Home ახალი ამბები საქართველო დრო დრონივით ჩაგვიქროლებს და…

დრო დრონივით ჩაგვიქროლებს და…

531

ყველამ მოისმინეთხალხის ძალისგანცხადება, რომელიც 26 თებერვალს გავრცელდა. ამ განცხადებაში მთელი სიმწვავით  დავა საქართველოს  საგარეო ორიენტაციის საკითხი. დიდი ხანია, რაც ამგვარი შეკითხვის დასმაც კი პრაქტიკულად აკრძალულია, რადგან საქართველო დასავლეთის ისტორიულ ნაწილად  გამოცხადდა და ამ საკითხის წამოწევა სამშობლოს ღალატად აღიქმება. „ხალხის ძალისმიერ დასმულმა ამ შეკითხვამ ამიტომაც იქონია  შოკისმომგვრელი ეფექტი: „საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, არის თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები, თავისი არსითა და შინაარსით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი?”   

ჯერჯერობით მხოლოდ შეკითხვა დაისვა, სხვა არაფერი მომხდარა, მაგრამ ამ შეკითხვის დასმას მეხის გავარდნის ეფექტი ჰქონდა. შეკითხვის დასმამ როდესაც ასეთი ეფექტი იქონია, რას შევადაროთ ის ეფექტი, რომელიც იმავე „ხალხის ძალის” მიერ საკუთარ შეკითხვაზე გაცემულმა პასუხმა გამოიწვია: ოცდაათწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა დღემდე ლიტონ სიტყვებად რჩება, ამ სიტყვების უკან კი მხოლოდ შიშველი ამერიკული ინტერესები მოჩანს“. დიდი ხნის განმავლობაში ამერიკისკენ ორიენტირებული ქართული საზოგადოებრივი ცნობიერებისთვის ეს, ალბათ, ატომური ბომბის გასკდომის ტოლფასი იყო.

აქვე ვიტყვი, რომ პირადად ჩემთვის და ჩემი თანამებრძოლებისთვის ამაში ახალი არაფერია. ამერიკული პოლიტიკის ბანგისგან საქართველოს გამოღვიძების საქმეს შეალიეს სიცოცხლე 1992 წლის მოწვევის პარლამენტის სპიკერმა, პროფესორმა ვახტანგ გოგუაძემ და გენერალმა პანტელეიმონ გიორგაძემ;  ამ მიმართულებით დღემდე ნაყოფიერად იღვწიან საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პიროვნებები: თემურ ფიფია და მიხეილ ჟღენტი. თქვენმა მონა-მორჩილმა კი ოცდაათწლიან დაუღლელ ბრძოლასთან ერთად პუბლიცისტურ, მხატვრულ და მეცნიერულ ნაშრომთა ოცდაათი ტომი მიუძღვნა ამ საქმეს. დღეს ბევრი მუშაობს ამ მიმართულებით. ჩვენც ბევრი თანამოაზრე გვყავდა, მაგრამ, ცხადია, ყველას ვერ ჩამოვთვლი. მხოლოდ ის პიროვნებები დავასახელე, რომლებმაც სიმართლის სამსახურში დგომის მთელი სიმძიმე საკუთარ თავზე აიღეს და უმძიმესი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ. ჩვენ, ვინაც ეს ჯოჯოხეთი გამოვიარეთ, „ხალხის ძალის” მიერ გაკეთებული განცხადება ვერც ჭეშმარიტებით გაგვაკვირვებს და ვერც გაბედულებით. ჩვენთვის ეს ფაქტი ჩვენ მიერ გამოვლილი გზის სისწორისა და  ხალხის გამოღვიძების სასიამოვნო დასტურია მხოლოდ; ამასთან ერთად, უტყუარი ნიშანია იმისა, რომ დასავლეთის ბინძური პოლიტიკით შეურაცხყოფილ ქართველ ხალხს საპროტესტო განწყობა ეუფლება. „ხალხის ძალა” კი ამ სახალხო პროტესტის გამხმოვანებელ დეპუტატთა ჯგუფია, რომელიც პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან საზოგადოებრივ სულისკვეთებას გამოხატავს.

