი საფუძველიც ჰქონდათ!), ცალკე მოძრაობა ან პარტია კი არ ჩამოაყალიბეს, არამედ,  „ნაცმოძრაობას“ მიეკედლენდა სააკაშვილ–უგულავა–ბოკერია–ოქრუაშვილ–მელია–ვაშაძე–ნათელაშვილ–ხოშტარია–სამადაშვილ–დეკანოიძე–ხერხეულიძე–ებთან გვერდიგვერდ მიუსხდნენ მაგიდას, ხოლო გულის მოსაოხებლად კი გვარამიასთან გაიქცნენ მთავარ არხზე. ამათი „ნაცობის“ მიზეზი ასე თუ ისე, გასაგებია, მაგრამ მე ის პატიოსანი ხალხი მყავს მხედველობაში, ვისაც ყოველდღიური დეზინფორმაციით შეუქცევადად  გადაუბრუნეს ტვინი და, ასეთი ხალხი არც  ისე ცოტაა!

იგრძნეს თუ არა, რომ საფრთხემ გადაიარა („ქართულ ოცნებაზე“ გარედან ზეწოლით თუ „ნაც-ქოცების“ ურთიერთგარიგებით, რაც 2013 წლიდან დაიწყო, „ოცნების“ პირველივე პარლამენტის სხდომიდან), როცა  „ოცნების“  უსუსურობაშიც დარწმუნდნენ და დასავლეთის აშკარა მხარში დგომაც იგრძნეს,  „ნაცბანდის“ ლიდერებმა  ნელ–ნელა თავი წამოყვეს და ნიშნის მოგებით ხმამაღალი განცხადებების გაკეთებაც იწყეს: „ამდენი დანაშაული თუ გვაქვს ჩადენილი, მაშინ რატომ არ გვიჭერთ, რატომ არ გვასამართლებთო“! აი, ამაში კი ნამდვილად ვერ შეედავები მათ, აბსოლუტურად სწორი კონტრარგუმენტია! თავის დროზე რომ მიეხედა „ქართულ ოცნებას“ “ნაცმოძრაობისთვის“ და დამსახურებისამებრ  საკადრისიც მიეზღო, დღეს ამდენი პრობლემა არ შეგვექმნებოდა. იმ უამრავ და უმძიმეს  დანაშაულთან შედარებით, რაც სააკაშვილს და მის რეჟიმს აქვს ჩადენილი ქართული სახელმწიფოს და ქართველი ერის წინაშე, „პიჯაკების საქმედ“ ცნობილ   ხაზინიდან ფულის ფლანგვის, საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის  და მკვლელების შეწყალების საქმეებზე მისი გასამართლება, ცხადია, სათვალავში არც არის ჩასაგდები მაშინ, როცა ნაცმოძრაობა, როგორც დამნაშავე რეჟიმი, სამუდამო აკრძალვას იმსახურებს, ხოლო მისი ლიდერები– მაქსიმალურ სასჯელს! მათთვის  რამდენიმეწლიანი პატიმრობა (ისიც, – მხოლოდ რამდენიმე კაცის), როცა ნაქურდალ-მიტაცებული ქონება შერჩათ და, სასჯელის მოხდაც კომფორტულ საპატიმროში, ლამის სანატორიულ პირობებში უწევთ (და, არა ისეთში, როგორშიც თავად ამყოფებდნენ, როცა ხმამაღლა ლაპარაკისთვის ან გაცინებისთვის მთელ საკანს სასტიკად უსწორდებოდნენ, როცა სისტემატურად შეურაცხყოფდნენ და აწამებდნენ, როცა ტუალეტის ქაღალდიც კი არ გააჩნდათ და 5-ადგილაინ საკანში 25 კაცი იყო გამომწყვდეული, როცა …), ეს   ხსნაა მათთვის, მეორედ დაბადება!

ამიტომ ვუბრუნდები დეზინფორმაციული ხრიკებით  გონებადაბინდულებს, მათ მინდა სხვაგვარად მივმართო და, გამოვიყენო ერთი, სკოლის ასაკიდან კარგად ცნობილი, გეომეტრიული თეორემების დასამტკიცებლად მიღებულიმაგიური სიტყვა –  „დავუშვათ“.

