Home ახალი ამბები საქართველო არა ევროკავშირს! არა „ნატოს“! მანამ, სანამ …

არა ევროკავშირს! არა „ნატოს“! მანამ, სანამ …

385

არა ევროკავშირს, არა „ნატოს“!  რატომ ასე გადაჭრით, ასე კატეგორიულად? მიზეზები ბევრია, ძალიან ბევრი! იმიტომ, რომ:

გვეყო 30 წელი „გაზაფხულზე იონჯას მომლოდინე ვირის როლში ყოფნა“!  ორივე ორგანიზაცია ერთნაირი სცენარით გვაცუმბუშებს და როგორც მიუხვედრელ პატარა ბავშვებს ისე გვექცევა, ისე „გვაბამს“ ლამაზ–ლამაზი სიტყვიერი დაპირებებით: „მიგიღებთ, როგორ არ მიგიღებთ ჩვენს რიგებში, თქვენისთანა კარგი – ამისთანა და იმისთანა ქვეყნისთვის ჩვენი კარი მუდამ ღიაა, ოღონდ ჯერ საშინაო დავალებებს მოგცემთ და თუ კარგად შეასრულებთ („საშემოდგომო“ არ გამოგყვებათ),  მერე ვნახოთ – ესა და ეს კანონი უნდა მიიღოთ, ესა და ეს რეფორმა გაატაროთ, კონსტიტუციაში ის ცვლილებები უნდა შეიტანოთ, რომელსაც ჩვენ გეტყვით, ამაზე და ამაზე უარი უნდა თქვათ, ყველა ჩვენ  წამოწყებას უსიტყვოდ მხარი უნდა დაუჭიროთ, ზოგიერთ სახელმწიფოს  გაებუტოთ და  როცა განიშნებთ – ეომოთ კიდეც. იმისათვის, რათა არ მოდუნდეთ, გზადაგზა ახალ–ახალ დავალებებსაც არ მოგაკლებთ და ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ“!

ზოგადად, ასეთია მიზეზთა არსი, ახლა კი უფრო დავკონკრეტდები:

ნებისმიერი, მით უფრო, საერთაშორისო ხელშეკრულების დადების დროს ხელმომწერ მხარეებს ზუსტად აქვთ თავ–თავიანთი უფლება–მოვალეობა განსაზღვრული, მითითებულია მოქმედების ვადები და სხვა დეტალებიც. ჩვენ კი, წლების მანძილზე „ნატო–ნატოს და ევროპა–ევროპას“  ისე გულმოდგინედ გავიძახოდით, თითქოს (ასე გვიჭედავდნენ თავში!) „ნატო“ იყო ჩვენი მხსნელი და გამაერთიანებელი, ხოლო ევროპა – სიდუხჭირიდან ამომყვან–ამშენებელი, გვეგონა (ბევრს ახლაც ჰგონია!), რომ  მხოლოდ იქ შესვლით გავკეთდებოდით და, ამიტომ, ამ ორგანიზაციებში მისაღებ პირობებს  არც კი ვკითხულობდით, სარგებელი, თანაც ძალიან დიდი, რომ გვექნებოდა, ამაში ეჭვის შეტანა სირცხვილიც კი იყო – ამით საკუთარ „ჩამორჩენილობას“ გამოამჟღავნებდი მხოლოდ.  ძალიან გვიან, როგორც იქნა, რეალობამ აგვიხილა თვალები, თუმცა,  სამწუხაროდ, დღესაც არ ვიცით, თუ რაზე გვითანხმებენ (ევროკავშირის მოთხოვნები  გასაიდუმლოებულ  369 კითხვარშია ჩადებული!), რა სარგებელი გვექნება კონკრეტულად(!) ნატოში ან ევროკავშირში გაწევრიანებისგან, ვალდებულებებთან ერთად რა უფლებები გვექნება (გვექნება კი, საერთოდ?!) და იქიდან გამოსვლა რამდენად შესაძლებელი იქნება (ბრიტანეთის მაგალითზე   თუ ვიმსჯელებთ, ეს არც ისე ადვილად გასავლელი პროცედურაა). განა შეიძლება რომელიმე გართიანებაში ისე დურთო თავი, რომ პირობები – მხარეების უფლება–მოვალეობანი  არ იყოს ცნობილი?! ეს ხომ სიგიჟეა! აჰ, ხელისუფლებამ იცის ყველაფერი და  ხალხი მაინც ვერ მიხვდება ბევრს ვერაფერს?!

