Home ახალი ამბები მსოფლიო ევროპა რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვას ზრდის და მათ აკრძალვაზე მსჯელობს

ევროპა რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვას ზრდის და მათ აკრძალვაზე მსჯელობს

124
ევროპა რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვას ზრდის და მათ აკრძალვაზე მსჯელობს

ევროპა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს ზრდის. საკონსულტაციო კომპანია ICIS-ის მონაცემებით, ევროპაში თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის თითქმის 13% რუსეთის ფედერაციაზე მოდის. ხოლო, ევროკომისიის მონაცემებით, მიმდინარე წლის ცხრა თვეში რუსეთიდან მიწოდება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 46%-ით გაიზარდა. ამავდროულად, ევროკავშირის ხელისუფლება აგრძელებს რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტზე უარის თქმის შესაძლებლობის განხილვას.

ევროკავშირმა უკვე აკრძალა ნახშირისა და ნავთობის საზღვაო იმპორტი რუსეთიდან. ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე ემბარგო 2023 წლის 5 თებერვლიდან ამოქმედდება. ევროკავშირი ეტაპობრივად აპირებდა მილსადენით მიწოდებული რუსულ გაზზე უარის თქმას, მაგრამ „ჩრდილოეთ ნაკადზე“ მომხდარმა დივერსიამ და რუსეთის წინააღმდეგ არასწორად გააზრებულმა სანქციებმა ევროპის ქვეყნები, ფაქტობრივად, მის გარეშე დატოვა.

თხევადი ბუნებრივი აირის სექტორი ასევე მოექცა სანქციების ქვეშ, მაგრამ არა ექსპორტი, არამედ აღჭურვილობის მიწოდება გაზის გათხევადების რუსული ქარხნებისთვის. მოსალოდნელი იყო, რომ ეს შეუძლებელს გახდიდა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ახალი პროექტების დაწყებას. ჯერჯერობით, რუსული თხევადი გაზის მთლიანი ექსპორტი წელიწადში 30 მილიონი ტონაა (დაახლოებით 41,8 მილიარდი კუბური მეტრი). შედარებისთვის: რუსული გაზის მთლიანი ექსპორტი 2021 წელს შეადგენდა 200 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტს.

ევროკავშირის აკრძალვა თხევადი ბუნებრივი აირის ტექნოლოგიების მიწოდების შესახებ რუსეთისთვის ფატალური არ გახდა. კომპანია Novatek-მა განაცხადა, რომ გაზის გათხევადების უმსხვილესი პროექტის, Arctic LNG-2-ის გაშვების თარიღები არ შეიცვლება. პირველი ხაზი 2023 წლის დეკემბერში დაიწყებს ოპერირებას, მეორე, ნაწილობრივ რუსული აღჭურვილობით, 2024 წელს, ხოლო მესამე, სრულად რუსული აღჭურვილობით, 2026 წელს. ქარხნის ჯამური სიმძლავრე იქნება 19,5 მილიონი ტონა წელიწადში. შემდეგი არის Ob LNG, Arctic LNG-1, ასევე გაზპრომის გაზის ქიმიური კომპლექსი ბალტიისპირეთში. საერთო ჯამში, ამ პროექტებმა უნდა გაზარდოს რუსეთში თხევადი ბუნებრივი აირის წარმოება 120 მილიარდ კუბურ მეტრამდე წელიწადში. ერთი მხრივ, ამით ევროპა უნდა იყოს კმაყოფილი გაზსადენით მომარაგების არარსებობის პირობებში, მაგრამ, მეორე მხრივ, არავის გაუუქმებია პოლიტიკური დაკვეთა.