დავუშვათ, რომ მიშას და „ნაცრეჟიმს“ კარგის მეტი არაფერი უკეთებია 9 წლის მანძილზე (და არც ახლა აკეთებს!), რომ არც წამებას, არც მკვლელობებს, არც სისხლიან დარბევებს, არც უძრავ-მოძრავი ქონების, ბიზნესის „ახევას“, არც ვერტმფრენიდან მძინარე ოჯახის ჩახოცვას, არც ნარკოტრაფიკს, არც აგვისტოს ომში მშვიდობიანი მოსახლეობის გაწირვას, არც აფხაზეთის და სამაჩაბლოს დე იურე დაკარგვას, არც გარეჯის გასხვისებას, საერთოდ არაფერს უარყოფითს ადგილი არ ჰქონია! კეთილი და პატიოსანი, მაგრამ მაშინ  მხოლოდ ერთ კითხვაზე გაგვცენ პასუხი: როგორ აღიარებენ ლიდერად, როგორ „მიყვებიან საფლავში“ისეთ „კაცს“ და ითხოვენ მის განთავისუფლებას, რომელმაც როგორც პრეზიდენტობის, ისე  შემდგომ წლებში თავისი სამარცხვინო საქციელით თავი მოგვჭრა ვაჟკაც, მებრძოლ ერად ცნობილ, სახელის მოხვეჭასა  და სტუმარ–მასპინძლობის ფილოსოფიაზე გაზრდილ  ქართველ ერს, როცა:

პირველი: 2008 წლის აგვისტოში,  გაგანია ომის დროს ჩვენს დასახმარებლად  საფრანგეთიდან ჩამოსული, მის გვერდით მდგომი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერიისე მიატოვა და მოკურცხლა  რუსეთის თვითმფრინავის უბრალო გუგუნით დამფრთხალმა ჩვენმა ორმეტრიანმა „ვაჟკაცმა“,რომ უკან არც მოუხედავს; სტუმარი, რომელსაც იგი წესით უნდა გადაფარებოდა კიდეც დაბომბვის შემთხვევაში, არც გახსენებია! ისტორიას შემორჩა თავისმომჭრელი ორი ფოტოსურათი – დახვავებული ჯავშანჟილეტებიდან და გადაფოფრებული დამცველების  შუაგულიდან თავამოყოფილი საქართველოს პრეზიდენტის  დამფრთხალი ფიზიონომია და მისი „გულადობით“  გაოცებული, მარტოდ დარჩენილი სტუმრის სახე. მთელი ერის შემარცხვენელი მსგავსი მაგალითი საქართველოს ისტორიამ არ იცის!

მეორე: როცა ნარკოტიკით გაბრუებული, მახათას მთაზე საქართველოს უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქისთვის განკუთვნილ სავარძელში ჩაესვენა ამღვრეული თვალებით!

მესამე: როცა უცხო სახელმწიფოს, უკრაინის ერთ–ერთი ოლქის (ოდესის) გუბერნატორის სავარძლის დასაკავებლად საკუთარი ქვეყნის – საქართველოს მოქალაქეობაზე თქვა უარი!

მეოთხე: როცა, უკრაინის დედაქალაქ კიევში, მოსალოდნელი დაპატიმრების შიშით დამფრთხალი შენობის სახურავზე დარბოდა გიჟივით (იმჟამინდელმა უკრაინის მთავრობამ  შეცდომა დაუშვა – ხელი არ უნდა ეხლო მისთვის, სახურავზე უნდა დაეტოვებინა)!

მეხუთე: როცა რძის პროდუქტებით დატვირთულ ტრაილერში თუ კონტეინერში დამალული შემოიპარა საქართველოში!

მეექვსე: როცა ლამის ორი თვე „იშიმშილა“ და  მაინც არაფერი დაეტყო გარეგნულად (ხბოს პაშტეტებიან დიეტაზე მჯდომს) და, როცა  აშკარა  სიმულანტია  (რაშიც პირადი ვაი-ექიმების ხელიც ურევია, რომლებმაც აუცილებლად უნდა აგონ პასუხი)!

კიდევ შეიძლება პრეზიდენტის მიერ ჩადენილი სხვა „საგმირო“ საქმეების ჩამოთვლა, მაგრამ ამ კაცის სრულყოფილი პორტრეტის შესაქმნელად ესეც საკმარისია. რაც მთავარია, ვერავინ ვერ იტყვის, რომ ეს არ მომხდარა, რომ ასე არ იყო, რომ ფაქტები დამახინჯებულია ან გაზვიადებული, რომ ადგილი ჰქონდა მონტაჟს და ა.შ.

ჰოდა, ჩემო ტვინნაღრძობო ნაცებო და ნაცების  ტვინგადაბრუნებულო მხარდამჭერებო, როგორ გგონიათ, განა  შეიძლება ასეთი შემარცხვენელი ქმედებების ჩამდენი, ასეთი ფსიქიკის მქონე, ასეთი „პატიოსანი“, „მამაცი“და „პატრიოტი“ ადამიანის ლიდერობა სურდეს ან, უბრალოდ, პატივისცემა ჰქონდეს ნორმალურ ადამიანს სადმე?! არსად და არავის!ეს ქართული ფენომენია, ასეთი გამორჩეული სიყვარული მხოლოდ ქართველ „ნაცებს“შეუძლიათ!

იაკობ ლეჟავა 3 აგვისტო, 2022 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here