„ხალხის ძალა“ რიტორიკულ შეკითხვას სვამს: რამდენად გვიღირს სტრატეგიული პარტნიორობა იმ სახელმწიფოსთან, რომელიც საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ფასეულობების შერყევით, რევოლუციის მოწყობის გამუდმებული მცდელობითა და ლგბტპროპაგანდის თავს მოხვევით არის დაკავებული? „ხალხის ძალის” წევრებს სამაგალითოდ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის,  ენტონი ბლინკენის,  მიერ მისი უწყების თანამშრომლებისთვის მიცემული ერთი რეკომენდაციის შინაარსი მოაქვთ, რომელიც მისი არაადამიანურობით მართლაც თავზარდამცემია: ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც თანამშრომლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ისეთი სიტყვების გამოყენებისგან, როგორიცაადედადამამა“, „ვაჟიშვილიდაქალიშვილი“, „ცოლიდაქმარი“. ბრძანებაში ნათქვამია, რომგენდერისოციალური კონსტრუქციაა და ადამიანის გენდერული იდენტობა შეიძლება არ ემთხვეოდეს სქესს, რომელიც მას დაბადებიდან მოსდგამს. შესაბამისად, ბლინკენმა თანამშრომლებს მოუწოდა, გამოიყენონ  “გენდერულად ნეიტრალური ენა, რათა გამოავლინონ პატივისცემა და თავიდან აიცილონ გაუგებრობები“.

„ხალხის ძალას” სხვა კონკრეტული მაგალითებიც მოაქვს: „სახელმწიფო მდივნის ამ ბრძანებას დროში უცნაურად დაემთხვა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ე.წ. ტრანსგენდერი ქალის მიერ გამომუშავებული ე.წ. დედის რძე ისეთივე სასარგებლოა ჩვილებისთვის, როგორიც ქალი დედის რძე. სამსახურმა პირველად გამოიყენა ტერმინი “მკერდით კვება” „ძუძუთი კვების” ნაცვლად, რადგან ის უფრო ინკლუზიურად მიიჩნია”.  

„ხალხის ძალა” კიდევ ერთ მაგალითს იშველიებს, რომელიც გარყვნილების მასშტაბითა და არაადამიანურობით გაოგნებას იწვევს: ამ მოვლენებს ასევე დროში დაემთხვა ესპანეთის ქალაქ ტორევიეხაში გამართული .. პრაიდი. აქ, პირველად ისტორიაში, 10 წლამდე ბავშვებს ხელში ლგბტ დროშები დააკავებინეს და ისინი აღლუმზე პრაიდის მონაწილეთათვის დამახასიათებელი გამომწვევი ტანსაცმლით გაატარეს. საინტერესოა, რომ ტოროვიეხას ესპანეთში ქვეყნის არაოფიციალურ გეიდედაქალაქს უწოდებენ“.

„ხალხის ძალა” ამ საშინელი მაგალითების მოტანის შემდეგ  მძიმე, მაგრამ სწორ დასკვნას აკეთებს: უკვე, საკმაოდ დიდი ხანია, ფსევდოლიბერალური იდეოლოგია და ლგბტპროპაგანდა საერთაშორისო მასშტაბით ძალას იკრებს და ახალ  სიმაღლეებს იპყრობს, თუმცა ზემოთ ნახსენები სამი მოვლენა მაინც განსაკუთრებით საგანგაშოა და საგანგებო ყურადღებას იმსახურებს. ყველაზე მძიმე ისაა, რომ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მთავარ წყაროდ უმაღლესი საფეხურის ოფიციალური დასავლური სტრუქტურები ქც. ამ ყველაფერში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის დემონსტრაციული ჩართვა უკვე ყველა კითხვის ნიშანს ხნის იმის შესახებ, თუ საიდან და ვის მიერ იმართება ეს პროცესები“.

