Home ახალი ამბები საქართველო ასე  რამ  გადაგრიათ  ქართველებო,  მართლა  სულ  დაუსტვინეთ ?!

ასე  რამ  გადაგრიათ  ქართველებო,  მართლა  სულ  დაუსტვინეთ ?!

(რუსეთ–უკრაინის ომი და ჩვენი დამოკიდებულება: რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებისადმი, მეორე ფრონტისადმი, რუსებისადმი)

803

ისე აირია მსოფლიო რუსეთ–უკრაინის, ფაქტობრივად კი, რუსეთსა და დასავლეთს შორის გაჩაღებული ომის შემდეგ, რომ არათუ შორეული მომავლის, ხვალინდელი დღის განჭვრეტაც კი ძალიან ჭირს. ეს ორი მხარე დროზე თუ არ მოეგო გონს, გლობალური კატასტროფა გარანტირებული გვექნება და, ყოფილმა  თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა  თავისი ნატვრაც თუ აისრულა (ამაზე, –  მოგვიანებით), მაშინ  ერთ–ერთი პირველები მოუსავლეთში წამსვლელებიდან, უთუოდ ჩვენ, ქართველები ვიქნებით!

ჯერ, შუა ევროპაში ატეხილი ომის მიზეზებზე ვთქვათ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და, შეიძლებოდა თუ არა რუსებსა და უკრაინელებს შორის ძმათამკვლელი ომის თავიდან აცილება. უპირველესად, ბუნებრივია,  უნდა ვიცოდეთ, თუ რას მოითხოვდა ომის წამომწყები მხარე, ანუ რუსეთი.

ამის გასარკვევად კი ოდნავ უკან უნდა დავიხიოთ.  ვარშავის სამხედრო ბლოკის და საბჭოთა კავშირის  დაშლის შემდეგ (1991) „ნატოს“ ბლოკის საჭიროება  აღარ იყო და ისიც რომ დაშლილიყო, მხოლოდ წაადგებოდა მსოფლიოს,   მაგრამ მოხდა პირიქით –  მიუხედავად იმისა, რომ  აშშ–ს, როგორც რუსები ამტკიცებდნენ, პირობა ჰქონდა მიცემული  საბჭოთა კავშირისთვის – „ნატოს“ აღმოსავლეთისკენ არგაფართოების შესახებ, იგი  სწორედ აღმოსავლეთისკენ, რუსეთის მიმართულებით  გაფართოვდა. 

დასავლეთმა ნახა, რომ რუსეთის საქმე სულ უკან–უკან მიდიოდა, რომ იგი უძლურდებოდა  როგორც  სამხედრო, ისე ეკონომიკურ სფეროში და,  ამით ისარგებლა – 1999 წელს დაარღვია პირობა  და  „ნატოს“ წევრად  სამი სახელმწიფო მიიღო: პოლონეთი, უნგრეთი და ჩეხეთი.

საქმე იმაშია, რომ გორბაჩოვის (იაკოვლევ–შევარდნაძესთან ერთად) გამყიდველი პოლიტიკის თუ უთავობის შედეგად დასავლეთსა და სსრკ–ს შორის მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება მოხდა, მაგრამ არც ამის დამადასტურებელი  რაიმე საბუთი აღმოჩნდა რუსეთში, კოლექტიური დასავლეთი კიკატეგორიულად უარყოფდა: მსგავსი დაპირება,  –  აღმოსავლეთისკენ  „ნატოს“  არგაფართოვების შესახებ,  არასოდეს არ მიგვიციაო! ამით ხელ–ფეხ გახსნილმა აშშ–მა უკვე 2004 წლისთვის „ნატოში“გააწევრიანა აღმოსავლეთ ევროპის ყველა სახელმწიფო, მათ შორის, ბალტიისპირეთის სამივე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა (საერთო ჯამში კი, 2020 წლისთვის   „ნატო“ 14 (!) სახელმწიფოთი  გაფართოვდა). უშუალოდ რუსეთის საზღვრამდე დარჩენილი იყო ერთადერთი უკრაინა, რომელიც, შეიძლება ითქვას, ცხვირწინ ააცალა ამერიკამ რუსეთს,  გადაიბირა, მოაწყო რა 2014 წლის „მაიდანი“, ანუ შეიარაღებული გადატრიალება და  დაიწყო უკრაინის გამალებული შეიარაღება, არმიის გადაწყობა ამერიკის ყაიდაზე და დაცვითი ზღუდეების მშენებლობა. მართალია, თითქოს, რუსეთმაც მაგიერი მიუზღო ამერიკასაც და უკრაინასაც (განდგომის გამო) –  მანაც ცხვირწინ  ააცალა ყირიმი და რუსეთს მიუერთა, მაგრამ ამერიკის ჩანაფიქრისთვის ეს უკეთესიც იყო, რადგანაც მას უკრაინის (და არც საქართველოს) ტერიტორიული მთლიანობა აბსოლუტურად არ აინტერესებს და არც ანაღვლებს, მისი  მთავარი მიზანი ამ ორი სახელმწიფოს  (პერსპექტივაში კი – შუა აზიის და ამიერკავკასიის დანარჩენი სახელმწიფოებისაც)  რუსეთთან დაპირისპირება და სამკვდრო–სასიცოცხლოდ  გადაკიდებაა.  ამიტომ,  ყირიმის  მიერთება და აფხაზეთ–სამაჩაბლოს საქართველოსგან გამოყოფა მხოლოდ ამძაფრებდა უკრაინისა და საქართველოს დამოკიდებულებას რუსეთთან, რაც, ბუნებრივია, ამერიკის წისქვილზე ასხამდა წყალს. საკვირველი მხოლოდ  ის არის, რომ ამერიკელებმა მეზობელი სლავები, მოძმე უკრაინელები უფრო მეტად გადაკიდეს რუსებს, ვიდრე, –  ჩვენ, კავკასიონის ქედს აქეთ მცხოვრებნი.  2014 წლიდან დაწყებული, უკრაინაში მძვინვარე რუსოფობია – რუსების შევიწროება, რუსულ ენაზე სწავლების აკრძალვა, სამამულო ომში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალების, გამოჩენილი მხედარმთავრების ძეგლების ნგრევა და წაბილწვა, ხოლო უკრაინელი ფაშისტების გაფეტიშება, ეროვნულ გმირებად წარმოჩენა,  ფაშისტური სიმბოლიკის მქონე სამხედრო შენაერთების შექმნა და მაშხალებით მარშირება ჩვეულებრივი მოვლენა გახდა უკრაინის ქალაქებში. მსგავსი რამ საქართველოში  2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგაც კი არ ყოფილა. 

