კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა ოპოზიციონერ პარლამენტარებს კითხვით მიმართავს სოციალურ ქსელ “ტვიტერში”.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (იგივე ISFED) ირგვლივ პარლამენტარებს საჯაროდ მიმართავს: „ქართველი ხალხის რჩეულებს – ოპოზიციონერ პარლამენტარებს, საჯაროდ მინდა ვკითხო: თეორიულად მაინც უშვებთ, რომ ქალბატონი, აშშ-ის ელჩი ოდესმე რამეში შეიძლება, შეცდეს, მაგალითად, „ისფედის” სანდოობაში? თუ პაპის უცდომელობის პრინციპი მასზეც ვრცელდება და რასაც იტყვის, კანონია!
დავემორჩილოთ ყველა?”.
შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში „სამართლიანი არჩევნები” არ მიიწვია, რაც იმით ახსნა, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციამ “ნეიტრალიტეტი” მაშინ დაკარგა, როცა პრემიერმინისტრის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების მოთხოვნით გამართულ აქციას შეუერთდა.
მმართველი პარტიის პოზიცია მყისიერად გააპროტესტა ამერიკის საელჩომ, ელჩმა და ეგრეთ წოდებულმა რადიკალურმა ოპოზიციამ, რომელიც აშშ-ის საელჩოსა და ელჩის ყოველ ნაბიჯსა და განცხადებას ამართლებს და საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს. რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად კელი დეგნანის განცხადებას სხვა ოპოზიციონერი პარლამენტარებიც გამოექომაგნენ.
http://kvira.ge/