Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი ზარქუა – არასამთავრობო სექტორში არის კლანი, მდიდარი „ენჯეოების“ გაერთიანება და ვისაც...

ირაკლი ზარქუა – არასამთავრობო სექტორში არის კლანი, მდიდარი „ენჯეოების“ გაერთიანება და ვისაც დაადებენ ხელს ის უნდა აირჩიოს ერმაც და ბერმაც, ასე არ გამოვა

70

არასამთავრობო სექტორში არის კლანი, მდიდარი „ენჯეოების“ გაერთიანება და ვისაც დაადებენ ხელს ის უნდა აირჩიოს ერმაც და ბერმაც, არ გამოვა ასე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ სახალხო დამცველის არჩევის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა, რითაც ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ სრულად ჩაერთვებიან კონსულტაციებში იმ შემთხვევაში, თუ არასამთავრობო სექტორის მიერ დასახელებული სამი კანდიდატიდან ერთი მაინც იქნება არჩეული.

დეპუტატის თქმით, საქართველოს სჭირდება სახალხო დამცველი, რომელიც იქნება პარტიული კუთვნილების მიღმა.

„ლომჯარიას მიმდევარს რომ წარმოადგენ, რომელიც იყო ჩვეულებრივი პარტიული აქტივისტი, რაც არაერთხელ დადასტურდა, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, მათი მომხრეებისა და პატიმარი სააკაშვილისა, სხვა ყველაფერი კარგად იყო? არცერთი პატიმარი არ იმსახურებდა ციხეში მის ყურადღებას? მისი ამოცანა იყო მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორ გააქილიკოს მმართველი პარტია და ხელისუფლება. ნუთუ ერთი მოსაწონი ვერ გაკეთდა ამდენი ხანი?! ჩვეულებრივი პარტიული აქტივისტი იყო და ბუნებრივია, არასამთავრობოების მხრიდან ლომჯარიას დაქალებს და მეგობრებს ვერ ავირჩევთ ახლა ბოდიშს გიხდით, პირდაპირ გეტყვით დასაბუთებულად. საქართველოს სჭირდება სახალხო დამცველი, რომელიც იქნება პარტიული კუთვნილების მიღმა. იქნება ყველასი, განსხვავებული აზრის, მრწამსის თუ მსოფლმხედველობის ინტერესების გამტარებელი. ამიტომ დარწმუნებული ვარ ჩვენ მაინც შევძლებთ, მოვიკრებთ ძალას ოპოზიციასთან და შევარჩევთ ღირსეულ კანდიდატს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here