აქ ერთი რამ იპყრობდა ყურადღებას – მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის რადაში (პარლამენტში) 500 დეპუტატიდან 300 (!) ებრაელი ეროვნების დეპუტატია და ყველა უმაღლესი თანამდებობაც მათ უკავიათ (პრეზიდენტი იქნება, რადას თავმჯდომარე,  მინისტრები, გუბერნატორები თუ ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ოლიგარქები!), მათგან  არავის არ უცდია ამ მოფაშისტო ნაციონალისტების ალაგმვა, შესაბამისი კანონების მიღება  ან მოსახლეობისთვის იმის ახსნა–განმარტება, რომ  ბანდერას, შუხევიჩის და სხვების გმირებად წარმოჩენა, რომლებსაც ათეულ ათასობით უკრაინელი ებრაელის ცოდვა აწევთ კისერზე,   ყოვლად დაუშვებელია. შეუძლებელია, რომ ასეთმა უმოქმედობამ საფუძვლიანი ეჭვები არ აღუძრას  ნებისმიერ ადამიანს, პოლიტიკაში ჩაუხედავსაც, ხოლო  ასე თუ ისე ჩახედულები კი, რომლებსაც სიონისტების სანუკვარი მიზნის –  ახალი ებრაული სახელმწიფოს, ე.წ. ზეციური იერუსალიმის  შექმნის პროექტის არსებობის შესახებ სმენიათ (უკრაინის ხუთი ოლქის: დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ნიკოლაევის და ოდესის ტერიტორიაზე),  არ დაარწმუნოს იმაში,რომ ამ მიზნის მისაღწევი წინასწარი სამუშაოები  უკვე ექვსი თვეა მიმდინარეობს ამ ოლქებში საომარი მოქმედებების სახით.

თუ რა შუაშია ომი და ხოცვა–ნგრევა ახალი სახელმწიფოს შექმნასთან, ამას გვიხსნის  ცნობილი უკრაინელი საზოგადო მოღვაწე, მწერალი და პუბლიცისტი, ებრაული ეროვნების ედუარდ ხოდოსი, რომელმაც ჯერ კიდევ  2014 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა „მიმართვა უკრაინელებს. ხაზარების კაგანატი: სისხლი და ჯოჯოხეთი“. მიმართვის არსი ასეთია: ებრაელები, იყენებენ   რა უკრაინელ ნაციონალისტებს, უკრაინისგან ქმნიან  ხაზარების კაგანატს.  ისინი იპყრობენ უკრაინის ტერიტორიას, რომელსაც სიმბოლურ ვერცხლის ლანგარზე დადებულს, უკრაინელები, რუსების, როგორც მტრების მიმართ სიძულვილის პროპაგანდით გასულელებულები, თავადვე  მიართმევენ მათ.  ცნებების ჩანაცვლება –აღრევა  ებრაელების კლასიკური ხერხია: რუსი,  სისხლისმიერი ძმა მტრად არის  გამოცხადებული.  რუსები და უკრაინელები თითქმის ისეთივე სათაგურში მოხვდნენ, როგორშიც 1917 წელს, როდესაც მოძმე სლავი ხალხები, ებრაელი პროპაგანდისტების მიერ წითლებად და თეთრებად გაყოფილები, ერთმანეთს ხოცავდნენ, რათა ხელისუფლებაში ბოლშევიკები მოეყვანათ, რომელთა ზემდგომი ფენა  თითქმის მთლიანად ებრაელებისგან შედგებოდა. სამწუხაროდ, მას შემდეგ  ბევრი უკრაინელი და რუსი დიდად არ დაჭკვიანებულა. დღეს ისინი ერთმანეთს ხოცავენ უკრაინაში, რათა ებრაელებს ადგილი გაუნთავისუფლონ, იმათ, ვინაც ეს სისხლიანი დაპირისპირება გააჩაღა. ამ მიმართვაში არავითარი ანტისემიტიზმი არ არის! ეს მხოლოდ ისტორიული ფაქტებია, სრული სიმართლე.

მკითხველს შევახსენებ: ყველაფერ ამას წერს ებრაელი კაცი – რაბინი, ხარკოვის რეფორმისტული იუდაიზმის ებრაელთა საზოგადოების ხელმძღვანელი, იუდეური მოძრაობა ხაბად ლიუბავიჩის მოწინააღმდეგე.

ახლა ვნახოთ რას ამბობს „ზეციური იერუსალიმის“  პროექტის აღმასრულებელი დირექტორი იგორ ბერკუტი:  „ზეციური (ახალი) იერუსალიმის პროექტის განხორციელებას სტარტი 2014 წელს მიეცა:  პირველი ხუთი წელი – არსებული სისტემის ლპობა  და გახრწნაა; მეორე ხუთი წელი – დესტრუქცია  და ფრაგმენტაცია 2019–დან  (ანუ, რაც ამჟამად მიმდინარეობს უკრაინაში. – ი.ლ.) და, 2024–დან – რეფორმირება.   2029  წელი კი ახალი იერუსალიმის პირველი ნაბიჯი იქნება“  (2029 წლის ბოლომდე ხუთ მილიონ ებრაელს მოელიან ახალ სამშობლოში სხვადასხვა სახელმწიფოდან, მათ შორის, რუსეთიდანაც)!

