Home ახალი ამბები მსოფლიო გაგაუზია რუსულ არმიას ოდესაში ელოდება, რათა მოლდოვიდან წავიდეს

გაგაუზია რუსულ არმიას ოდესაში ელოდება, რათა მოლდოვიდან წავიდეს

ავტონომია წინააღმდეგობის კერად იქცა პრორუმინულად განწყობილი მაია სანდუსთვის

194

2 ოქტომბერს გაგაუზიაში გაიმართება ყველა დონის დეპუტატთა ყრილობა, დეპუტატები რუსეთსა და თურქეთს მიმართავენ თხოვნით, დაიცვან ავტონომია რუმინეთისგან, რომელიც შეეცდება მოლდოვის ოკუპაციას იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ჯარები შევლენ ოდესის ოლქში, – განუცხადა რუსულ მედიასაშუალებებს 1990 წელს თვითგამოცხადებული გაგაუზიის რესპუბლიკის ერთერთმა ლიდერმა, გაგაუზიის სახალხო საკრებულოს ყოფილმა ხელმძღვანელმა მიხეილ კინდეგელიანმა. ამ ინფორმაციას ავრცელებს svpressa. ru.

პოლიტიკოსმა ყველას შეახსენა, რომ გასულ კვირას რუმინეთის დაზვერვის ხელმძღვანელი კიშინიოვში შეხვდა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს და მასთან რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელა. სანდუ რუმინეთის მოქალაქეა, ისევე, როგორც ბევრი პირი მოლდოვის რესპუბლიკის მთავრობაში, ამიტომ არ ენდობიან მათ გაგაუზიაში. ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობას არ სურს, რუმინეთის შემადგენლობაში აღმოჩნდეს. გაგაუზიის ავტონომიის შესახებ კანონში ასახულია ჩვენი უფლება თვითგამორკვევაზე იმ შემთხვევაში, თუ მოლდოვა დაკარგავს სუვერენიტეტს”, _ აღნიშნა კინდეგელიანმა.

გაგაუზიაში პოლიტიკური პერტურბაციის დაპირება სანდუს მმართველობის პირობებში ცხოვრების დონის დაქვეითების საწინააღმდეგო აქციის ფონზე გაისმა. მოსახლეობა ამ ზამთარს ვერ  გადაიტანს ბუნებრივი აირის, შეშისა და ქვანახშირის გარეშე. კიშინიოვი გაგაუზებს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებით დაემუქრა. ადგილობრივი პოლიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ კომრატში (გაგაუზიის დედაქალაქი)  შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული დანიშნულების ბრიგადა Fulger-ის საჩვენებელი “სწავლება” მიზნად ისახავდა გაგაუზიის ხელმძღვანელობის ნეიტრალიზაციას, თუ ის დაიწყებდა კანონის ნორმების მოთხოვნების შესრულებას.

სანდუ რესპუბლიკურ დონეზეც ამზადებს ძალისმიერ პასუხს. ჩვენი ქვეყნის ზოგიერთი მცხოვრები ამართლებს რუსეთის სამხედრო მოქმედებებს უკრაინაში. ამ ადამიანებით სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა დაკავდნენ, რადგან ისინი სახიფათონი არიან”, _ განაცხადა სანდუმ.

ამის მიუხედავად, 23 აგვისტოს კიშინიოვში მაინც გაიმართა მიტინგი პრეზიდენტის პოსტიდან სანდუს გადადგომის მოთხოვნით.   

პოლიტოლოგისა და ეთნოგრაფის, ევგენი ნიკოლაევის, პროგნოზით, გაგაუზია გავა მოლდოვის შემადგენლობიდან, რათა არ დაკარგოს დამოუკიდებლობა.

როცა მოდლოვა იშლებოდა (სსრკ-დან გასვლის შემდეგ), არსებობდა რამდენიმე ფრონტი და თავიანთი იდენტობისთვის იბრძოდნენ უკრაინული, ანუ რუსული ჩრდილოეთი, გაგაუზიური სამხრეთი და დნესტრისპირეთი. უკრაინულ-რუსული იდენტობა თანდათან გათელეს, თუმცა ამის წყალობით დნესტრისპირეთმა მოიპოვა არაღიარებული სახელმწიფოს სტატუსი და შეძლო მოლდოვიდან გასვლა; გაგაუზიამ კი მიიღო ავტონომია, მაგრამ გაგაუზიის ავტონომიას “ჩამოაჭრეს” ყველაფერი, რისი ჩამოჭრაც შეიძლებოდა. ამჟამად ავტონომიას არანაირი უფლება არ აქვს. მას წაართვეს ეკონომიკური და კულტურული უფლებები, პოლიტიკური უფლებები კი არასოდეს ჰქონია. ახლა გაგაუზებს გაუჩნდათ შანსი, გამოავლინონ თავიანთი იდენტობა. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებისა და ოდესის ოლქის საზღვართან რუსეთის არმიის მისვლით მოგვეცა შესაძლებლობა, ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისთვის. რუსეთისთვის ეს არის მოლდოვაზე ზემოქმედების ბერკეტი, ამიტომ შემოდგომაზე დანიშნულ ღონისძიებებს მხარი უნდა დაუჭირონ.

