Home ახალი ამბები საქართველო მაია დვალიძე: “საშინელი მუხტია მოსახლეობაში. ვინც აქამდე ვერ ხედავდა და არ სჯეროდა,...

მაია დვალიძე: “საშინელი მუხტია მოსახლეობაში. ვინც აქამდე ვერ ხედავდა და არ სჯეროდა, უკვე ისიც ხედავს, რომ ხელისუფლება, არც მეტი, არც ნაკლები, გენოციდს გვიწყობს!”

“ეჭვი მიმყარდება, რომ ხელისუფლება-ოპოზიციას მხოლოდ და მხოლოდ ნამდვილი ქართველების ეშინიათ და ყველაფერზე წავლენ მათ გასანეიტრალებლად!”

343

სახელისუფლო გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯები აღიზიანებს ჩვენს საზოგადოებას, რადგან ერთს საუბრობენ და მეორეს აკეთებენსულ სხვა გზით მიჰყავთ ქვეყანა. უმრავლესობიდან წამოსულმა დეპუტატებმა თითქოს იმედი გაუჩინეს ქართველ ხალხს, აგრძნობინეს, რომ ხელისუფლება მათ გვერდით დგას, მაგრამ, სამწუხაროდ, .. სიმართლის თქმა მხოლოდ საუბარია და მეტი არაფერი, მათ სიტყვებს საქმე არ მოჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას მათი საუბარი არ აღიზიანებს, მეტიც, .. ხალხის ძალად წოდებულებს თავის სათქმელს ათქმევინებს.

ვითარება ქვეყანაში რომ ძალიან დაძაბულია, ისიც მეტყველებს, რომ ხელისუფლებას ერთნაირად ლანძღავს როგორც .. ოპოზიცია, ანუ დესტრუქციული ძალა, ისე საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ვერ იტანს .. ოპოზიციას, ხალხი, რომლის ძალისხმევითაც ნაცები ჩამოშორდნენ ხელისუფლებას.

რამდენიმე დღის წინათ სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტმა მაია დვალიძემ დაწერა: “სამოქალაქო სისხლზე გვიწვევენ ეს ნაძირალები _ სიფრთხილე გვმართებს!”. ვის გულისხმობდა და რატომ ფიქრობს სამოქალაქო აქტივისტი ასე?! შესაძლოა, ერთი ადამიანის აზრი საინტერესო არ ყოფილიყო ჩვენთვის, მაგრამ მაია დვალიძე მარტო არ არის და მის ამ მოსაზრებას ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს უჭერს.

საქართველო და მსოფლიოსმაია დვალიძე ესაუბრა.

_ ქალბატონო მაია, ვის და რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ: სისხლზე გვიწვევენ ეს ნაძირალები? _ ფრაზა საკმაოდ შემაშფოთებელია, ჩვენ ეს უკვე გამოვიარეთ და მსგავსს არავინ ისურვებს, გარდა ამ ქვეყნის მტრისა

_ ქვეყანა ისეთ დღეშია, ოპოზიციის მტრობაზე ვეღარ ვფიქრობ იმდენს, რამდენსაც თავად ხელისუფლების…

ჩემთვის სრულიად გაუგებარია ხელისუფლების საქციელი _ რა თამაშს თამაშობს?! რის მიღწევას ცდილობს და რატომ?!

დღედაღამ გვაყვედრიან ომის არ დაწყებას, მაგრამ უომრადაც ომშია ქვეყანა, შიდა ომებში.

მადლობა ღმერთს, სისხლამდე  საქმე არ მისულა, მაგრამ როდემდე გასტანს ეს აუტანელი სიმშვიდე, რომელიც თავიდან ბოლომდე მოსახლეობაზეა დამოკიდებული?! მოსახლეობაზე, ხალხზე, რომელიც ყოველდღიურად ითმენს ხელისუფლებისგან აბუჩად აგდებას _ გაუსაძლის ეკონომიკურ მდგომარეობასა თუ ყველაფერი წმინდის შებილწვას!

საშინელი მუხტია მოსახლეობაში. ვინც აქამდე ვერ ხედავდა და არ სჯეროდა, უკვე ისიც ხედავს, რომ ხელისუფლება, არც მეტი, არც ნაკლები, გენოციდს გვიწყობს.

გენოციდია, როდესაც იძულებულს გვხდიან, ქვეყნიდან უკვე ოჯახებით გადავიხვეწოთ!

2017 წლის კვლევის მონაცემებით, 2002-2014 წლებში ქვეყნიდან ემიგრაციაში წავიდა 1 145 712 ადამიანი;

2012 წელს წავიდა _ 100 000;

2014 წლიდან კი ჯამში დაახლოებით _ 700 000.

ეს _ ოფიციალურად, არაოფიციალურად კი რა ხდება, არავინ იცის.

ერთი სიტყვით, კატასტროფაა!

გაერომ მოკვდავ ერთა სიაში შეგვიყვანა და გაქრობა 2050 წლისთვის გვიწინასწარმეტყველა… რა, შეწუხდა ამით ვინმე?!

მიიღო ხელისუფლებამ რაიმე ზომა ამის აღსაკვეთად?! მე მგონი, პირიქით, ხელს უწყობს ყველანაირად გაეროს ამ “წინასწარმეტყველებას”.

ორი დღის წინათ დავწერე, “სამოქალაქო სისხლზე” გვიწვევენ პროვოკაციებით-თქო და ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი ან ფანტაზია.