არ იფიქროთ, რომ ეს პროექტი ვიღაც ავადმყოფი ებრაელის თავში მომწიფდა, როგორ გეკადრებათ! მილიონობით ებრაელის ჩამოსახლების და მათი კეთილმოწყობის საკითხი   ისრაელის პრემიერ ნატანიახუს მიერ  შეთანხმებულია როგორც უკრაინის მაშინდელ პრემიერ გროისმანთან, ისე რუსეთის პრემიერ მედვედევთან, და პრეზიდენტ ტრამპის უფროს მრჩეველთან, მის სიძესთან კუშნერთან, რომელიც ამავე დროსებრაელთა მეტად გავლენიანი ორგანიზაციის –  ხაბად ლიუბავიჩის წევრია! პროექტს მხარს უჭერენ ისეთი ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, პოლიტოლოგები და  ანალიტიკოსები, როგორებიცაა: პოზნერი, სოლოვიოვი, სატანოვსკი, გორდონი, კედმი, პოგრიბინსკი და სხვები.

მიუხედავად პროექტის მასშტაბურობისა, იგი არ შუქდება არსად – არც მსოფლიოს და არც ადგილობრივ, უკრაინულ პრესაში (იგულისხმება მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ცენტრალური არხები). „ახალი იერუსალიმის“ პროექტის ირგვლივ ოფიციალური განცხადების გაკეთება  დაგეგმილია 2022 წელს,  უკრაინის  დეცენტრალიზაციის  შესახებ კანონის მიღების შემდეგ.

მივუბრუნდეთ „ნატოს“აღმოსავლეთისკენ გაფართოების საკითხს. 2021 წლის დეკემბერში გამართულ პრეს–კონფერენციაზე პუტინმა განაცხადა:„საბჭოთა კავშირს შეპირდნენ, რომ„ნატო“ არ გაფართოვდებოდა აღმოსავლეთისკენ, მაგრამ  ჩვენი ქვეყანა უსინდისოდ მოატყუეს, ხალხის ენით რომ ვთქვათ, უბრალოდ,  გადააგდეს…  განა ჩვენ მივედით აშშ–ის ან დიდი ბრიტანეთის საზღვრებთან? არა, ისინი მოვიდნენ და ახლა ჩვენი სახლის ზღურბლზე დგანან“ !  

სწორედ ამიტომ, – მოცემული დაპირების უხეშად დარღვევის  და რუსეთის უსაფრთხოებისთვის მეტად საშიში სიახლოვის გამო იყო რუსეთის პრეზიდენტის მოთხოვნა კატეგორიული:  ნატო დაუბრუნდება 1990–იანი წლების პოზიციებს და უარს იტყვის უკრაინის „ნატოში“ მიღებაზე, ან თავად უკრაინა გადაიფიქრებს „ნატოში“ გაწევრიანებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული ვიქნები ძალით გადავჭრა ეს პრობლემა, უკან დასახევი გზა მე აღარ მაქვს,  რუსეთის საზღვრებთან „ნატოს“ რაკეტებს, რომლებიც 5–7 წუთში მოაღწევენ მოსკოვამდე, მე არ დავუშვებ და, თუკი რუსეთის არსებობას საფრთხე დაემუქრება, ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილა, ბირთვულ იარაღსაც გამოვიყენებო!  

„ნატოში“ უკვე მიღებული 14 სახელმწიფოსთვის წევრობაზე უარის თქმა ნაკლებად მოსალოდნელი  იყო, მაგრამ უკრაინის არმიღებაზე დათანხმება კი, სავსებით რეალური  ჩანდა, მით უფრო, რომ რუსეთის მოთხოვნები არგუმენტირებული იყო. 

2021 წლის 17 დეკემბრიდან, ანუ პუტინის განცხადებიდან  2022 წლის 24 თებერვლამდე, ანუ უკრაინაში შეჭრამდე,  65 (!) დღის განმავლობაში  რუსეთი  ელოდებოდა, რომ ან ამერიკა  მოეგებოდა გონს ან – უკრაინა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა: „ჩვენ არავითარი პირობა არ მიგვიცია  და, ამიტომ გავაგრძელებთ აღმოსავლეთისკენ გაფართოებასო (ანუ უკრაინასთან ერთად  მოლდოვას და საქართველოს მიღებასაცო, – იენს სტოლტენბერგი), ხოლო უკრაინამ: ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და „ნატოში“ შესვლა ჩვენი სუვერენული უფლებააო (ვლადიმირ ზელენსკი).

რუსეთის მხრიდან  ე.წ. სამხედრო სპეცოპერაციის დაწყებამდე, ანუ პირველი  ნამდვილი „ბომბის გასკდომამდე“ ერთი კვირით  ადრე, ძალიან მნიშვნელოვანი  ინფორმაციული „ბომბი გასკდა“, – ნათელი მოეფინა „ნატოს“ გაფართოებასთან დაკავშირებით ვინ ამბობდა სიმართლეს და, ვინ ტყუოდა 30 წლის მანძილზე!

გერმანულ ჟურნალში – Der Spiegel გამოქვეყნდა წერილი შემდეგი სათაურით: „აღმოჩენილი 1991 წლის დოკუმენტით დასტურდება რუსეთის მხრიდან წამოყენებული ბრალდებები“. ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორმა, ისტორიკოსმა და „ცივი ომის“ მკვლევარმა  ჯოშუა შიფრინსონმა დიდი ბრიტანეთის ეროვნულ არქივში  მიაკვლია დოკუმენტს, რომელიც შეიცავს  1991 წლის 6 მარტს ბონში აშშ–ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და გფრ–ის საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლების შეხვედრის პროტოკოლს. მას შემდეგ  ეს დოკუმენტი ინახებოდა არქივში,  გრიფით –  „საიდუმლო“.

