მამუკა კარტოზია: საქართველოს სჭირდება ახალი “გეორგიევსკი” _ ახალი კავშირი ორი დამოუკიდებელი ქვეყნისა, რომლებიც თავიანთ პრინციპებსა და სუვერენიტეტს სცემენ პატივს

    “სამაჩაბლოსა და აფხაზეთის გასაღები რუსეთში დევს”

    33

    2024 წლის პარიზის ოლიმპიადის ციებცხელების პარალელურად საქართველოში ტრამპიჰარისის რეიტინგების ციებცხელებაა. ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები უპირველესი სალაპარაკო თემაა. საქართველოს პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილიტრამპისტია”, ნაწილი _ “კამალისტი”…

    რისთვის სჭირდება და რაში დაეხმარება  საქართველოს ან ტრამპი, ან ჰარისი? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პარტიისსოლიდარობა მშვიდობისათვისპოლიტსაბჭოს წევრი, ისტორიკოსი მამუკა კარტოზია გვესაუბრება:

    _ დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე დიდი მოთამაშე ამერიკის შეერთებული შტატებია.  ეს, გვინიდა თუ არა, ასეა. ამიტომ ამერიკაში ჩატარებული არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, იქ არჩეულ პრეზიდენტზე იქნება დამოკიდებული, რა კურსი გატარდება მსოფლიო პოლიტიკაში.

    ამერიკაში პრეზიდენტის პოსტზე ტრამპის მოსვლა, როგორც თვითონ ამბობს, ბევრ რამეს შეცვლის დადებითად, მაგრამ, თვითონ რას იზამს პრეზიდენტობის შემთხვევაში, არავინ იცის, რადგან წინა პრეზიდენტობისას სხვა რამეს ამბობდა და სულ სხვა რაღაცები აკეთა. წინასაარჩევნო კამპანიისას ტრამპი ამბობს, რომ უკრაინის ომს დაასრულებს, უფრო ზუსტად არ დაეხმარება უკრაინას და ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, რუსეთთან ურთიერთობას მოაგვარებას. ეს მისი სიტყვებია და, თუ შეასრულებს, კარგი იქნება.

    ტრამპი, როგორც პოლიტიკოსი, კონტექსტიდან ამოვარდნილია, მას არ აქვს პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელი თვისებები, ბეგრაუნდი, ამიტომ დღვანდელ რთულ ვითარებაში მასზე ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავლენა ძალზე დიდი იქნება და საქართველოს მიმართ ბევრი არაფერი შეიცვლება, როგორც ამის იმედი აქვთ.

    ტრამპს აგრესია აქვს ჩინეთის მიმართ, ის თავის აგრესიას წარმართავს ჩინეთისკენ.

    ყველას ეგონა, რომ ბაიდენის შემდეგ ტრამპი ადვილად გაიმარჯვებდა, მაგრამ ასე არ არის, ტრამპის კონკურენტ კამალა ჰარისს საკმაოდ დიდი რეიტინგი აქვს, მას ოდნავ  უსწრებს ტრამპი. ვნახოთ, რა მოხდება…

    _ დონალდ ტრამპი იყო ამერიკის პრეზიდენტი, მაგრამ საქართველოში არაფერი შეცვლილა, მაინც აქტუალური იყო ლგბტ თემა, ანტირუსული პროპაგანდა, თანაც დაუნდობელი, იყო საქართველოს ხელისუფლების გადატრიალების მცდელობები და ..

    _ საქართველოს უბედურებაც ეგ არის, ჩვენ მოუმწიფებლები ვართ. სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენი ვექტორი ამერიკის შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული, სწორება მასზე გვაქვს. ეს წარმოუდგენელია დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოსთვის.

    Mმიმდინარებს 2024 წლის ოლიმპიადა, ჩვენ ვხედავთ, რაც იქ ხდება, ეს შემთხვევითი არ არის, ის სიბინძურე, რომლის  მომსწრენიც ვიყავით, ევროპის ცხოვრების წესია. ფრანგებმა აიგდეს მართლმადიდებლობა, ის, რაც ჩვენთვის ძვირფასია. ამას ვერ უბედავენ ისლამისტებს, რადგან ისინი მკაცრად დგანან თავიანთი სარწმუნოების დასაცავად. ისლამისტებში ვერ მოხდა ამერიკანიზაცია, ვესტერნიზაცია, მათ რელიგია უდგას წინ. ჯერჯერობით ვერაფერს გვიხერხებენ ჩვენც, ცდილობენ, ფაფხურობენ, მაგრამ ეკლესია გვიცავს. მათ დაინახესოჯახის სიწმინდისდღეს _ 17  მაისს, რამდენი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, ეს რეფერენდუმის ტოლფასი გამოსვლა იყო ოჯახისა და რწმენის დასაცავად. ეს ჩვენი გადარჩენის ფორმულაა, ოჯახისა და რწმენისთვის ყველა ქართველი ერთად დგას.

