Home ახალი ამბები საქართველო ევროპული უსაფრთხოება ურუსეთოდ ისეთივე აბსურდია, როგორც ქორწილი ნეფე-პატარძლის გარეშე

ევროპული უსაფრთხოება ურუსეთოდ ისეთივე აბსურდია, როგორც ქორწილი ნეფე-პატარძლის გარეშე

319

„მას შემდეგ რაც უკრაინაში რუსეთი შეიჭრა, ევროპა ჩვენი ისტორიის ახალ ფაზაში შევიდა. დღეს (6 ოქტომბერს – დ.მ.) 44 ევროპელი ლიდერი ერთმანეთს მოუსმენს, რათა იპოვონ გზა, როგორ აშენდეს ევროპაში უსაფრთხოების ახალი სტრუქტურა. ეს რუსეთის გარეშე გაკეთდება არა იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდა, რუსეთი ევროპის ნაწილი იყოს, არამედ იმიტომ, რომ რუსეთი ევროპული თანამეგობრობიდან პუტინმა გააგდო“, –  განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის  საკითხებში ჟოზეფ ბორელმა პრაღაში ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი შეხვედრის დაწყებამდე. ეს შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივით იყო ორგანიზებული.

ზემოთქმულზე მკითხველს რამდენიმე ნიშანდობლივ ფაქტს შევახსენებ  ბოლოდროინდელი  მსოფლიოს გეოპოლიტიკური ცხოვრებიდან.

დავიწყოთ იმით, რომ ეს ის ჟოზეფ ბორელია, რომელიც უკრაინაში რუსეთის  შეჭრამდე კარგა ხნით ადრე პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ერთი-ერთზე პოლიტიკურ დიალოგში ისე „გააფარჩაკა“,  რომ შინ, ბრიუსელში, ევროკავშირის შტაბ-ბინაში დაბრუნებული, ძლივს გადაურჩა იმპიჩმენტს, ანუ თანამდებობიდან გადაყენებას და, დიდი ალბათობით, პოლიტიკური კარიერის დასრულებას.

რომელიმე პოლიტიკურ ლიდერთან დიალოგში ვლადიმერ პუტინის არათუ მარცხი, არამედ პოლიტიკური ყაიმების მხოლოდ 2 შემთხვევა  გავიხსენე. ერთი _  აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან,  მეორე _ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან.  მერკელმა სამუდამოდ დაასრულა პოლიტიკური კარიერა, ხოლო დონალდ ტრამპს აშშ-ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი აქვს, თუ, რა თქმა უნდა, წინა არჩევნების მსგავსად, შედეგები არ გაუყალბა აშშ-ის  მმართველმა ნეოლიბერალურმა ისტებლიშმენტმა, რომელმაც  ტრამპის მეორე ვადით არჩევა სწორედ რუსეთთან წარმოებული ამჟამინდელი  პოლიტიკის გამო არ დაუშვა.

მიუხედავად იმისა, რომ ფრაუ მერკელი დიდი პოლიტიკიდან წავიდა, მის ნათქვამ-ნააზრევს ბევრი მოქმედი პოლიტიკოსის ნათქვამზე  მეტი წონა აქვს.

მაგალითად,  ფრაუ მერკელმა, ცოტა ხნის წინათ, ძირითადად, ოკეანის გაღმა-გამოღმა მოქმედი „ლიბერასტი“ პოლიტიკოსებისა და თვით პრეზიდენტების გასაგონად (რომლებიც, სამწუხაროდ, ე.წ. კოლექტიურ დასავლეთს მართავენ) განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებს ცოტა მეტად დაუკვირდნენ და მის ნათქვამს  პოლიტიკურ ბლეფად ნუ ჩათვლიან, მაგრამ?..

ყოფილი კანცლერი მეორედ იმან „გამოაღვიძა“, რითაც დავიწყე წინამდებარე წერილი, ანუ ჟოზეფ ბორელის აბდაუბდამ, რომელსაც ფრაუ მერკელმა ერთმნიშვნელოვნად  უპასუხა,  ევროპის ახალი არქიტექტურა რუსეთის გარეშე უტოპიაა და ეს შეუძლებელიაო.

 ეს ისე, როგორც ფილმ „გაზაფხულის ჩვიდმეტ გაელვებაშია“: „ინფორმაცია განსჯისთვის“.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე გეოპოლიტიკის კონსერვატიულ ფლანგზე  ყველაზე ძლიერი პოლიტიკოსი ვლადიმერ პუტინია, ვისთანაც გატოლების მეტ-ნაკლებად საფუძვლიანი პრეტენზია ინდოეთისა და ჩინეთის პირველ პირებს, შესაბამისად, ნარენდრა მოდისა და სი ძინპინს თუ აქვთ, რომლებიც, სხვათა შორის,  2001 წლის 15 ივლისს დაარსებული პოლიტიკურ- ეკონომიკური გაერთიანება თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის“  წევრებიც არიან. ამ ორგანიზაციის წევრების რაოდენობამ სამარყანდის სამიტზე ირანის მიღებით 9-ს  მიაღწია, ანუ თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციაში გაერთიანებულ სახელმწიფოებში  პლანეტის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს.

ამრიგად, ვლადიმერ პუტინს თამამად შეიძლება ვუწოდოთ თანასწორთა შორის პირველი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის ზოგიერთი სუბიექტი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის(ОДКБ)  წევრებიც არიან, ხოლო თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის  9-დან   4 წევრი (რუსეთი, ჩინეთი, პაკისტანი, ინდოეთი) ბირთვული სახელმწიფოა. ეს იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში შეიძლება სამხედრო ძალითაც დაიცვან თავი.