ზოგიერთი, ალბათ, მართლა გაგებაში არ არის,  მით უფრო, როცა არც შენ, ჩემო ხელისუფლებავ, არ ცდილობ  რაიმე აუხსნა–განუმარტო მათ,  მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობას მაინც ესმის, რომ:

1. არც ნატო და არც ევროკავშირი  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღმდგენნი და ეკონომიკის ფეხზე დამყენებლები არ არიან, შეშფოთებების გამოხატვის მეტს მათგან  არაფერს არ უნდა ველოდოთ;

2. ჩვენს გამო რუსეთს არავინ არ დაუპირისპირდება, პირიქით, საკუთარი ინტერესებისთვის ჩვენ გვაპირისპირებენ რუსეთთან და ომიც კი წამოგვაწყებინეს 2008 წელს;

3. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის და მასთან პირდაპირი მოლაპარაკებების უფლებას არ გვაძლევენ, ხოლო უკრაინის მხარდასაჭერად რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის არგახსნის  გამო მორალიც კი  დაგვიწუნეს და ბავშვივით დაგვტუქსეს – ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი აღარ მოგვანიჭეს!

4.  მთავრობას აიძულებენ  კრიმინალურ „ნაცმოძრაობასთან“კოჰაბიტაციას და მთავარი ნაცის – სააკაშვილის ციხიდან გამოშვებასაც კი მოითხოვენ;

5. ეროვნულ ტრადიციებზე და მართლმადიდებლურ ღირებულებებზე უარის თქმას მოითხოვენ;

6. თვალს ხუჭავდნენ „თავიანთი ძაღლიშვილის“ – სააკაშვილის 9–წლიან სახელმწიფო ტერორზე და ერთხელაც ხმა არ ამოუღიათ ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვაზე, პატიმრების არაადამიანურ პირობებში ყოფნაზე, უმოწყალოდ ცემა–ტყეპაზე, მამაკაცების გაუპატიურებაზე, უსასტიკეს წამებაზე და ამით გამოწვეულ სიკვდილის შემთხვევებზე!  მერაბიშვილის და ახალაიას დაპატიმრების შემდეგ კი  კვირა არ გავიდოდა, ამერიკელ–ევროპელი სენატორ–პარლამენტარების  დელეგაცია არ ჩამოსულიყო „ორი გვამის“ მომთხოვნის საპატიმრო პირობების შესამოწმებლად. უპატივცემულოდ კი არა და, იმდენად უტიფრად გვექცევიან, რომ მერაბიშვილის „უფლებების დარღვევისთვის“ – დასაკითხად ღამის საათებში გაყვანის გამო,- ხალხი დაგვაჯარიმეს (ჯარიმას ხომ  ჩვენი ჯიბიდან, ჩვენი გადასახადებიდან ფარავს მთავრობა)! საზღვრის დამრღვევ, სამარცხვინოდ შემოპარულ „სიმულიანტ“   სააკაშვილზე კი ისე არიან გადაფოფრებულები, რომ, როცა განაჩენს ხარვეზი ვერ მოუძებნეს, პატიმრისთვის უპრეცედენტო რამ მოიფიქრეს – უცხოეთში სამკურნალოდ გაგზავნა!