ამ დოკუმენტით უცილობლად დასტურდება ის ფაქტი, რომ დასავლეთმა ნამდვილად მისცა სსრკ–ს აღმოსავლეთისკენ „ნატოს“ არგაფართოების გარანტიები.   აი, რას ამბობს გფრ–ის წარმომადგენელი იურგენ ხრობოგი:    „2 + 4“  მოლაპარაკებებზე  (გფრ, გდრ + აშშ, სსრკ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი) ჩვენ გარკვევით განვმარტეთ, რომ ელბის იქით „ნატო“ არ გაფართოვდება. ამიტომ, ჩვენ არ შეგვიძლია პოლონეთს და სხვებს შევთავაზოთ „ნატოს“ წევრობა“. გერმანელს  კვერს უკრავს ამერიკელი  რაიმონდ ზეიტცი:  „2 + 4“ ფორმატის  და, ასევე სხვა შეხვედრებზე, სსრკ–ს ჩვენ გავაგებინეთ, რომ არ ვაპირებთ  რაიმე სარგებლის ნახვას საბჭოთა ჯარების გაყვანით აღმოსავლეთ ევროპიდან, „ნატო“ არ უნდა გაფართოვდეს აღმოსავლეთით არც ფორმალურად და არც არაოფიციალურად“!

ეს დაპირება,  რომელიც გერმანიის გაერთიანებაზე თანხმობის სანაცვლოდ  მიეცა საბჭოთა კავშირს,  ჯოშუა შიფრინსონის აზრით სავსებით ჯდება   ე.წ.  oral contract–ში  – ზეპირი, სიტყვიერი შეთანხმების ცნებაში.  ეს, რაც შეეხება აშშ–„ნატოს“ სიტყვისკაცობას.

ახლა კი  რუსეთ–უკრაინას შორის ატეხილი ომის შესახებ.  მე არ დავიწყებ იმის მტკიცებას, თუ ვის მხარესაა სიმართლე, მკითხველმა თავად  უნდა გამოიტანოს სწორი დასკვნა მიწოდებული ინფორმაციიდან (არაობიექტურობაში და ფაქტების შელამაზებაში, დარწმუნებული ვარ, ვერავინ დამდებს ბრალს).

Der Spiegel-ში გამოქვეყნებული  დოკუმენტის შემდეგ, თითქოს, შუბლის ძარღვი უნდა შეტოკებოდა ტყუილში გამოჭერილ  ამერიკა–„ნატოს“, ცოტათი უკან უნდა დაეხია და რუსეთის ერთი მოთხოვანა მაინც – უკრაინის „ნატოში“ არმიღებასთან დაკავშირებით დაეკმაყოფილებინა,  მაგრამ არა, არც უფიქრიათ!

ჰოდა, „თუ ომი გარდუვალია, უნდა დაარტყა პირველმა“, – განაცხადა აქსიომატური ჭეშმარიტება პუტინმა. ყველას მოეხსენება, რომ  ნებისმიერ ომში, ისევე, როგორც ჩხუბში, პირველი დამრტყმელი, მით უფრო, თუ მოულოდნელად დაარტყა, უსათუოდ მოიპოვებს ხოლმე  უპირატესობას.  პირველი დარტყმით პუტინმა მართლაც მოიპოვა გარკვეული უპირატესობა და დონბასის მოსახლეობაც დაიცვა „აზოვის“ ბატალიონის დაგეგმილი თავდასხმისგან, მაგრამ სანაცვლოდ მიიღო აგრესორის, ომის წამომწყების სახელი. რაც შეეხება მოულოდნელობას, რუსეთის შეჭრა სრულებითაც არ იყო მოულოდნელი, „ნატოს“ და ზელენსკის მიერ გაცემული მტკიცე უარის შემდეგ უკრაინაში ყოველდღე ელოდნენ რუსეთის შეჭრას. ვაშინგტონ პოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ზელენსკიმ კიდეც დაადასტურა, რომ აშშ–მა გააფრთხილა იგი რუსეთის მხრიდან სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ, მაგრამ მაინც მიიღო გადაწყვეტილება არ მოეხდინა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია (რაღა სააკაშვილი და რაღა ზელენსკი!).

ახლა, დავუშვათ, რომ რუსეთი არ შეჭრილიყო უკრაინაში და დალოდებოდა მოვლენების განვითარებას, ანუ „აზოველების“ თავდასხმას დონბასზე და, მხოლოდ ამის შემდეგ ჩართულიყო უკვე გაჩაღებულ საომარ მოქმედებებში. ასეთ  შემთხვევაში, რუსეთს თავის გასამართლებელი მიზეზიც ექნებოდა  –  იძულებული ვიყავი რუსი მოსახლეობის დასაცავად ჩავრეულიყავიო და, ამით მსოფლიო საზოგადოების თვალში მოიგებდა კიდეც, –  დაახლოებით, ისევე, როგორც 08.08.2008 წლის ომში, როცა რუსი სამშვიდობოების დაცვით გაამართლა  საქართველოში შემოჭრა (საერთაშორისო კომისიამაც რუსეთს მხოლოდ გადამეტებაში, ზედმეტი ტერიტორიების ოკუპაციაში  დასდო ბრალი და, არა – შემოჭრაში). მაგრამ, პუტინი ასე არ მოიქცა, მსოფლიო საზოგადოების აზრს მან უპირატესობის მოპოვება და დონბასელების გადარჩენა ამჯობინა. ვფიქრობ, ეს შეცდომა იყო! 