„ხალხის ძალის” მიერ ამ განცხადების გაკეთებიდან ზუსტად მესამე დღეს აშშ-ის ელჩი, ქალბატონი რობინ დანიგანი საქართველოს პარლამენტში მიბრძანდა და ამ განცხადების პასუხად  გვითხრა, რომ იგი მეუღლეა, დედაა, დაა და ამაყობს ამით. სასიამოვნოა მისი ეს განცხადება, მაგრამ ეს არ არის პასუხი იმისა, რა პრობლემაც „ხალხის ძალამ” წამოჭრა. არც „ხალხის ძალას” და არც ქართველ ხალხს ამ ქალბატონის ტრადიციულ სქესობრივ ორიენტაციაში ეჭვი არ შეუტანია, არავინ დაინტერესებულა მისი პირადი ცხოვრებით. ჩვენ არ გვაღელვებს, კონკრეტულად ვინ როგორი ორიენტაციისაა ამერიკაში, ჩვენ გვაღელვებს  იდეოლოგიის რანგში აყვანილი გარყვნილება, რომელსაც ამერიკელები მთელ მსოფლიოში ახალ რელიგიასავით ავრცელებენ. ქალბატონ დანიგანს ამის შესახებ არაფერი უთქვამს.

„ხალხის ძალა” ამ საშინელი ფაქტების კონსტანტაციით არ იფარგლება. იგი წინასწარ ხედავს შედეგებს, რომლებიც ამას საქართველოში მოჰყვება: დღეს ამერიკაში მშობლებს უკვე აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ბავშვს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესი არ ჩაუწერონ. და თუ ეს ყველაფერი ჯერჯერობით ნებაყოფლობითია, სახელმწიფო მდივნის ბრძანების გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არცთუ  შორეულ მომავალში ამერიკულ დოკუმენტებში სქესის მითითება საერთოდ აიკრძალება პროცესები, რომლებიც ტრადიციისამებრ ამერიკის შეერთებულ შტატებში იღებს ხოლმე სათავეს და ევროპაში პოვებს გაგრძელებას, აუცილებლად იქნება ატაცებული ქართული ფსევდოლიბერალური უმცირესობის მხრიდან, რომელსაც რადიკალური პოლიტიკური ოპოზიცია და მასთან ასოცირებული ენჯეოები და მედიასაშუალებები განეკუთვნებიან“. განცხადების ავტორებმა სწორედ აქ გააკეთეს ის მძიმე დასკვნა აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის მართებულობასთან დაკავშირებით, რომლის ციტირებითაც ეს სტატია დავიწყეთ.

„ხალხის ძალის” მსჯელობა ამ საკითხზე ასე გაგრძელდა: წლების განმავლობაში თვალში ნაცარს ვიყრიდით და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ვუწოდებდით სახელმწიფოს, რომელთანაც დღემდე არც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გვაქვს, არც აქტიური სავაჭროეკონომიკური ურთიერთობები, არც პირდაპირი ფრენები და არც უვიზო მიმოსვლა; საიდანაც, უკვე 30 წელია, ინვესტიციები თითქმის არ შემოდის; რომელიც, უკვე არაერთი წელია, მისალოც წერილებსაც კი სახელმწიფო მდივნის თანაშემწის დონეზე გვიგზავნის; რომელმაც ქართულ ეკონომიკაში ფული მხოლოდ 2009 წელს ჩაასხა, როცა ერთიანი ნაციონალური აგენტოკრატია ჰქონდა გადასარჩენი; რომლის .. დახმარების 90 პროცენტი იმ ენჯეოებზე და, ფიქტიური ენჯეოების გავლით, პარტიებზე მოდის, რომლებიც საქართველოში .. პოლარიზაციის გაღვივების, სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლის, აგენტოკრატიის აღდგენისა და ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების მცდელობით არიან დაკავებულ“.