თუმცა,  ამ გაერთიანების შექმნის ერთი, იქნებ ყველაზე  მნიშვნელოვანი, რამ გამოგვრჩა აღსანიშნავ-ხაზგასასმელი:  თანამშრომლობის  შანხაის ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფო, მიუხედავად სხვადასხვა რელიგიური კონფესიისა,  ერთად და ცალ-ცალკე,  ტრადიციული, მამა-პაპათა ზნეობრივი წესით ცხოვრობენ, განსხვავებით ე.წ. კოლექტიური დასავლეთისა (აშშ), სადაც,  მიუხედავად უფლის  მიერ „გაცემული“ დაბადების მოწმობებისა“, სატანის (რომელსაც ნეოლიბერასტულ დემოკრატიასაც უწოდებენ) შეგონებით მამრებად დაბადებულნი გაიძახიან, – ქალები ვართო და პირიქით. სწორედ ის აცოფებთ სოროსის თანამედროვე  სატანისტებს, რომ ქართველებსა და მათ მსგავს ჯიუტ ერებს ვერც მათრახითა და ვერც თაფლაკვერით –  ვერაფრით ვერ შეგვაძენინეს პირდაპირ ჯოჯოხეთში (რომელსაც ლიბერალური დემოკრატია ჰქვია) მიმავალი მატარებლის ბილეთი.

თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ უკრაინის მიწაზე აშშ-რუსეთს შორის ომი სატანასა და ღმერთს შორის ომია. და, როგორც დიდი სამამულო ომის პერიოდში  საბჭოთა კავშირში ამბობდნენ: „Наше дело правое, враг будет разбит, победа будет за нами!“

ზევით გეოპოლიტიკის „კონსერვატიული ფლანგი“ ვახსენე, მაგრამ ლიბერასტული ფლანგიც არსებობს  და  სწორედ მისი ერთ-ერთი ლიდერის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის, ინიციატივით შეიკრიბა პრაღაში  44 სახელმწიფო  რუსეთის გარეშე უსაფრთხოების  თემაზე სამსჯელოდ, მაგრამ…

ნათქვამია, კაცი ბჭობდა,  ღმერთი იცინოდაო.. ამ  წერილის ფინალი სხვაგვარად მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ ყველაფერი ევროკავშირისა და აშშ-ის უძღებმა შვილმა, უკრაინის კლოუნმა პრეზიდენტმა (რომლის პროვოკაციული განცხადებები აშშ-ევროპასაც კი, რომ იტყვიან, ყელში ამოუვიდა, მაგრამ იარაღით მაინც უხვად ამარაგებენ) აურ-დაურია…

ჯერ ლამის ულტიმატუმის ენით  მოითხოვა ნატოსგან, რომ  მოსკოვისთვის ბირთვული იარაღით  დაერტყა, რაც, არც მეტი, არც ნაკლები, მესამე მსოფლიო ომის დაწყებას, ანუ პლანეტა დედამიწაზე სიცოცხლის მოსპობას ნიშნავდა, ამიტომ, მიუხედავად ურთიერთსიყვარულისა, კიევის რეჟიმმა ნატოსგან „სამი თითის კომბინაცია“ მიიღო.

რუსეთის არმიის მიერ სტრატეგიული უკანდახევისა და სტრატეგიულად უმნიშვნელო სოფლების დატოვების შემდეგ  ზელენსკიმ რუსეთთან ომში გამარჯვების ზღაპარი დაიჯერა და გადაწყვიტა,  პუტინისთვის დაბადებიდან  70-ე  საიუბილეო წელი ყირიმის ულამაზესი ხიდის აფეთქებით „მიელოცა“.  პუტინმა კი მეორე დღესვე დაიწყო შურისძიების ოპერაცია კოდური სახელწოდებით „ევროპა უკრაინის გარეშე“…  ადრე  ვლადიმერ პუტინი ამბობდა, – რუსეთს ომი ჯერ არ დაუწყია, ჯერჯერობით მხოლოდ სპეცოპერაცია მიმდინარეობსო და…  რუსეთმა, პრაქტიკულად, მთელი უკრაინა სარაკეტო დარტყმებით გაანადგურა. ეს ომი, სულ ცოტა, უკრაინის სახელმწიფოებრიობას დაასრულებს და სად შეჩერდება რუსეთი, ნატოში ამაზე მარჩიელობენ.

ყოველ შემთხვევაში ის „პუჭურა“ სახელმწიფოები, რომლებსაც ხიდის აფეთქება „ბალზამად“ წაესვათ გულზე და ზელენსკის გამარჯვებას ულოცავდნენ, თავისას მიიღებენ, ხოლო უკრაინა გაქრება პოლიტიკური რუკიდან და ბანდერელ ფაშისტებისგან გათავისუფლებულ მალოროსიაში უკრაინელები  და რუსები, როგორც ერთი ისტორიის,  კულტურისა და სარწმუნოების ხალხი, ძველებური ძმობით იცხოვრებენ.

დავით მხეიძე

P.S. რუსეთი  უკრაინის შემდეგ ამიერკავკასიისთვის, ანუ საქართველოსთვისაც რომ მოიცლის, უეჭველია, რადგან თბილისი ოდითგან იყო ამიერკავკასიის არაოფიციალური დედაქალაქი. ვინც ფლობდა თბილისს, მისი იყო ამიერკავკასიაც და ვაი, შენ საქართველოვ, ნატო-ნატოს სკანდირებითა და ზურა (გირჩი) ჯაფარიძის შიშველი უკანალით თუ დახვდები ერთმორწმუნე სახელმწიფოს,  რომელშიც მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here