მაგრამ, მოდით უფრო გავამარტივოთ პრობლემა, დავუშვათ:  არც რუსულ ენას კრძალავდა  უკრაინის ხელისუფლება  და  არც რუსი ეროვნების მოსახლეობას ავიწროებდა ვინმე,  არც სამამულო ომში დაღუპული რუსი ჯარისკაცების და მხედართმთავრების   ძეგლებს ანგრევდა და არც საფლავებს შეურაცხყოფდა, არც რუსეთის საწინააღმდეგო ფაშისტურ რიტორიკას და მსვლელობებს  ჰქონია ადგილი და არც რუსებით დასახლებული დონბასი იბომბებოდა რვა წლის განმავლობაში…  ერთი სიტყვით, რუსეთს არავითარი საბაბი არ ჰქონდა უკრაინაში შესაჭრელად.  მას  მხოლოდ  ერთი  რამ ადარდებდა – უკრაინის „ნატოში“ გაწევრება და მოსალოდნელი შედეგები – „ნატოს“ რაკეტების რუსეთის საზღვართან განლაგება. და, როდესაც ასეთი არასახარბიელო მომავლით შეშფოთებული რუსეთის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი თვეების  განმავლობაში ერთი და იგივეს იმეორებენ:  გაფრთხილებთ, ნუ გადადგამთ  ამ ნაბიჯს, ნუ დაიჩემებთ  „ნატოში“ გაწევრიანებას და ჩვენთან – მეზობელ და მოძმე რუს ხალხთან  დაპირისპირებას, თორემ იძულებული ვიქნებით სამხედრო ძალის გამოყენებით გადაგათქმევინოთ ეს აკვიატებული სურვილიო, –  ამაზე კი,  უკრაინის მხარე  აგდებულად პასუხობს:   მხოლოდ  ჩემი გადასაწყვეტია რომელ  ორგანიზაციაში გავწევრიანდები და ომით ნუ გვაშინებთ,   მზად ვართ საკადრისი პასუხი გაგცეთ და, თავადაც გვაქვს წითელ მოედანზე ტანკებით გასეირნების სურვილიო, – იქ უკვე ყველაფერი ნათელია, უკრაინის პრეზიდენტი და მისი გარემოცვა ამერიკის (მთლიანად დასავლეთის) აშკარა მხარდაჭერით გულმოცემულ–გაბრუებული, იმდენად არაადეკვატურია, რომ  მართლა ფიქრობს მასზე ბევრად ძლიერი და უზარმაზარი  რუსეთის(!) დამარცხებაზე, ხოლო  თავისი ქვეყანა და  უკრაინელი ხალხი კი აღარ ახსოვს ან  მისი ბედი  დიდად არც ანაღვლებს!

უკრაინის მთავრობისთვის, ისევე, როგორც მისი დასავლელი სპონსორ–მხარდამჭერებისთვის  და, საერთოდ, ნებისმიერისთვის დღესავით ნათელი იყო და არის ის, რომ რაც არ უნდა შეიარაღება მიიღოს უკრაინამ დასავლეთისგან და, რაც არ უნდა  წინააღმდეგობა გაუწიოს მან  რუსეთის არმიას, იგი გამარჯვებას ვერ მოიპოვებს. რა თქმა უნდა,  რუსეთის არმიას სერიოზულად დააზარალებს, მაგრამ თავად მიწასთან გასწორდება. სამწუხაროდ, ამის შესახებ ვერც თავად უკრაინის ხელისუფლებამ მოტვინა და არც არავინ „სტრატეგიული მეგობრებიდან“ არ ურჩია მას გონს მოგება და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება (ეს არც შედიოდა მათ ინტერესებში!). პირიქით, იქით აგულიანებდნენ, ამ რვა წლის მანძილზე: ისეთი ეშელონირებული თავდაცვის ნაგებობები შევქმენით, რომ რუსეთი ბევრს ვერაფერს დაგაკლებს და თავდაუზოგავად თუ იომებ, უეჭველად გაიმარჯვებ, უკრაინელი მეომრები ყველაზე მაგრები ხართ,  ხოლო შეიარაღებას რაც შეეხება, დარდი ნუ გექნებათ, სულ ახალ–ახალი  იარაღით მოგამარაგებთო! 

და, რა სურათი გვაქვს დღეს, ომის დაწყებიდან ექვსი თვის თავზე? ათეულ ათასობით დაღუპული (სამხედრო და მშვიდობიანი) ორივე მხარეს (ალბათ, – მეტიც, ზუსტი რიცხვი არავინ იცის), ხუთჯერ მეტი დაჭრილ–დაინვალიდებული, 10 მილიონზე მეტი აყრილი და ლტოლვილი უკრაინელი, ენით აუწერელი ტრაგედია თითქმის ყველა ოჯახში  და უკრაინის ინფრასტრუქტურა წარმოუდგენლად დანგრეულ–განადგურებული!

ვინ დაიჯერებს, რომ  ამ ომის ყველასთვის ცხადზე უცხადესი ტრაგიკული   შედეგები შინაური თუ უცხოელი სამხედრო მრჩეველებით გარშემორტყმულმა უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვერ განჭვრიტა?! ეს შუეძლებელია! დავუშვათ, პირველ დღეებში რაღაცის იმედი კიდევ ჰქონდა, მაგრამ მდგომარეობა ხომ დღითიდღე მძიმდება, როდემდე უნდა გაგრძელდეს უკრაინის ხელისუფლების სიჯიუტე, მართლა უკანასკნელ უკრაინელამდე, როგორც დასავლელი „მეგობრები“ ურჩევენ?! მაგრამ, ეს ხომ უდიდესი დანაშაულია საკუთარი ერის წინაშე, ვინ მისცა პრეზიდენტს და ხელისუფლებაში მოკალათებულ მოხელეებს ამის უფლება?! მოდი და, ხვალ ჩვენც იგივე პრობლემის წინაშე დავდექით და რუსეთმა ჩვენც იგივე ულტიმატუმი წამოგვიყენა: ან უარი „ნატოზე“, ანდა უკრაინის ბედს გაიზიარებთო, – როგორ უნდა მოვიქცეთ, „ნატოს“ გულისთვის  თავი უნდა შევაკლათ გამძვინვარებულ რუსულ დათვს და ჩვენც უკანასკნელ ქართველამდე უნდა ვიომოთ?! თუ,  ცოტა ჭკუასაც უნდა მოვუხმოთ?! თუკი, სააკაშვილივით 2008 წლის მსგავსი  ავანტიურისტული ნაბიჯის გადადგმის უფლებას მივცემთ  ხელისუფლებას  (ახლანდელს ან მომავალს), მაშინ ყველანი იდიოტები გამოვალთ. შეგნებულმა საზოგადოებამ ასეთი ხელისუფლება საბრალდებო სკამზე უნდა  დასვას! 