CП”: რა შეუძლია გაგაუზიას?

_ მოლდოვის კონსტიტუციის თანახმად, გაგაუზიაში არის მხოლოდ ერთი პოლიტიკური სუბიექტი _ ბაშკანი (რესპუბლიკის მეთაური), მაგრამ ბაშკანი გაგაუზების გარეშე ცარიელი ფიგურაა. როგორც კი ბაშკანი და გაგაუზები გაერთიანდებიან, მაშინვე შეძლებენ თავიანთი პოლიტიკური იდენტობის დაცვას. და ისინი ამას აუცილებლად გააკეთებენ. მათ ხელს აძლევთ ნებისმერი შედეგი. თუ გამოვლენ მოლდოვის შემადგენლობიდან, ბედნიერი იქნებიან; თუ თავიანთ სტატუსს აამაღლებენ რუსეთის თათრეთის დონემდე, გაიხარებენ; თუ არაფერს გააკეთებენ, ცოტას მაინც იბუზღუნებენ. ეს მათი უკანასკნელი შანსია, რომელიც უნდა გამოიყენონ. მოლდოვა, როგორც ქვეყანა, განწირულია. მოლდოვა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ახალ წელს ვერ შეხვდება.

“СП”: სანდუ, როგორც ჩანს, აცნობიერებს ხიფათს, რადგან გაგაუზიაში სპეცრაზმი გამოგზავნა

_ ცხადი იყო, რომ ამ ყველაფერზე სანდუს მკაცრი რეაქცია ექნებოდა. ამასთანავე, მას აქვს კარტ-ბლანში რუმინეთისა და ევროკავშირისგანაც, მას მისცეს გარანტიები, რომ თვალს დახუჭავენ ნებისმიერ მხეცობაზე, ამიტომ, თუ ვინმე ფიქრობს, რომ გაგაუზიაში ახლა სიმშვიდეა, ძალიან ცდება. იქ ცემენ ადამიანებს, ღამით ცეცხლს უკიდებენ სახლებს. ადამიანები უკვალოდ ქრებიან და ეს გრძელდება, უკვე 2 წელიწადია. ახლა, როცა ეკონომიკური კრიზისის გამო ბევრი გაგაუზი შინ იძულებით დაბრუნდა, მძლავრ პროტესტს უნდა ველოდოთ.

“СП”: გაგაუზები მართლამდიდებელი თურქები არიან. ისინი მიმართავენ არა მხოლოდ რუსეთს, არამედ თურქეთსაც. ამ შემთხვევაში დიდი სახელმწიფოების ინტერესები ხომ არ დაუპირისპირდება ერთმანეთს?

_ გაგაუზები პოლოვცების (ყივჩაღების – გ. გ.) შთამომავლები არიან, რომლებმაც ქრისტიანობა დაახლოებით იმ პერიოდში მიიღეს, როცა რუსები გაქრისტიანდნენ, ამიტომ მათი მართლმადიდებლური თვითიდენტიფიკაცია ძლიერია. მეორე მხრივ, როცა ათათურქი თანამედროვე თურქეთს ქმნიდა, გაგაუზებმა ყველაზე ნაკლებად განიცადეს არაბული გავლენა (ოსმალეთის იმპერია არაბული გავლენის ქვეშ იყო), ამიტომ, სახელდობრ, გაგაუზების ენა დაედო საფუძვლად თანამედროვე თურქულ ენას. ენობრივმა ცვლილებებმა და ქორწინებებმა განამტკიცეს ურთიერთკავშირი, თუმცა გაგაუზები დაცვის ფორმად თურქეთს არ განიხილავენ. ის უფრო მეტად ევროპელებთან შუამავლად სჭირდებათ. გაგაუზებს ესმით, რომ მოსკოვის აზრი მოლდოვისა და ვეროკავშირისთვის თითქმის არაფერს ნიშნავს, ანკარის აზრი მნიშვნელოვანია. თურქეთის მხარდაჭერა გაგაუზებს ძალიან დაეხმარებათ, მაგრამ მთავარია რუსეთთან საზღვრის შესაძლო გაჩენა უკრაინის გარეშე. მათი ოცნებაა უანკლავო არსებობა. მათ უკვე იცხოვრეს რუმინეთში 1918-დან 1943 წლამდე. იქ ბევრი სიმწარე ნახეს და აღარ სურთდიდი რუმინეთისსინდრომთან შეჯახება.