როგორც ეროვნული ენერგეტიკული უსაფრთხოების ფონდის ხელმძღვანელის მოადგილე ალექსეი გრივაჩი აღნიშნავს, ევროპელები ნამდვილად არ არიან მზად სანქციებისთვის რუსული გაზის და, განსაკუთრებით, თხევადი ბუნებრივი აირის წინააღმდეგ, რადგან ეს კიდევ უფრო გააღრმავებს ენერგეტიკულ კრიზისს. ეს ჩანს რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის დინამიკიდან, ხოლო უახლოეს თვეებში, ალბათ, Yamal LNG-დან და ბალტიისპირეთის საშუალო ზომის პროექტებიდან ყველა თხევადი გაზი ევროპაში წავა, რადგან იქ ბალანსი დეფიციტურია. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Yamal LNG პროექტის გაზის მნიშვნელოვან ნაწილს ბაზარზე აწვდიან უცხოელი აქციონერები – ფრანგული TotalEnergies, ჩინური CNPC და მსხვილი ტრანსნაციონალური მოვაჭრეები. მეორეს მხრივ, ევროკავშირს ახალი შეზღუდვების შემოღების ნაკლები ვარიანტი რჩება, ხოლო პროცესს დიდი ინერცია აქვს. რიან სპონსორებიც, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ბაზარზე ფასების ზრდით და მაღალი ფასის შენარჩუნებით. რა თქმა უნდა, არ უნდა ვიქონიოთ ილუზია – როგორც კი ფიზიკურად შეძლებენ გვერდი აუარონ რუსეთიდან მომარაგებას, დაწესდება სანქციები, მიიჩნევს ექსპერტი.

თხევადი ბუნებრივი აირის ბაზარზე, განსაკუთრებით ცივ თვეებში, ფასები გაცილებით ცვალებადია, ვიდრე ნავთობზე, მგრძნობიარეა თუნდაც მცირე სიახლეების მიმართ, – განმარტავს ალექსეი კოკინი, „Открытие Инвестиции“-ის მთავარი ანალიტიკოსი ნავთობისა და გაზის სექტორში. ამიტომ, ისეთი ძირითადი მიმწოდებლის გამოთიშვა, როგორიცაა „ნოვატეკი“ ან „გაზპრომი“, ძალიან არასასურველია მომხმარებლებისთვის. მიუხედავად ამისა, რამდენიმე წლის ჰორიზონტზე, ასეთი აკრძალვები შესაძლებელია.

“БКС Мир инвестиций”-ის საფონდო ბირჟის ექსპერტის, ევგენი მირონიუკის თქმით, ამ ზამთარში ევროკავშირი არ აპირებს რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის პირდაპირ აკრძალვას, რადგან ევროპის მთავრობებზე მიმდინარეობს ზეწოლა ინფლაციის სწრაფი ტემპის გამო. რუსული თხევადი ბუნებრივი აირის პოტენციური ჩანაცვლების საკითხთან დაკავშირებით, ევროპელებს მხოლოდ ამერიკული Freeport LNG ქარხნის საპროექტო სიმძლავრის ზრდის იმედი აქვთ (მოსალოდნელია მომავალი წლის დასაწყისში) და 2026 წელს ყატარში თხევადი ბუნებრივი აირის დიდი ქარხნის გაშვების. ამიტომ, სამომავლოდ შესაძლებელია განიხილონ თხევადი ბუნებრივი აირის ფასის ზედა ზღვრის შემოღება, მისი გადამტანი გემების დაზღვევის აკრძალვა.

ახლა რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის წინააღმდეგ ნებისმიერი ქმედება გამოიწვევს გაზის ფასის ზრდას.

მაგრამ ევროკავშირმა უკვე მიიღო ზომები, რომლებიც აზიანებს თავად ევროპის ეკონომიკას. ისეთი ნაბიჯების შედეგებს, როგორიცაა ნავთობის ან ქვანახშირის იმპორტის აკრძალვა, აცნობიერებდნენ ევროპელი მაღალჩინოსნები, მაგრამ ამან არ შექმნა დაბრკოლება შეზღუდვების დაწესებისთვის. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია იმის გარანტია, რომ ევროკავშირი არ დააწესებს ემბარგოს რუსული თხევადი ბუნებრივი აირის შეძენაზე. მეორე მხრივ, თხევადი გაზი მობილური პროდუქტია და ახლა მასზე დიდი მოთხოვნაა, ამიტომ რუსულ კომპანიებს არ გაუჭირდებათ მისი გადამისამართება სხვა ბაზრებზე. უფრო მეტიც, როგორც კოკინი აღნიშნავს, თხევადი ბუნებრივი აირის ბაზარი ახლა იმდენად მნიშვნელოვანია მთელი ჩრდილოეთ ნახევარსფეროსთვის, რომ ნაჩქარევი და არასწორად გააზრებული შეზღუდვები (როგორიცაა რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის ან გემების დაზღვევის აკრძალვა) ფასების სწრაფ ზრდას გამოიწვევს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here