რუსეთ–უკრაინის ომთან დაკავშირებით  ერთობ მრავლისმეტყველია შემდეგი სამი ფაქტი:  რუსეთის წინააღმდეგ  სანქციების დაწესებას,  მეორე ფრონტის გახსნას, ანუ რუსეთთან ომში ჩაბმას, და  რუსების გაყრას საქართველოდან  მხოლოდ და მხოლოდ: „ნაციონალურ მოძრაობად“ წოდებული პარტია, მისი განაყოფი სატელიტი პარტიები, ნაცაქტივისტები, ამერიკის დაფინანსებული ასო–ები („სახალხო“ დამცველის მეთაურობით) და, ფაქტობრივად, ყველას  წინამძღოლი, ამერიკის ელჩი მოითხოვს! ანუ, მხოლოდ სანაცეთი, სხვა – არავინ!

მრავლისმთქმელი კი იმიტომ არის, რომ „ნაცებმა“  შესანიშნავად იციან,  – მთელმა დასავლეთმა უმკაცრესი სანქციების დაწესების მიუხედავად  ეკონომიკურად ვერაფერი დააკლო  რუსეთს, თავად კი გაცილებით მეტად დაზარალდა (ძირითადად,  –  ნავთობის და გაზის არასაკმარისად მიწოდების შედეგად); იციან ისიც, რომ საქართველოს  მხრიდან დაწესებულ სანქციებს ვერც კი იგრძნობს რუსეთი, ხოლო საპასუხო სანქციებით კი  ჩვენი  გაჭირვებული მოსახლეობის მდგომარეობა  არნახულად  დამძიმდება (ღვინის, მინერალური წყლების, ხილის ვერგასაღებით  და  რუსეთიდან ხორბლის, ელექტროენერგიის, გაზის  და , აგრეთვე, ყოველთვიური ფულადი გზავნილების – ასეულობით  მილიონი დოლარის ვერმიღებით)!

ასევე ცხადზე უცხადესია აბსოლუტურად ყველასთვის, –  მეორე ფრონტის გახსნა, ანუ რუსეთის წინააღმდეგ ომის წამოწყება და, ჩვენი ქალაქების თუ სოფლების მიწასთან გასწორება (უკრაინის ანალოგიურად), ერთი იქნება! მაშ, რა გამოდის, – სულელები, საკუთარი თავის და სამშობლოს მტრები არიან ეს „ნაცები“?! სულ დაუსტვინეს?! მთლად კრეტინებსაც რომ არ გვანან?! საქმეც იმაშია, რომ მათ იმდენად უნდათ ხელისუფლებაში დაბრუნება, ცდილობენ „ოცნებას“  ისეთი, დანაშაულის ტოლფასი შეცდომა დააშვებინონ  რუსეთთან ომში ჩაბმით და, აქედან გამომდინარე, უმძიმესი შედეგებით („ნაციონალების“ მიერ 2003–2012 წლებში ჩადენილი დანაშაული, განსაკუთრებით კი, ე. წ.  2008 წლის აგვისტოს ომის პროვოცირება, უკვე  ახლოს მოსატანიც აღარ იქნება ახალ ტრაგედიასთან), რაც მათ უეჭველად მისცემს ხელისუფლებაში მმართველ  ძალად დაბრუნების დიდ შანსს.  და, თან, ეს მათი ძალისხმევა ხომ ამერიკისგან მიღებული დავალების ფრიადზე შესრულებაც გამოვა და, მაშასადამე, – მტკიცე  გარანტია ხელისუფლებაში მობრუნებისა! 

უნდა ითქვას, რომ მეც და სხვებიც „ნაცმოძრაობის“  წევრებს და მათ აქტიურ მხარდამჭერებს „ნაცებს“ ვუწოდებთ პარტიის სახელწოდებიდან გამომდინარე და, არა, – პარტიის შინაარსიდან!  გერმანულ  ნაციზმთან, ანუ ეთნიკურ ნაციონალიზმთან (და ნაციზმის დამახასიათებელ სხვა ნიშნებთან) მათ არაფერი საერთო არა აქვთ. ამ მხრივ, ჩვენი „ნაცები“  გერმანელი ნაცისტების სრული ანტიპოდები არიან, –  სამშობლოდ წოდებული საკუთარი ქვეყანა (ქართველი ერი და ქართული მიწა) მათ საერთოდ არ ადარდებთ! ესეც, რაღაც განსაკუთრებული, წმინდა ქართული ფენომენია, სამწუხაროდ!

აფერუმ, ამ ვაჟბატონ–ქალბატონებს!  ნეტავ იმათ, ვის ოჯახებშიც ესენი შევლენ!  და, ვაი! – მათ შთამომავლობას, ესენი ხომ ბოლშევიკებზე უფრო ცუდ სახელს დაუტოვებენ შვილებს!

რაც შეეხება რუსების საქართველოდან გაყრა–გაძევების წამოწყებულ  სამარცხვინო კამპანიას. ლტოლვილები ყველგან პატივით სარგებლობენ და, ვისაც როგორ შეუძლია, მათ ეხმარება. საქართველოში, დასავლეთ  თუ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებისგან განსხვავებით, ერთად მოიყარეს თავი, როგორც ჭეშმარიტმა ლტოლვილებმა უკრაინიდან, ისე  – რუსეთის მოქალაქეებმაც, რომლებიც თავისი ნებით ჩამოვიდნენ საქართველოში და, მაშასადამე, მათ არც ლტოლვილი შეიძლება ეწოდოს და არც – დევნილი. ცხადია, მათთან ერთად საქართველოში არიან რამდენიმე დღით ჩამოსული რუსი ტურისტებიც. ჩვენი გაჭირვებული ქვეყანა (ხელისუფლებაც და მოსახლეობაც) მაქსიმალურად ეხმარება უკრაინიდან ლტოლვილ ოჯახებს და არა – რუსეთიდან შემოსულებს. მაგრამ,  აქ საყურადღებოა მოსახლეობის გარკვეული ნაწილის აგრესიული დამოკიდებულება რუსების მიმართ. ეს ადამიანები იმ კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომლებიც  არ ეთანხმებიან პრეზიდენტ პუტინის პოლიტიკას და თავს არიდებენ უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობას.  უკრაინიდან ლტოლვილებში საკმაოდ ურევია (როგორც ჩვენთან, ისე ევროპაში) სამხედრო სამსახურის შესაფერისი ასაკის მამაკაცები. რადგანაც ამ ომს რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად სპეცოპერაციას უწოდებს, ამიტომ  რუსეთში საყოველთაო მობილიზაცია  არც გამოცხადებულა, მაშასადამე,  რუსეთიდან  შემოსული მამაკაცები დეზერტირებად არ ითვლებიან.  რაც შეეხება უკრაინელ მამაკაცებს: მათ, თავად უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის განმარტებით დეზერტირები ჰქვიათ, რომლებსაც უკრაინის დატოვების – საზღვრის გადაკვეთის უფლება არ ჰქონდათ. მაგრამ, როგორც ვიცით: „ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს“,  უკრაინაში კი  –  განსაკუთრებით, და, ისინიც 3–5 ათას დოლარად  თავისუფლად ახერხებენ სამშობლოდან გამოქცევას,  უფრო სწორად  –  ბედის ანაბარად მის მიტოვებას. 

