Home ახალი ამბები საქართველო გიორგი შარაშიძე – ეჭვი მეპარება, „ნაცმოძრაობა“ აკრძალონ, „ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც მთავარი...

გიორგი შარაშიძე – ეჭვი მეპარება, „ნაცმოძრაობა“ აკრძალონ, „ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც მთავარი შიშის ფაქტორის არარსებობის პირობებში, ხელისუფლებას მალე დაკარგავს

„გახარია საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, პოლიტიკური პარტიის აკრძალვა გაუგებარი და არაკონსტიტუციურია.

შარაშიძის თქმით, პოლიტიკური პარტია არა აკრძალვით, არამედ არჩევნების გზით უნდა დაამარცხო.

„როდესაც გსურს, პოლიტიკური პარტია დაამარცხო, პირველ რიგში, ის უნდა დაამარცხო არჩევნების გზით ისე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება. აკრძალვა სამართლებრივი აბსურდია, მაგრამ რატომ აკეთებს ამას „ოცნება“, რა გითხრათ? „ოცნება“ ლოგიკას არ ექვემდებარება. მათ უნდა ჰკითხოთ, რა კრიტერიუმებით კრძალავენ, საერთოდ თუ კრძალავენ, და რა კრიტერიუმებით არ აკრძალავენ, ვისაც არ კრძალავენ თავიანთი გადაწყვეტილებით. „ნაციონალური მოძრაობა“ რომც აიკრძალოს, ამ პარტიის, როგორც ხალხის დაშინების ფაქტორი, მუდმივად იარსებებს. დრო აჩვენებს, ეს საკონსტიტუციო და პარტიების აკრძალვის კამპანია სინამდვილეში შემდგომი კიდევ ერთი მორიგი ფეიკკამპანია ხომ არ არის „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის? დარწმუნებული ვარ, „ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ ფაქტორს, როგორც შიშის ფაქტორს, პოლიტიკური ველიდან არასდროს გააქრობს. „ნაციონალური მოძრაობის“ ფაქტორი, როგორც ხალხის დაშინების ფაქტორი, მუდმივად იარსებებს, ეს საქმე ბოლომდე რომც მიიყვანონ და „ნაცმოძრაობა“ აკრძალონ. არაკონსტიტუციურია, მაგრამ დიდი ეჭვი მეპარება, ეს გააკეთონ, რადგან „ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც მთავარი შიშის ფაქტორისა და საფრთხობელას არარსებობის პირობებში ხელისუფლებას ძალიან მალე დაკარგავს. „ოცნების“ მიერ გადადგმულ არალოგიკურ ნაბიჯებზე უხერხულობას ჩვენს თავზე ვერ ვიგრძნობთ. მოდით, ჯერ დაველოდოთ, ვის აუქმებენ და რამდენად არის ეს მართლა გაუქმება. „ლელოსთან“ თანამშრომლობა გვქონდა და, რა თქმა უნდა, არანაირი სურვილი არ გვაქვს, ის გაქრეს, დარწმუნებული ვარ, არც გაქრება. „ოცნებამ“ რომც მიაღწიოს საკუთარ მიზანს, „ლელო“ არის ძლიერი გუნდი და მას პოლიტიკურ საქმიანობას ვერავინ აუკრძალავს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

https://1tv.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here