Home ახალი ამბები საქართველო დეიმონ ვილსონი – ჯანსაღ, ძლიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ლგბტ საზოგადოება ამ დემოკრატიული ცხოვრების...

დეიმონ ვილსონი – ჯანსაღ, ძლიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ლგბტ საზოგადოება ამ დემოკრატიული ცხოვრების ნაწილი უნდა იყოს – ვამაყობთ, რომ ამაში ვმონაწილეობთ

94

მოხარული ვარ, რომ კვლავ ვსტუმრობ საქართველოს, მიყვარს ეს ქვეყანა, ხალხი, შთაგონებული ვარ ქართველი ხალხის ერთგულებით დემოკრატიის მიმართ, ევროპული მომავლის მიმართ, – ამის შესახებ დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დეიმონ ვილსონმა ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, სურს, სოლიდარობა გამოხატოს ლგბტ საზოგადოების მიმართ და პრაიდს შეუერთდეს.

„საქართველოში მანამდეც ვყოფილვარ, თუმცა როგორც დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტი პირველად ვიმყოფები. ვამაყობთ იმით, რომ ვართ საქართველოს დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, ხანგრძლივი მხარდამჭერები და ასევე ვართ მნიშვნელოვანი ინსტიტუტების, IRI-ის, NDI-ის მხარდამჭერები. ჩვენ ახლა აქ იმიტომ ვიმყოფებით, რადგან გასული წლის 5 ივლისს, დიდი მწუხარებით ვადევნებდი თვალს იმ ძალადობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა, ჟურნალისტის დაღუპვას და პრაიდის გარშემო არსებულ გამოწვევას. ჩვენ აქ ვიმყოფებით პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩვენი ყოფნა პრაიდის ჩატარების პერიოდს დაემთხვეს. მსურს, ამაღამ შევუერთდე პრაიდს და სოლიდარობა გამოვხატო ლგბტ საზოგადოების მიმართ. ჯანსაღ, ძლიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ლგბტ საზოგადოება ამ დემოკრატიული ცხოვრების ნაწილი უნდა იყოს. ასე რომ ვამაყობთ, რომ ამაში ვმონაწილეობთ,“- აღნიშნა დეიმონ ვილსონმა.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here