7. იმდენად  გათავხედდნენ, რომ შემოთავაზებულ ზოგიერთ სესხზე  უარისთქმის უფლებასაც კი არ  არ გვიტოვებენ, – ერთხელ გავბედეთ და ისეთი ამბავი ატეხეს, თითქოს, ფული იქით წაგვეგლიჯოს! არადა, ცნობილია, რომ ყოველ სესხს მისი ხარჯვის განაწესი მოყვება, თუ რაში უნდა დავხარჯოთ იგი, სად და ვისგან უნდა შევიძინოთ საქონელი და ა.შ. ასე, რომ  მიზნობრივად ნაჩუქარ ფულს კი არა, ჩვენ ჭკუაზე სესხსაც ვერ ვხარჯავთ!

8. ხაზინის ქურდები: სააკაშვილი, უგულავა, ბოკერია, ჭანტურია… სახელმწიფო გადატრიალების მცდელები და პარლამენტში შეჭრის მოთავეები და მონაწილენი:   მელია, ოქრუაშვილი  …  –  პოლიტპატიმრებად და შეწყალების ღირსად მიაჩნიათ! პრეზიდენტისგან გვარამიას – იმ კაცის შეწყალებასაც ითხოვენ, რომელმაც არაერთხელ უშვერი სიტყვებით მოიხსენია რუსეთის პრეზიდენტი,  ხოლო საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს წარმოუდგენლად ბინძური სახელი („ყ – – ქალა“!) უწოდა და ამისთვის, ჩვენდა სამარცხვინოდ, არავის არ მოუთხოვია ამ გარეწარისთვის პასუხი, არც თავად პრეზიდენტს უჩივლია (ეს ვაჟბატონი სასჯელს მხოლოდ კორუფციისა და სხვისი საკუთრების დაზიანება–განადგურებისთვის იხდის). მიუხედავად ამისა, არა მგონია, ისე დაეშვას  ქალბატონი პრეზიდენტი,  რომ  სააკაშვილი ან გვარამია შეიწყალოს, მაგრამ თუკი ის მაინც გადაწყვეტს ამას, მაშინ მართლა …  ყოფილა!

9. არჩევნებს, სახელისუფლებო კადრების შერჩევას და სასამართლო გადაწყვეტილებებს (პირველ რიგში, ლგბტ–პერსონებთან და პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებულს)  ამერიკის ელჩი  აკონტროლებს ევროელჩთან ერთად!

მეტი რაღა უნდა ჩამოვთვალო, მაგრამ ამ  პუნქტებიდან ერთიც რომ არ იყოს ხელის შემშლელი, მაშინაც კი არც პარლამენტს (150 ადამიანს), არც მთავრობას (20)  და არც პრემიერსა თუ  პრეზიდენტს არავითარი უფლება არა აქვს ხალხის  უკითხავად შეგვიყვანოს რომელიმე სამხედრო თუ ეკონომიკურ საერთაშორისო გაერთიანებაში, რაც არ უნდა მიმზიდველ ფერებში დაგვიხატონ ისინი!  ეს მათაც კარგად მოეხსენებათ და, ამიტომაც ხშირად იშველიებენ 15 წლის წინანდელ, გაყალბებული არჩევნების პირობებში ჩატარებულ პლებისციტს, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა, მოსახლეობის 77% მხარს უჭერდეს მხარს ნატოში გაწევრებას.  მას შემდეგ იმეორებენ და იმეორებენ ამ რიცხვს, მაგრამ რეფერენდუმის ჩატარების მაინც „თოფივით ეშინიათ“!