იზბორსკის კლუბის მოლდოვის ფილიალის აღმასრულებელი დირექტორი ვლადიმერ ბუკარსკი აღნიშნავს, რომ მაია სანდუს იდეოლოგიურ კონკურენციას მოლდოვის მემარცხენე ძალები უწევენ:

_ გაგაუზია მკაფიო პოზიციის რეგიონია, რომელსაც არ სურს, კავშირი გაწყვიტოს რუსეთთან და კატეგორიულად არ მიიღებს მოლდოვის ამჟამინდელი ხელისუფლები პოლიტიკას, რომელიც მიმართულია რუსეთთან კავშირის გაწყვეტისკენ. შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 22 თებერვალს ჩატარებულ რეფერენდუმში გაგაუზების 98%-მა მხარი დაუჭირა მოლდოვის მონაწილეობას საბაჟო კავშირში, ევროკავშირში შესვლას კი _ 2%-მა.

კიშინოვი კი არათუ ითვალისწინებს გაგაუზების აზრს, არამედ დემონსტრაციულად ცდილობს, მათ “ადგილი მოუჩინოს”. ბუნებრივია, ეს გაგაუზებს ხელს არ აძლევთ და ამიტომ სხვდასხვა პასუხს ამზადებენ კიშინოვის პოზიციის მიმართ. მათგან ერთ-ერთია მომავალი ყრილობა.

“СП”: სანდუს შეუძლია გაგაუზების პოზიციის იგნორირება?

_ მთელი რეგიონის პოზიციის იგნორირება სანდუს უფრო და უფრო გაუჭირდება. მოლდოვას უკვე ჰქონდა ერთი კონფლიქტი  დნესტრისპირეთში. აშშ-ის წნეხისა და კოლექტიური დასავლეთის პოზიციის მიუხედავად, მოლდოვაში ცოტა ვინმე თუ არის დაინტერესებული კიდევ ერთი დაძაბულობის კერის გაჩენით. სხვა საქმეა, რომ ამ კონფლიქტის საფუძველზე სანდუ შეეცდება, დასავლეთს მიმართოს დახმარების თხოვნით, რათა პროტესტი გაგაუზიაში ჩაახშოს, როგორც რუსული რეგიონის წინააღმდეგობა. ეს, აგრეთვე, დაეხმარება თავისი პრორუმინული ძალების კონსოლიდაციაში საერთო მტრის წინააღმდეგ.

“СП”: ძლიერია დღეს სანდუს მხარდაჭერა მოლდოვაში?

_ ვფიქრობ, სანდუს მხარდაჭერა გაცილებით ნაკლებია იმაზე, რაც იყო 2-3 წლის წინათ. მის გუნდს თავდაპირველად გეოპოლიტიკური ლოზუნგები არ წამოუყენებია და ყველაფერი ცუდის წინააღმდეგ გამოდიოდა – კორუფციის, ქურდობის… მოითხოვდა სამართლებრივი სისტემის შეცვლას და ა.შ. ახლა კი, როცა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, საკვები პროდუქტები და სწავავი  გაძვირდა, სანდუმ მხარდაჭერა დაკარგა. ბევრი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა, ამიტომ მოლდოვაში მემარცხენე ძალების პოპულარობა იზრდება. ყველაზე მეტი მხარდაჭერა აქვს კომუნისტებისა და სოციალისტების ბლოკს, ისინი გამოდიან ნეიტრალიტეტისა და დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის მოთხოვნებით, მაგრამ სანდუ აკონტროლებს მოლდოვის იუსტიციის სიტემას და აქვს დასავლეთის თითქმის შეუზღუდავი მხარდაჭერა, ამიტომ პოლიტიკურ რეპრესიებს უნდა ველოდოთ. თუმცა რეპრესიები უკვე დაიწყო. ექსპრეზიდენტი იგორ დოდინი საშინაო პატიმრობაშია, დაუსწრებლად დაპატიმრებულია პარტია “შორ”-ის ლიდერი. რეპრედიები შეიძლება შეეხოს გაგაუზიის ავტონომიის ლიდერებსაც, რათა მთელი რეგიონი დააჩოქონ.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://svpressa.ru/world/article/344030/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here