    საქართველოში აღარ შეიძლება დასავლური ლირიკის გაგრძელება. “ქართულმა ოცნებამ” ეს აღარ უნდა დაუშვას, წინააღმდეგ შემთხვევაში თავს დაისამარებენ.

    ჩვენი ხელისუფლება ბრიჩსის მხარეს უნდა გადავიდეს, იქ ძალიან დიდი კაპიტალია. თუ ჩვენ არჩევანს ამ გაერთიანებაზე გავაკეთებთ, აღარ შეგვეშინდება ამერიკის მხრიდან ფინანსური წყაროს შეწყვეტის მუქარის,  დიდი გეგმები აქვს ბრიჩს, ამიტომ აუცილებლად უნდა განვიხილოთ ეს საკითხი.

    1783 წლის  24 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება რუსეთის სამეფოსა და საქართველოს შორის, რომელიც გეორგიევსკის ტრაქტატის სახელითაა შესული ისტორიაში.  ამ ხელშეკრულებამ დიდი წინსვლა მოუტანა საქართველოს. ვფიქრობ, ისტორიული მემკვიდრეობა უნდა გაგრძელდეს. ეს იყო ჩვენი გმირი მეფის, ერეკლე II-ის, ძალიან კარგი და სამართლიანი გადაწყვეტილება. “გეორგიევსკის ტრაქტატმა” და რუსეთთან ურთიერთობამ ჩვენ რელიგია  გადაგვირჩინა და ტერიტორიები შეგვინარჩუნა. საქართველოს ტერიტორიები, რომლებიც დღეს აღიარებულია მსოფლიოს მიერ, გაეროს მიერ, რუსეთის იმპერიამ დაიბრუნა, დაგვიბრუნა, წაართვა თურქეთს.

    საქართველოს აუცილებლად სჭირდება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა და ახალიგეორგიევსკი” _ ახალი კავშირი ორი დამოუკიდებელი ქვეყნისა, რომლებიც თავიანთ პრინციპებსა და სუვერენიტეტს პატივს სცემენ. ამ ახალი კავშირით, ახალი ფურცლიდან დაწყებული ურთიერთობით, რუსეთს საქართველოს მიმართ ნდობის ფაქტორი დაუბრუნდება, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის მერე დაინგრა. ჩვენ, 35 წელიწადია, რუსეთის მოტყუებას ვცდილობთ, “გადაგდებასვცდილობთ.

    რუსეთს აქვს პრობლემები, ყოველ წუთს შეიძლება ჩრდილოეთ კავკასიაში აფეთქება მოხდეს, მაგრამ რუსეთი თავის კართან არეულობას არ დაუშვებს, ამიტომ მას სჭირდება მოსაზღვრე ქვეყანა, რომელიც არ მოატყუებს,. რუსეთს ძლიერი საქართველო სჭირდება, ამიტომ სასწრაფოდ არის ნაბიჯები გადასადგმელი რუსეთთან ურთიერთობაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: გვჭირდება ახალიგეორგიევსკი” _ახალი კავშირი!

    35 წლის განმავლობაში საქართველომ რამდენიმე ომი გადაიტანა, ვინმეს ახსენდება, რომ ევროპიდან და ამერიკიდან ჩამოსულიყო რომელიმე მნიშვნელოვანი ფიგურა და ეთქვა ჩვენთვის: _ თქვენ ომში ხართ, მოდი, ჩვენ დაგეხმარებით ტერიტორიების დაბრუნებაშიოარასოდეს არავის უთქვამს, ჩვენი პრობლემა არავის აინტერესებს და ეს ნათელია.

    სამაჩაბლოსა და აფხაზეთის გასაღები რუსეთში დევს და თავის მოტყუებას აზრი არ აქვს. წლები გადის და მართლაც ვკარგავთ აფხაზეთსა და ოსეთს, ახალგაზრდები ამ ტერიტორიებს არ იცნობენ, თაობები მიდის და დავიწყებას ეძლევა ყველაფერი, ეს არ უნდა დავუშვათ.

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here