მძიმე მსჯელობაა და უმძიმესი დასკვნებია გაკეთებული. აშშ-ის სახით, სტრატეგიული პარტნიორი კი არა, სტრატეგიული მტერია დახატული. სტრატეგიული მტრის ცნება სიტყვებით ჟონგლიორობისა და მხატვრული ეფექტის მოსახდენად (სტრატეგიული პარტნიორი – სტრატეგიული მტერი) არ შემომიღია. სტრატეგიული მტერი ჩვეულებრივი მტრისგან იმით განსხვავდება, რომ ჩვეულებრივი მტრისთვის დაპყრობის, დამონებისა და კოლონიად ქცევის ობიექტი თუ ხარ, სტრატეგიული მტრისთვის სხვა, შენზე უფრო დიდ ქვეყანასთან ბრძოლის ინსტრუმენტად მოიაზრები, ერთჯერადად მოსახმარ სახელმწიფოდ ყალიბდები, ერთხელ გასასროლი ჭურვის ან ერთხელ გასაშვები კამიკაძე დრონის ფუნქციას იძენ, რომლის არსებობა მისთვის დაკისრებული ფუნქციის შესრულებისთანავე მთავრდება. კონკრეტული მაგალითის მოყვანას თუ მომთხოვთ, შორს წასვლა არ მოგვიწევს, აგერ არის უკრაინა. აშშ  უკრაინის სტრატეგიული მტერი აღმოჩნდა. ეს ულამაზესი ევროპული ქვეყანა ფიზიკურად შესწირეს საკუთარ გეოპოლიტიკურ ინტერესს, ნაღმივით ააფეთქეს რუსეთის ტანკების მუხლუხების ქვეშ და… მორჩა, ყველაფერი დამთავრდა. აშშსთვის საქართველოც ერთჯერადი სახელმწიფოა, ერთი ჭურვი თუ ერთი დრონია, ოღონდ გაცილებით შეზღუდული შესაძლებლობებით, ვიდრე უკრაინა არის, თუიყო.

„ხალხის ძალამ” ამ განცხადებაში სათქმელი ბოლომდე თქვა: ამერიკული ფულით ამერიკული ინტერესების გატარება საერთოდ არ იქნებოდა პრობლემა, ამერიკისა და საქართველოს ინტერესები ზოგად დონეზე მაინც რომ ემთხვეოდეს ერთმანეთს. მთავარი პრობლემა სწორედ ისაა, რომ ამერიკული ინტერესები ჩვენს ეროვნულ ინტერესებს პრინციპულად არის აცდენილი“.

როგორც ხედავთ, „ხალხის ძალის” მიერ გაკეთებულ განცხადებაში, ტაქტიკურ შეცდომაზე კი არა, სტრატეგიულ შეცდომაზეა საუბარი, იმთავითვე არასწორ და დამღუპველ საგარეო ორიენტაციაზეა საუბარი, რომელიც ვერაგულად მოგვახვიეს თავს და მიზანმიმართულად გვგუდავენ. კარგია, რომ „ხალხის ძალის” წევრებს ჰყოფნით ამ უმძიმესი ფაქტების დანახვისა და გაცნობიერების, მათთვის სწორი სახელის დარქმევის გამბედაობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი არაფერს გვეუბნებიან გადარჩენის გზათა შესახებ. უფრო სწორად, გვეუბნებიან, მაგრამ არა ისეთივე სიმტკიცითა და პირდაპირობით, არა ისეთივე კონკრეტიკითა და ხაზგასმულობით, როგორც საკითხის დასმის ნაწილში. ისინი გვეუბნებიან: მთავარია, ხალხი აღიჭურვოს სიმართლით მიმდინარე პროცესების შესახებ, რადგან სახელმწიფო ინტერესებისა და ეროვნული ფასეულობების ეფექტიანად დაცვა მხოლოდ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალას შეუძლია.