რეფერენდუმი, რომელსაც, პლებისციტისგან განსხვავებით,  იურიდიული ძალა გააჩნია, აუცილებლად უნდა ჩატარდეს!  და იგიუნდა ჩატარდეს არა რომელიმე ერთ, არამედ საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვან, რამდენიმე სასიცოცხლო  საკითხზე:

1.გსურთ თუ არა ნატოში გაწევრება;

2. თანახმა ხართ თუ არა ნატოში გაწევრებაზე აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე;      3. სამხედრო ბლოკში გაწევრებას ემხრობით თუ მიუმხრობლობის (ნეიტრალიტეტის)  პოლიტიკას;

4. უნდა გასამართლდეს თუ არა სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;

5.. თანახმა ხართ თუ არა  აიკრძალოს ლგბტ–პროპაგანდა და ე.წ. „პრაიდები“ („სიამაყის“ მარშები და ფესტივალები);

6. ამოღებულ უნდა იქნას თუ არა კონსტიტუციიდან ჩანაწერი, თითქოსდა, „ნატოში“ გაწევრება არის ქართველი ხალხის სანუკვარი მიზანი;

7. გსურთ თუ არა ევროკავშირში გაწევრება იმ პირობებით, რასაც იგი გვიყენებს.

ეს კითხვა თავისი მნიშვნელობით  პირველია, მაგრამ ბოლოსთვის მოვიტოვე, რადგანაც ოდნავ ვრცლად მინდა მასზე შევჩერდე.

იმ სამი მთავარი პირობიდან, რაც ვიცით მოსახლეობის უმეტესობამ, არცერთის შესრულება არ მოხერხდება:  არც დეპოლარიზაცის, არც დეოლიგარქიზაციის და არც – ლგბტ(Q+)–თემის  თავის ჭკუაზე მიშვების! და, აი რატომ:

შეუძლებელია, რომ  ის 19–წლიანი დაპირისპირება, რომელიც  „ქართულ ოცნებას“, ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობასა და „ნაცმოძრაობას“  შორის არსებობს და, რამაც კულმინაციას ბოლო თვეებში მიაღწია,  ევროკავშირის  მოთხოვნით  ექვს თვეში იქნას დასრულებული. იმის გავითვალისწინებთ, თუ როგორ  იქცევიან ნაცები, როგორ მეტყველებენ  მიტინგებზე, ტელევიზიებში და რა მოთხოვნებსაც უყენებენ ხელისუფლებას, საქმე დაპირისპირების საშიში გამწვავებისკენ მიდის და არა – დეპოლარიზაციისკენ!  დაპირისპირების და ხალხის მღელვარების დაცხრომა მით უფრო წარმოუდგენელია, როცა სააკაშვილის ჯოჯოხეთგამოვლილი ხალხი ხედავს, რომ  კრიმინალ ნაცებს ამერიკა და ევროკავშირი აფარებს ხელს!

როდესაც უყურებ პრეზიდენტ ზურაბიშვილის  უმადურ  საქციელს –  დაპირისპირებას იმ ძალასთან, იმ ხალხთან, რომლებმაც იგი პრეზიდენტი გახადა და, რაც ბევრად უფრო ამაზრზენია, –  მის ფაქტობრივ გადაბარგებას ნაცების ბანაკში,  კიდევ ერთხელ რწმუნდები, რომ დეპოლარიზაცია შეუძლებელია. ამიტომ, ცინიზმია ან სრული არაადეკვატურობა, როდესაც ეს ქალბატონი დეპოლარიზაციისკენ მოგვიწოდებს!  მისმა ბოლოდროინდელმა საქციელმა ხომ ყველა განგვაცვიფრა, როდესაც  მან დეპოლარიზაციის საკუთარი  „დიპლომატიური მაგალითი“ დაგვანახა ვატიკანში გამართული  ქართული სიმღერის ანსამბლის კონცერტზე, – იჯდა რა გაშეშებული,  გამოლაპარაკებას ვინ ჩივის, თავი არ მიუტრიალებია ერთი გრადუსითაც კი  გვერდით  მჯდომი კულტურის მინისტრ წულუკიანისკენ  და მისი პატარა გოგონასკენ, თითქოს, ისინი, საერთოდ არ არსებობდნენ. სრული შეუთავსებლობა და ზიზღიც რომ ჰქონდეთ ერთმანეთის, პრეზიდენტსა  და მინისტრს შორის სახალხოდ, დემონსტრაციულად ასეთი გაუცხოება  ქვეყნის შერცხვენაა ! 