ზემოთქმულის გამო ერთი კითხვა ჩნდება: მამაკაცების რომელი კატეგორია უფრო მიუღებელი უნდა იყოს ჩვენი  ქვეყნის მოქალაქეებითვის: რუსები, რომლებიც თავს არიდებენ ჯარში შესაძლო გაწვევას (საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში) და კანონის დაურღვევლად კვეთენ სახელმწიფო საზღვარს, თუ – ის  უკრაინელი მამაკაცები, რომლებიც უარს აცხადებენ სამშობლოს დაცვაზე და დიდ ფულსაც  იხდიან, რათა თავს უშველონ (უკრაინულ „წითელ ხიდზე“ გადავიდნენ)?

რატომ მაინცადამაინც რუსი ეროვნების მოქალაქეებისადმი ავლენს თავის აგრესიას ზოგიერთი ქართველი ვაიპატრიოტი? ამ რუსებს  ხომ არც ომში მიუღიათ მონაწილეობა, არავინ არ მოუკლავთ და ბევრი მათგანი პუტინის პოლიტიკის წინააღმდეგაც  ღიად გამოსულა?! განა უცნაური არ არის, რომ  უკრაინელ ჯან–ღონით სავსე მამაკაცებს, თანაც, ფინანსურად შეძლებულებს (იურიდიული განმარტებით – დეზერტირებს), ისე ეპყრობიან, როგორც ომის ქარ–ცეცხლში გამოვლილებს ?!

გასაოცარზე მეტია ქართველებისთვის აბსოლუტურად არადამახასიათებელი  ასეთი ქსენოფობიური აგრესია რუსების მიმართ, მსგავსი რამ ჩვენმა ისტორიამ არ იცის – არცერთი ეროვნების მიმართ მსგავსი ქმედება ქართველ კაცს თავშიც არ მოსვლია აზრად, თუმცა ვის არ ავუოხრებივართ და  ავუწიოკებივართ! არც 90–იან წლებში აფხაზეთის ომის დროს და შემდგომ პერიოდში, რუსი ადამიანისთვის – საქართველოს მოქალაქე იყო ის, რუსეთის თუ სხვა სახელმწიფოსი, უკადრებელი სიტყვა არ გვითქვამს; არ გვითქვამს გადაბრუნებული სიტყვა არც სომხებისთვის, თუმცა „ბაგრამიანის“ ბატალიონი როგორც ექცოდა ქართველებს აფხაზეთში, ყველას კარგად მოგვეხსენება (ის კი არადა, ვისთვისაც უნდა გვეთქვა, არც მისთვის, ანუ სომხეთის ხელისუფლებისთვისაც არ გვითქვამს არაფერი, სამწუხაროდ!). არც სულ ახლახანს – 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგაც, როცა ქართველი კაცი დევნილად იქცა საკუთარ მიწაზე, მაშინაც კი არ  მოგვსვლია თავში რუსი ხალხის შეურაცხყოფა, რადგანაც ყოველთვის კარგად გვესმოდა, რომ ხალხი დამნაშავე არ არის, რომ ყველაფერი პოლიტიკოსების, მთავრობის  ბრალია!  პირიქით, აქეთ მოპატიჟება დავუწყეთ და უვიზო რეჟიმი დავუწესეთ, რათა რაც შეიძლება მეტი და მეტი ტურისტი შემოსულიყო რუსეთიდან, სტრატეგიული ობიექტებიც კი მივყიდეთ რუსებს, რისი  ინიციატორებიც „ნაცები“ იყვნენ სააკაშვილის წინამძღოლობით!   ჩვენ როცა გვეომებოდა რუსეთი და შედეგად 300 ათასამდე ლტოლვილი მივიღეთ აფხაზეთ–სამაჩაბლოდან, მაშინ არ გვიფიქრია არავის, მათ შორის, არც „ნაცებს“ რუსების შევიწროება  და, ახლა, როცა რუსეთი სხვა სახელმწიფოს ეომება,  რა ლოგიკით წამოიწყეს ქსენოფობიური რიტორიკა  ისევ ამ „ნაცებმა“? დასაწყისში ეს აბსოლუტურად გაუგებარი იყო. გონება დაუბნელდათ?! არა, რა თქმა უნდა, არა! როგორი „განათებულიც“ ჰქონდათ, ზუსტად ისეთივე დარჩათ, უბრალოდ, სიტუაციისდა მიხედვით, „ცენტრიდან“ ანუ დასავლეთიდან  მიღებული  ინსტრუქციების მიხედვით მოქმედებენ!

რუსეთის  მოქალაქეებისადმი გამოჩენილი აგრესია რომ გარედან არის მართული,  ეს  მალევე გაირკვა, –  როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა, ესტონეთის პრემიერ–მინისტრმა, ჩვენმა „ნაცებმა“ და სხვა ქვეყნის  მაღალი რანგის მოხელეებმა, პრაქტიკულად, ერთდროულად  მოუწოდეს ყველა სახელმწიფოს (ხელისუფლებას და ხალხს)  არ მიიღონ რუსები და უკვე იქ მყოფებს კი ისეთი პირობები შეუქმნან,  განურჩევლად მათი პოლიტიკური პოზიციისა,  რომ იძულებულნი გახდნენ დატოვონ   ის ქვეყანა, სადაც თავშესაფარი ნახეს – საქართველო იქნება ეს თუ ევროპის სახელმწიფო.

