Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი კობახიძე – სამწუხაროდ, აშშ-ის ელჩის განცხადება ოთხეულის მიმართ იყო შეურაცხმყოფელი, ელჩმა...

ირაკლი კობახიძე – სამწუხაროდ, აშშ-ის ელჩის განცხადება ოთხეულის მიმართ იყო შეურაცხმყოფელი, ელჩმა არც ერთ შეკითხვას არ უპასუხა

49

რაც შეეხება ჩვენი პარტიის ყოფილი წევრების განცხადებებს, ამაზეც გვაქვს მუდმივად მსჯელობა, ნებისმიერ შეკრებაზე გვაქვს ამ თემებთან დაკავშირებით მსჯელობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„არის ტაქტიკური საკითხი, რაზეც გვაქვს განსხვავებული მოსაზრება ჩვენი გუნდის ყოფილ წევრებთან, მაგრამ არის, ასე ვთქვათ, გარკვეული ღირებულებითი თემები, რაზეც ჩვენ ერთიანი ვართ. ანუ, აქ არ არის განსხვავება ჩვენ შორის“, – განაცხადა კობახიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად ეთანხმება გუნდი ინფორმაციას, რომელსაც პარტიიდან წასული წევრები საზოგადოებას აწვდიან და რამდენად ეთანხმება „ქართული ოცნება“ მათი განცხადებების შინაარსს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ნებისმიერი განცხადების შინაარსში შესვლა გაუჭირდება.

„შეიძლება, 100% თუ არის მართალი ამ წერილებში, ჩვენ რომ დავადასტუროთ, ჩვენ თვითონ ვხდებით იმ ტაქტიკის მონაწილე, რომელიც არ მოგვწონს და რომელშიც რისკებს ვხედავთ. მეორე, საჯარო პოლემიკა, ამაში ვხედავდით კიდევ რისკებს. მაგალითად, დაისვა კითხვები იგივე დაფინანსებასთან დაკავშირებით და შესაბამისად, გაიხსნა რაღაც საკითხი, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა საზოგადოების ინტერესიც გააღვივა და საზოგადოებაც დააინტერესა, თუ რაში იხარჯებოდა ამერიკული ფინანსები საქართველოში. ამ კითხვაზე პასუხი არ არის გაცემული და შესაბამისად, საზოგადოებაში ეს კითხვის ნიშანი დარჩა. ამან შესაძლოა, გამოიწვიოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ რაღაც უარყოფითი დამოკიდებულების გაღვივება. იგივე, მაგალითად, დაისვა კითხვები, როგორია საელჩოს მიდგომა „ენჯეოებთან“ დაკავშირებით და რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებით. მერე, „იმედის“ ეთერს ვუყურებდი, ელჩთან იყო ინტერვიუ, ჟურნალისტმა დასვა ეს კითხვები და ელჩმა არც ერთ შეკითხვას არ უპასუხა. მაგალითად, ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ ხდება მაინცდამაინც ყველა შეხვედრაზე „ნაცმოძრაობას“, „ლელოს“, ვაშაძეს, ზურა ჯაფარიძეს და ელენე ხოშტარიას, როცა ამ ხუთ პარტიას ერთადერთი ნიშანი გამოარჩევს და ეს არის რადიკალიზმი. არ ხვდება მაგალითად, „მოქალაქეებს“, „გირჩს“ და ა.შ, საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებს. იქ არასაპარლამენტო პარტიებიც არიან და ხვდება, საპარლამენტოს კი არ ხვდება, ხომ? ეს კითხვა ისმება, პასუხი არ გაეცემა და ეს იწვევს რაღაც უარყოფითი დამოკიდებულების გაჩენას ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ. ამაში ჩვენ ვხედავთ რისკებს და პრემიერმაც აღნიშნა ეს თავის განცხადებაში“, – აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, აქედან გამომდინარე არის გუნდის ყოფილ წევრებთან ტაქტიკური შეუთანხმებლობა.

ამასთან, ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის ერთ-ერთ განცხადებას გამოეხმაურა.

„აქაც უნდა გამოვეხმაურო ელჩის ერთ-ერთ განცხადებას, რომელიც სამწუხაროდ, იყო შეურაცხმყოფელი. ოთხი დეპუტატია, ხალხის მიერ არჩეული და მარტო ეს ფორმალური მხარეც არ არის მნიშვნელოვანი, ხომ? მათ განსაკუთრებული წარსული აქვთ. მაგალითად, სოზარ სუბარი. რაც მას აქვს გაკეთებული, ბევრი ვერ დაიკვეხნის, სახალხო დამცველი იყო და ყველაზე კრიტიკულ დროს უპირისპირდებოდა უმძიმეს რეჟიმს, როდესაც სიცოცხლის რისკის ფასადაც კი უჯდებოდათ ადამიანებს ეს ყველაფერი. არის მიშა ყაველაშვილი, რომელიც ყოველთვის იყო პრინციპების ერთგული და მებრძოლი. არის დიტო ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი, ასეთი ადამიანები არიან, გარდა მათი ფორმალური სტატუსისა და ელჩის მხრიდან მათზე ითქვა, რომ ისინი ტყუილებს ავრცელებენ და რუსული ტიპის დეზინფორმაციას. ჩვენ რომ ვფიქრობდეთ, რომ ეს ადამიანები მართლა ტყუილებს ავრცელებენ და რუსული ტიპის დეზინფორმაციას, რა თქმა უნდა, აქ სრულად გავემიჯნებოდით შინაარსობრივად, მაგრამ რეალურად, ამაში არ არის საქმე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here