დეპოლარიზაცია მხოლოდ  დენაციფიკაციის შემთხვევაშია შესაძლებელი! ეს კი მანამდე არ მოხერხდება, სანამ ნაცმოძრაობის რეჟიმი  არ გასამართლდება მის მიერ  ჩადენილი მთავარი(!) დანაშაულობების გამო და, არა – „პიჯაკების“ მსგავსი საქმეებისთვის, რაც ხალხის მასხრად აგდებაა!  ამჟამად საქართველოს ციხეებში მყოფ 10 000 პატიმარს, ერთად აღებულს არა აქვს იმდენი (და ისეთი !) დანაშაული ჩადენილი, რაც სააკაშვილს და მის ნაცხროვას: ხაზინის ქურდობა იქნება ეს, კერძო საკუთრების მითვისება, გაუპატიურება, წამება  თუ მკვლელობა,  სტრატეგიული ობიექტების და მიწების გაყიდვა–განიავება, დანაშაულებრივად წამოწყებულ ომში მშვიდობიანი მოსახლეობის გაწირვა – ევაკუაციის ნაცვლად მათი ჩატოვება საომარ არეალში, კოდორის ხეობის უბრძოლველად დათმობა, ახალგორის პირდაპირ  ლანგარზე მირთმევა და სხვა მრავალი. როგორც იმ დროს (2013 წელს) პრემიერად  მყოფმა ივანიშვილმა გვამცნო, საქართველოს მოსახლეობისთვის წართმეული სახლების, მიწების, ბიზნესის, მანქანების და სხვა ქონების ღირებულება შვიდ მილიარდს(!) აღემატებოდა. ეს მხოლოდ მოსახლეობისგან წაგლეჯილი და, თუ მას სესხებიდან და გრანტებიდან „მოტეხილს“, აგრეთვე,  იარაღის უკანონო გაყიდვებიდან (კეზერაშვილის და სხვების  მიერაც)  მიღებულ შემოსავალსაც დავუმატებთ, 10 მილიარდზე მეტიც გამოვა, რაც იმას ნიშნავს შესადარებლად, ყოველ პატიმარს თითო მილიონი რომ მოეპაროს! სწორედ ამ კრიმინალური ფულით ფინანსდებიან ამჟამად ე.წ. ოპოზიციური ნაცტელეარხები.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, არც ეს გამოვა – ერთადერთ ქართველ მილიარდერს, შესაძლოა, სუსტ პოლიტიკოსს, რომელმაც, მართალია,  ვერ შეასრულა ხალხისთვის მიცემული  მთავარი პირობა – ვერ გაასამართლა ნაცმოძრაობა (ზოგიერთი სხვა დაპირებაც), მაგრამ სააკაშვილის ნაცხროვის დამმარცხებელს და უდიდეს ქველმოქმედს, ნაცების და ევროკავშირის „ხათრით“საქართველოდან ვერავინ ვერ გააძევებს! ქართველი ხალხი უმადური არ არის, უმადურები მხოლოდ ნაცები არიან!  აი,დასავლეთიდან დაფინანსებული და დასავლეთის დავალებების შემსრულებლების გაძევების საკითხი  კი შეიძლება მართლაც დადგეს!

ვერც ლგბტ–თემის თესლი გაიხარებს საქართველოში – 17 საუკუნის მანძილზე ქრისტიანობისთვის თავდადებული  ქართველი ერი სოდომ–გომორის ცოდვის ჩამდენებისთვის   სასათბურე პირობების შექმნას – პრაიდ–ფესტივალებს, ერთნაირსქესიანთა ქორწინებებს და გეიწყვილების მიერ ბავშვების აღსაზრდელად აყვანას, სანამ პირში სული უდგას, არ დაუშვებს!