თქვენ კიდევ, სააკაშვილის მხარდამჭერებო – აბა, თქვენ იცით, „ნაცებს“ და ოქრუაშვილისნაირ „ჭკუის კოლოფებს“ დაუჯერეთ:  ხაჭაპურზე დაუფურთხეთ რუსის ბავშვებს,  საბურავები დაუხვრიტეთ რუსულნომრიან მანქანებს, პოლიტიკური ანკეტების შევსება მოსთხოვეთ ბარში ან რესტორანში შემსვლელ რუსებს (საცხოვრებლად ჩამოსულებს და ტურისტებად მყოფებსაც), აგინეთ, ლანძღეთ რუსეთის მოქალაქეები (მისი პრეზიდენტიც არ დაგავიწყდეთ  – ერთხელ ხომ უკვე  ცოცხალ–მკვდარი არ დაუტოვეთ), გალახეთ  და რამდენიმე მიასიკვდილეთ (როგორც ოქრუაშვილი გირჩევთ!),  მერე ნახავთ რა ჩიტსაც დაიჭერთ და, რა დღეში  ჩავვარდებით აბსოლუტურად ყველანი, „ქოც–ნაცობის“ მიუხედავად!

არა, ასე მაინც  რამ გადაგრიათ ქართველებო, მართლა სულ დაუსტვინეთ?!  არა, თქვენ არა ხართ ქართველები,  ქართველი ერის შვილები! თქვენ სისხლგამოცვლილი უჯიშოები  ხართ, რომლებსაც არათუ შორეული,  არამედ თქვენი უახლოესი წინაპრების  – თქვენი ბებია–ბაბუების, თქვენი დედ–მამისაც კი აღარ გცხიათ არაფერი!

კარგად დაიმახსოვრეთ: რუსეთს თავისი მოქალაქეების დასაცავი კანონები აქვს მიღებული და  მსოფლიოს რომელ კუთხეში, რომელ სახელმწიფოშიც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი, ყველგან იცავს მათ! აბა, ერთი რომელიმე რუსი მილიარდერი ქველმოქმედისთვის  გაებედათ ის უსამართლობა, რასაც ბიძინა ივანიშვილს უბედავენ შვეიცარიელი ბანკირები და შვეიცარიის ხელისუფლებაც, და  ნახავდნენ, რასაც გამორჩებოდნენ, დაიცავდა თუ არა მას რუსეთის პრეზიდენტი! დიახ, ასეთი კანონი მოქმედებს რუსეთში და არა „ჩვენებური“, როდესაც ამერიკის ელჩი უხეშად ერევა საქართველოს სასამართლოს საქმეებში  –  მოსამართლის მიერ გამოტანილ განაჩენში ყოფს ცხვირს და  სანქციას უწესებს მას (!), ხოლო ამ დროს ჩვენი ბედოვლათი  პრეზიდენტი, მოსამართლის დაცვის და ელჩისთვის თავისი ადგილის მიჩენის ნაცვლად, სულ საპირისპიროდ იქცევა – მოსამართლეს ამტყუნებს და ელჩს კი  იცავს!

ძალიან ძნელია 10 წლის განმავლობაში სრული თავისუფლებით მოქმედი „ნაცების“ წინააღმდეგ საქმეების აღძვრა, ხელისუფლების ამგვარ ქმედებას  აუცილებლად პოლიტიკურ სარჩულს დაუდებენ  ცალკე „ნაცები“და ცალკე – მათი მხარდამჭერი დასავლეთი (ამის ბევრი მაგალითი  გვაქვს). თუმცა არის ერთი გამოსავალი. სანატორიულ პირობებში მყოფი პატიმარ სააკაშვილის  წინააღმდეგ  ახალი საქმეები უნდა აღიძრას იმ უმძიმესი დანაშაულობებისთვის, რომლებზედაც კრინტიც არ დაძრულა მართლმსაჯულების მხრიდან: თითქოს  სააკაშვილს მხოლოდ  რამდენიმე მილიონი გაეფლანგოს დროსტარებაზე, თითქოს მხოლოდ დეპუტატი ეცემოთ მისი დავალებით, თითქოს მხოლოდ  გირგვლიანის მკვლელები შეეწყალებინოს ნაადრევად და  საქართველოს საზღვარი გადმოეკვეთოს ფარულად, ხოლო სხვა, უამრავი და უმძიმესი  დანაშაული თავისი ერისა და სახელმწიფოს წინაშე არ ჩაედინოს! დროა, ძალზე დაგვიანებულიც კი(!), სააკაშვილს წარედგინოს ისეთი ბრალდებები, რომლებიც, თითოეული მათგანი(!), უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. მხოლოდ ეს თუ დააშოშმინებს და გონს მოიყვანს მის შემცვლელებს, მიმდევრებს და მხარდამჭერებს!

ძალიან დიდი საფრთხის წინაშე, ორ ცეცხლშუა იმყოფება   ჩვენი ქვეყანა! იმის თქმაც კი ძნელია, მით უფრო,  წარმოდგენა, თუ რა სამხედრო აგრესია შეიძლება მოყვეს რუსეთის მხრიდან „ნაცების“ პროვოკაციულ გამოხდომებს.  და, არანაკლებ, თუ უფრო მეტადაც არა, ძნელია იმ სამოქალაქო დაპირისპირების გააზრებაც, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებას შეიძლება მოყვეს, პროვოცირებულს  სახელმწიფო დეპარტამენტის  „პარტნიორული“ პოლიტიკის სააშკარაოზე გამოტანით განრისხებული  ამერიკის მხრიდან ! 

მაგრამ, არც უკანდახევაა გამოსავალი!  

იაკობ ლეჟავა

23 აგვისტო, 2022                                    

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here