ხელისუფლებისა და ოპოზიციის რესურსები და მინუსები

    ხელისუფლებისა და ოპოზიციის რესურსები და მინუსები

    პროცესი, რომელიც 28 ნოემბრიდან დღემდე ვითარდება ჩვენი დედაქალაქის ქუჩებში, ხან იძაბება, ხან ცეკვათამაშში გადადის. მართალია, ბევრი ამბობს, რომ ეს პროცესი მილევადია, რომ მომიტინგეები იღლებიან, მაგრამ ისინი ძალას რაღაცნაირად პოულობენ და ახერხებენ, რომ სიმშვიდე დაუკარგონ ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც

    ქუჩაში მიმდინარე პროცესებზე სოციალურ ქსელებში ბევრი ადამიანი წერს, მათი უმრავლესობა დესტრუქციული ძალების წინააღმდეგ გამოდის.

    უცვლელად გთავაზობთ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ რევაზ კილასონიას წერილს, რომელიც ფეისბქგვერდზე გამოაქვეყნა:

    რა რესურსი აქვს .. რადიკალურ ოპოზიციას?!

    მაშინ, როცა ყველა ძირითადი თარიღი, რომლის გამოყენებაც უფრო ეფექტიანად შეეძლოთ, ფაქტობრივად, ჩაფლავდა, დარჩენილია პრეზიდენტის ინაუგურაციის დღე _ 29 დეკემბერი. შეეცდებიან ძალების მობილიზებას სწორედ ამ თარიღისთვის, რათა პოლიტიკურმა ტემპერატურამ პიკს მიაღწიოს, რაც მასის შეკრების წინაპირობაა. მასა კი სასიცოცხლოდ სჭირდებათ.

    პროვოკაციები!

    პროვოკაციების საფრთხე იზრდება და, სავარაუდოდ, ის 28 დეკემბრის საღამოსთვის დაიგეგმება. მათ ამის რესურსი აქვთ.

    უცხოური მხარდაჭერა:

    განცხადებები,

    სანქციები,

    ფინანსები და ა.შ.

    რა მინუსები აქვთ მათ?!

    1) გამოკვეთილი ლიდერის არარსებობა. ეს უმთავრესი მინუსია;

    2) მძიმე პოლიტიკური წარსული, რომელიც ხელს უშლის პროცესისთვის საყოველთაობის სახის მიცემას;

    3) დასავლეთის დამოკიდებულება, რომ ხელისუფლებასთან ბოლომდე არ დაწვას ხიდები; მაგ., ევროსაბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი.

    რა რესურსი აქვს ხელისუფლებას?!

    1) ხელისუფლება ძალაუფლების მპყრობელია და მეტი მანევრირების საშუალება აქვს ყველა მიმართულებით;

    2) ჩუმი უმრავლესობის ე.წ. კონკლუდენტური (უსიტყვო) მხარდაჭერა. მიზეზი: “ოღონდ ნაცები არ მოვიდნენ”;

    3) პრინციპულობა. ჩანს, რომ ხელისუფლება საკმაოდ პრინციპული და რადიკალურიცაა, რასაც ყოველთვის ითხოვდნენ მისგან წლების განმავლობაში;

    4) საგარეო ფაქტორი. გეოპოლიტიკური პროცესები თანხვედრაშია ხელისუფლების ამჟამინდელ განცხადებებსა და ქმედებებთან.

    რა მინუსები აქვს მას?!

    1) სტრატეგიული კომუნიკაციების ნაკლებობა. იმ მასშტაბის ცვლილებების განხორციელებას ქვეყანაში, რომლებსაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, სჭირდება მეტი კომუნიკაცია ხალხთან, მეტი დისკუსია, მეტი გახსნილობა და ამისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ ბრიფინგები.

    ფაქტია, უშუალოდ ხელისუფლების პოტენციური მხარდამჭერებიც კი გრძნობენ, რომ ყველანი ერთად დიდ, სტრატეგიულ გაუგებრობაში ვართ, სადაც არ ხდება ზუსტი ახსნები იმ ქმედებებისა, რომლებიც ხორციელდება;

    2) საინფორმაციო და პოლიტიკური დღის წესრიგის დათმობა მოწინააღმდეგეებისადმი. გარედან ისე ჩანს, რომ ხელისუფლება მუდმივად თავის მართლების ან პასუხის გაცემის რეჟიმშია. უნდა იყოს პირიქით.

    საბოლოოდ კი ვიტყვი, რომ ქვეყანა ისტორიულ პროცესს გადის და საფრთხეები ისე მაღალია, რომ აქ 100% -ით უნდა გამოირიცხოს ნებისმიერი შეცდომა.

    პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეკისრება ხელისუფლებას, ამიტომ რესურსების გამოყენება უნდა მოხდეს უფრო ეფექტიანად, მიზნობრივად და რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას არსებული მინუსებიც.

    მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

    P.S. თუ ზურაბიშვილი 29 დეკემბერს არ დაემორჩილება კანონს, მან თავისი მოღვაწოება გისოსებს მიღმა უნდა განაგრძოს.

    P.S.S. სუვერენიტეტის გაძლიერება ვინმეს “ლობიოობა” თუ ეგონა, უკიდეგანო იდიოტი ყოფილა. ის უბრძოლველად არ მოდის!

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here