უაღრესად მნიშვნელოვანია,  რომ რეფერენდუმის წინა პერიოდში ხალხს განემარტოს განსახილველი  პრობლემების დადებითი და უარყოფითი  მხარეები, რისთვისაც  აუცილებელია  ყველა ტელევიზიამ  (კერძომ თუ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა) ორივე მხარეს – მომხრეებს და მოწინააღმდეგეებს ერთნაირი ხანგრძლივობით  დაუთმოს საეთერო დრო  თითოეულ  თემაზე სასაუბროდ, ვთქვათ, 1–2 საათი დღეში და, არა ნაკლებ  ერთი თვის მანძილზე (დამრღვევებს  საგრძნობი ჯარიმა და ადმინისტრაციული სასჯელიც უნდა დაეკისროს).

ცხადია, რეფერენდუმის  შედეგები  სავალდებულო იქნება აღსასრულებლად  ნებისმიერი მთავრობისთვის, განურჩევლად იმისა, თუ რომელი პარტია იქნება  ხელისუფლების სათავეში!

ხმა ღვთისა და ხმა ერისაო! ამიტომ, სანამ რეფერენდუმი არ ჩატარდება, მანამდე არა ნატოს! არა ევროკავშირს!

ცალკე უნდა ითქვას იმის შესახებ,  რომ  დიდი  მკრეხელობაა, პარტიას, რომელიც საკუთარ ერს ტერორს უწყობს, ორად ხლეჩს და ერთმანეთთან აპირისპირებს, ქრისტიანულ ღირებულებებს დასცინის და ეკლესიას, პატრიარქს შეურაცხყოფს, რომელსაც საკუთარი სამშობლოს დასმენა–დაბეზღება საგარეო პოლიტიკად გაუხდია,  რომელსაც ეროვნულობის არაფერი არ სცხია, ნაციონალური ანუ ეროვნული მოძრაობა ერქვას! ეს უპრეცედენტო ოქსიმორონია! პარტია–ორგანიზაციებისთვის სახელების შერჩევა უმიზნოდ არ ხდება, ასეა ამ შემთხვევაშიც – იგი ხალხის  დასაბნევად, შეცდომაში შესაყვანად  და  სიტყვა „ეროვნულის“ დისკრედიტაციის მიზნით არის მოფიქრებული!

ამიტომაც, თუ გადარჩენა – მართლმადიდებელ ქართველებად დარჩენა გვსურს, ნაციონალური მოძრაობა, როგორც კართაგენი, უნდა დაინგრეს!

იაკობ ლეჟავა 

ივლისი, 2022                                                                

P.S. როდესაც რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია წევრად არ გიღებს რაიმე პირობის შეუსრულებლობის მომიზეზებით, ეს მისი ნებაა და ვერ შეედავები, ამაში უცნაური არაფერია. უცნაური მხოლოდ ის არის, რომ, განურჩევლად იმისა, უნდა თუ არა რომელიმე სახელმწიფოს   დასავლეთის  ორგანიზაციებში გაწევრიანება, ამერიკა და ევროპა მთელი თავისი ეკონომიკურ–პოლიტიკური თუ სამხედრო ძალით  მაინც ყველას, მთელ მსოფლიოს  პირდაპირ „ცხვირში ტენის“ ბუნებისგან  დაჩაგრული  და  ნორმიდან გვარიანად გადახრილი  (რბილად რომ ვთქვათ)  ადამიანების წესს, იმ წესს, რომელიც   დაგმობილი იყო ყველა რელიგიის მიერ საუკუნეების მანძილზე.