კი, ხალხმა უნდა გაიგოს და უნდა იცოდეს სიმართლე. ეს საფუძველთა საფუძველია, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ არის თავის დასახსნელად და ქვეყნის გადასარჩენად. ქართველ ხალხს, როგორც უნდა დაირაზმოს და გაერთიანდეს, ის პოტენციალი არ გააჩნია, რომ ამერიკული პოლიტიკის ექსპანსიას, ამერიკული გარყვნილებისა და სიბინძურის ნიაღვარს აღუდგეს და გაუძლოს. უძლიერეს სტრატეგიულ მტერთან ბრძოლაში  უძლიერესი სტრატეგიული პარტნიორი გვჭირდება. ეს ის ბრძოლაა, რომელში მარტო ვერაფერს გავხდებით, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ პარტნიორი, გარედან შემოგდებული და ხელოვნურად თავსმოხვეული ფორმულების მიხედვით კი არა, ჭეშმარიტი ეროვნული იდეალებისა და საუკუნეებში გამოტარებული ღირებულებების შესაბამისად უნდა ავირჩიოთ. დასავლური ფაშიზმის აღზევების უსაშინლეს პერიოდში საქართველოს ისტორიული ადგილი იქ იყო, სადაც საუკუნის სენის დამარცხების ერთადერთი გარანტი საბჭოთა კავშირი იდგა. ახლაც, როდესაც ამერიკულევროპული ნეოკოლონიალიზმი და ნეოფაშიზმი მსოფლიოს დაპყრობას ცდილობს, თავი უკრაინულ ხაფანგში კი არ უნდა გავყოთ და უკრაინული ჭინჭები კი არ უნდა ვაფრიალოთ, რასაც ორი წელიწადია ვაკეთებთ, დასავლური ფაშიზმისა და გარყვნილებისთვის აღვირისამომდები რუსეთის გვერდით უნდა დავდგეთ. თუთიყუშებივით კი არ უნდა ვიმეოროთ, – რუსეთი ოკუპანტია, რუსეთი ოკუპანტია, არამედ დასავლური პოლიტიკის იმ ფილოსოფიას უნდა ჩავწვდეთ, რომელმაც  რუსეთი არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ უკრაინისთვისაც ოკუპანტად და მოსისხლე მტრად აქცია. მხოლოდ სატანურ ძალას (ისეთს, როგორიც აშშ და კოლექტიური დასავლეთია) შეეძლო პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ვითარების ისე დახლართვა, რომ რუსეთი აქ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე, იქ კი საომარ მოქმედებებზე წასულიყო. მოვლენათა არსს თუ ვერ ჩავწვდებით და ზედაპირულ შემფასებლებად დავრჩებით, რუსეთში  ისტორიულ (სტრატეგიულ) მტერს და, შესაბამისად, აშშ-ში სტრატეგიულ პარტნიორს დავინახავთ, მაგრამ პოლიტიკურ სიღრმეში თუ ჩავიხედავთ, ზედაპირული წარმოდგენები თავდაყირა დადგება და ამერიკული პოლიტიკის არა მხოლოდ უსამართლობასა და უზნეობას, მის არაადამიანურ ხასიათსაც ადვილად დავინახავთ.

ამერიკული პოლიტიკა ის მოვლენაა, ომლის  წინააღმდეგ ბრძოლა ყოველი ხალხის (ამერიკელების ჩათვლით) წმიდათა წმიდა მოვალეობაა. ამ მოვალეობის აღსრულებაში რუსეთი ყოველი მათგანის (მათ შორის, ჩვენიც) ბუნებრივი მოკავშირეა, მიუხედავად იმ მოუშუშებელი იარებისა, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სახით გვაქვს და გვტკივა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისკენ მიმავალი გზაც რუსეთთან სტრატეგიულ მოკავშირეობაზე გადის. ყველა სხვა გზას საქართველო არათუ აფხაზეთისა და ცხინვალის საბოლოო დაკარგვის, არამედ შემდგომი დაშლის მიმართულებით მიჰყავს.  ახლა დაგვიანება უკიდურესად სახიფათოა, რადგან დრო, რომლის მოხელთება ჯერ კიდევ შესაძლებელია, დრონივით ჩაგვიქროლებს და… წარსულში გაუჩინარდება.

ჩვენ მიერ განსახილველ განცხადებაში ამის შესახებ, სამწუხაროდ, არაფერია ნათქვამი, მაგრამ მალე დადგება დრო, როდესაც წინა პლანზე, „ხალხის ძალა” კი არა, თვითონ ხალხი წამოიწევს და მისი ერთიანი, ძლიერი და შეუვალი სულისკვეთება ისტორიული ჭეშმარიტების სახელით ალაპარაკდება.

ვალერი კვარაცხელია                                                                              

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here