_ ვინ ებრძვის ხალხს? ხელისუფლება არავის ერჩის, არც საუბარს უკრძალავს ვინმეს

_ ხელისუფლება და ოპოზიცია შეხმატკბილებულად გვებრძვიან, მე მათ ვეღარ ვყოფ ორ ბანაკად, ისინი კოაბიტირებულნი კი არა, შესისხლხორცებულნი არიან.

მაშინ, როდესაც ქვეყანა უამრავი გამოწვევის წინაშე დგას შიდა თუ გარე ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს ეპოქალური გეოპოლიტიკური ცვლილებები, საქართველოს ხელისუფლება-ოპოზიცია, 10 წელიწადია, “სწორი ნაწლავის” პრიზმით გვაცხოვრებს!

დღის წესრიგს გვიდგენენ “შიზოიდი” ქალები და გაურკვეველი არსის კაცები. მათ დღის წესრიგს დაემატა ყოფილი პრეზიდენტის ჯუჭ-ნაწლავის ტრაქტზე დარდი.

ამ სიგიჟეების ფონზე ყველაფერზე გაუსაძლისად იზრდება ფასები, ცარიელდება სოფლები, დღემდე უკონტროლოდ იყიდება ქართული მიწები გადამთიელებზე, კიდევ უფრო ეცემა განათლების სისტემის დონე (ფსკერზე ვართ ამ კუთხით), ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ქართულ კულტურას გამოუცხადეს უკომპრომისო ბრძოლა,  იმატა ნარკომანიამ, აზარტული თამაშების “მომხმარებელმა”, რადგან წამოიზარდნენ ამ ბაკქანალიაში ახალი თაობები და სხვადასხვა ფაქტორის გავლენით თავით გადაეშვნენ ამ ჯოჯოხეთში, იმატა გარყვნილების პროპაგანდა.

გარყვნილების პროპაგანდა მიმდინარეობს უკვე უმაღლესი ტრიბუნებიდან, აღარაფერს ვამბობ მედიაზე…

_ რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ: უმაღლესი ტრიბუნიდან გარყვნილების პროპაგანდა მიმდინარეობს?

_ როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი სოხუმის დაცემის დღეს “ღირსების ორდენით” აჯილდოვებს გათხოვილ კაცს, დედაქალაქის მერი კი მას 100 ათასი მოწამის ქალაქის საპატიო მოქალაქის წოდებას ანიჭებს, ეს უკვე ფსკერია. ამაზე მეტად დაცემა აღარ არსებობს, გარდა იმისა, პირდაპირ თავისუფლების მოედანზე თუ არ მოგვიწყობენ ორგიას თავად  პრეზიდენტი და მერი, თორემ ისე მაგის მეტი რა გაუკეთებიათ “შპანას” ხელით!

ამ ყველაფერს მეტად ამძიმებს ის ფაქტი, რომ დემნა გვასალია წარმოუდგენელ სკანდალში გაეხვა, მას და კომპანიას, რომლის შემოქმედებითი ხელმძღვანელიც ის გახლავთ, ადანაშაულებენ ბავშვთა სექსუალიზაცია-პორნოგრაფია-კანიბალიზმში და ესენი, ვითომც არაფერი, ყრუებსა და ბრმებს თამაშობენ, მეტიც, ბოლო კვირას მონასტერში ჩადენილი შემზარავი ფაქტის ფონზე, ჩვენმა მერმა სატელევიზიო ანძა ლგბტ დროშის ფერებში გაანათა, რაც შემდგომ გადააკეთა და რაღაც სხვა ღონისძიების ლოგოს გადააბრალა…

ყველაზე “საინტერესო” ის იყო, რომ მერი სოციალურ ქსელებში ხალხის პროტესტის შემდგომ, არც მეტი, არც ნაკლები, “თბილისის ფიდერებმა” ე.წ. “თბილისი პრაიდმა” დაიცვა, რაც მათი ჰარმონიული ურთიერთობის ეჭვს უკვე კი არ ბადებს, ამ ეჭვებს ამყარებს!

ახლა გეკითხებით მე თქვენ და მკითხველს: არის თუ არა ეს ყველაფერი ხალხის წინააღმდეგ მიმართული უსაშინელესი პროვოკაციები?

არის თუ არა ეს უზნეო “თამაშები”  ხალხის მწყობრიდან გამოყვანის მცდელობა?

არის თუ არა მცდელობა იძულების, გამოვარდეს ამ ხელისუფლება-ოპოზიციისთვის ყველაზე არასასურველი ხალხის მასა, რათა უფრო მეტი დაგვიჭირონ ან კიდევ უფრო უარესი _ არეულობებში ლიკვიდაციებიც კი მოახდინონ, როდესაც არც ისე დამამშვიდებელი ხმები დადის “ორი გვამი მინდას” ავტორის ვოიაჟებზე?!

ვისი ეშინიათ ხელისუფლებასა და ოპოზიციას 2024 წლის არჩევნებში _ ერთმანეთის თუ ქართველი ხალხის?

მაშინ, როდესაც ბატონი ყაველაშვილი (რომელსაც, ჩემი გადმოსახედიდან, თავიდან ბოლომდე პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” ნარატივი აქვს მითვისებული და ნაცარს აყრის ხალხს თვალში) აცხადებს, რომ ვიღაც-ვიღაცები გეგმავენ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიმართულებით პროვოკაციებს და ამას მხოლოდ “მავნებლობას” უწოდებს, ხოლო ხალხის მიერ 5-6 ივლისს ლგბტ და ევროკავშირის დროშების დაწვის კრიმინალის რანგში აყვანას დუმილით ეთანხმება… ეჭვი მიმყარდება, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას მხოლოდ და მხოლოდ ნამდვილი ქართველების ეშინიათ და ყველაფერზე წავლენ მათ გასანეიტრალებლად!

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here