რა მიზნით ხორციელდება ასეთი ზეწოლა?! მიზანი  ნათელია  – კი არ გავმრავლდეთ,  არამედ, – გავირყვნათ და გადავშენდეთ! დეპოპულაციაზე – მის მისაღწევ გზებზე და მეთოდებზე ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის  წინათ დაიწყეს სერიოზულად ფიქრი და მოქმედებაც იმათ, ვისაც მსოფლიოს ფარულ  მთავრობას უწოდებენ! დეპოპულაციის თემაზე   ბევრჯერ გვისაუბრია  წინა წლებშიც, განსაკუთრებით კი, –  კოვიდპანდემიის პერიოდში, მაგრამ  ამჟამად იმდენად საშიში, სატანისტური ჩანაფიქრის განხორციელების მოწმენი ვართ, რომ სჭიროდ ვთვლი  ერთ, სულ  ახლახანს, რამდენიმე დღის წინ მომხდარ  ფაქტზეც შევაჩერო მკითხველის ყურადღება.

ამერიკის  ჯორჯიის შტატში, ატლანტიდან 175 კმ–ში 1980 წელს ტრიალ მინდორში დაიდგა  „ამერიკულ სტოუნჰენჯად“ ცნობილი  უცნაური  ძეგლი, რომელიც ექვსი 6–მეტრიანი სიმაღლის  გრანიტის ფილისგან შედგებოდა (ერთი ფილა ცენტრში, ოთხი – მის ირგვლივ და ერთიც – მათ თავზე დადებული). მის ოფიციალურ გახსნას ეწრებოდა 400 ადამიანი, მაგრამ უცნობია, თუ ვინ იყვნენ ისინი, არც სპონსორებია ცნობილი და არც ის, თუ რა იყო ძეგლის  დადგმის მიზანი! ეს ძალზე უცნაურია ამერიკისთვის, სადაც  ბაფომეტს (იგივე სატანას), არათუ მინდორში, ქალაქებში უდგამენ ძეგლებს  და მათ შესახებ ყველაფერი ცნობილია! 

ოთხ ფილაზე ორივე მხრიდან რვა ენაზე, მათ შორის, რუსულადაც, ამოტვიფრული იყო მიმართვები, რომელთაგან  ჩვენთვის საყურადღებოა ორი მათგანი:

პირველი:  ნურასოდეს გადააჭარბებს დედამიწის მოსახლეობა ნახევარ მილიარდს;

მეორე: არეგულირეთ შობადობა (ზედა მოთხოვნის შესაბამისად  ცხადია! – ი.ლ.).

ასე რომ, ბილ გეიტსი და მისითანამოაზრე სულიერი ძმებიდეპოპულაციისგეგმებში ორჯერ უფრო გულკეთილები ჩანან  – მათ ერთ მილიარდამდე აქვთ გადაწყვეტილი ჩვენი შემცირება ანუ, სულ რაღაც, შვიდი მილიარდი ადამიანის გაწყვეტა შიმშილობებით, ომებით, ეპიდემიებით („მეცხრე ტალღას“ სულ ცოტაღა გვიკლია!) და გაუთავებელი ვაქცინაციით!

„ამერიკული  სტოუნჰენჯი“ „უცნობმა პირებმა“ ა.წ. 6 ივლისს ააფეთქეს! მიუხედავად იმისა, რომ დაინგრა მხოლოდ ერთი კედელი, შტატის ხელისუფლებამ ძეგლის აღდგენის ან კონსერვაციის ნაცვლად,  იცოდა რა  მოსახლეობის დამოკიდებულება ძეგლის მიმართ, იმავე დღეს მიიღო ოპერატიული გადაწყვეტილება და, უსაფრთხოების მომიზეზებით, მეორე დილით მთლიანად დაანგრია იგი, რასაც მხურვალედ მიესალმნენ  ქრისტიანები და მემარჯვენე პოლიტიკოსები. მათ ეს ძეგლი „სატანისტურ“ მონუმენტად  მიაჩნდათ. „ჩვენ მოხარულები ვართ, ჩვენ ვეთაყვანებით    მხოლოდ  ერთ ჭეშმარიტ  ღმერთს და არა  – თვითმარქვიას და მამას მთელი სიცრუისას“, – განაცხადა არიზონას შტატის სენატორმა ვენდი როჯერსმა.

ჭეშმარიტად!

ი.ლ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here