შემაძრწუნებელი პასუხი

    რაკეტა „ბურევესტნიკი“

    რუსეთმა წარმატებით გამოცადა ბირთვული ძრავით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტაბურევესტნიკი. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა: „ეს უნიკალური იარაღია, რომელიც მსოფლიოში სხვას არავის აქვს! პუტინმა აღნიშნა: „გადამწყვეტი გამოცდები დასრულდა, მაგრამ ამ იარაღის საბრძოლო მზადყოფნაში მოსაყვანად ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. ყველა რეგულაცია უნდა დაკმაყოფილდეს. მიუხედავად ამისა, ძირითადი მიზნები მიღწეულია.

    რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვს დაავალა,  განსაზღვროს რაკეტის კლასი და მოამზადოს ინფრასტრუქტურა შეიარაღებულ ძალებში მისი განლაგებისთვის. გერასიმოვმა პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა: რაკეტა  21 ოქტომბერს გამოცადეს, მან 14 000 კმის მანძილზე იფრინა და ჰაერში დაახლოებით 15 საათის განმავლობაში იმყოფებოდა”.  „ეს არ არის ზღვარი”, – დასძინა გერასიმოვმა. კრემლმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი პუტინს ბირთვული ძრავით აღჭურვილი კონტინენტთაშორისი ფრთოსანი რაკეტის  – „ბურევესტნიკის“ წარმატებული გამოცდის შესახებ მოახსენებს. „ბურევესტნიკის“ შესახებ საუბარი გერასიმოვთან და უკრაინაში მებრძოლი დაჯგუფებების მეთაურებთან პუტინის შეხვედრისას გაიმართა  რუსეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების ერთ-ერთ დამხმარე სამეთაურო პუნქტში.

    პუტინმა „ბურევესტნიკის“ შექმნის შესახებ პირველად 2018 წელს, ფედერალური კრებისადმი მიმართვის ფორმატში ისაუბრა. სავარაუდოდ, მაშინვე დაიწყო მისი გამოცდა. ჩვენი შეიარაღებული ძალების, უფრო სწორად, ჩვენი ბირთვული შემაკავებელი ძალების თანამედროვეობა უმაღლეს დონეზეა. ალბათ, გაზვიადებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ის ყველა ბირთვულ სახელმწიფოზე მაღალია“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა გენერალიტეტთან შეხვედრისას და დასძინა: „სტრატეგიული შეტევითი ძალების წვრთნით, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ რუსეთის ბირთვული ფარის საიმედოობა. სტრატეგიულ ძალებს შეუძლიათ სრულად უზრუნველყონ რუსეთის ფედერაციისა და საკავშირო სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოება.

    ეს არის თვისებრივად ახალი სიტყვა შეიარაღებაში, რაც დასავლეთისთვის დიდი დარტყმაა. საქმე ის არის, რომ ბირთვულრეაქტორიანი ძრავა ფრთოსან რაკეტას ფრენის შეუზღუდავ შესაძლებლობას აძლევს, რაც რევოლუციაა შეიარაღებაში. მას აღარ სჭირდება ჩვეულებრივი საწვავი, რადგან ბირთვული ენერგიის წყაროს მიერ გამოყოფილი დიდი სითბური ენერგია პრაქტიკულად ამოუწურავია.                                                                       

    ფაქტი ასეთია: სტრატეგიული ბირთვული ტრიადის მთავარი კომპონენტი, მობილური და შახტური ბაზირების საკონტინენტშორისო ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტების სახით, რუსეთს გაცილებით თანამედროვე აქვს, ვიდრე აშშ. რამდენიმე დღის წინათ კი რუსეთმა ისეთი გლობალური მოქმედების შეიარაღების სახეობა გამოსცადა, რომელიც ჯერჯერობით მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის არსენალში არ არის და რომელსაც არა ხოლოდ ბირთვული მუხტი გადააქვს, არამედ ფრენასაც ბირთვული ენერგიის დახმარებით განხორციელებს.

    დასავლეთი უკვე ყაყანებს იმაზე, რომ „ბურევესტნიკის” სახით საქმე გვაქს ეკოლოგიურად ბინძურ სამხედრო ტექნიკასთან (როგორც ისინი უწოდებენ, მფრინავ ჩერნობილთან), რომელიც რადიაციით აბინძურებს სამყაროს. დასავლეთს ეკოლოგიის დარდი არ  აქვს. მისი პრობლემა ისაა, რომ რუსეთმა ბირთვულ შეიარაღებაში დიდი უპირატესობა მოიპოვა. დასავლეთს ახლა ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხების პრობლემის ნაცვლად ბირთვულ სფეროში რუსეთის აშკარა დომინანტობის აღიარება ან მისი მაღალი ტექნოლოგიების წინააღმდეგ შავი პიარით ბრძოლა უწევს, რომელსაც, რა თქმა უნდა, აზრი არ აქვს, მაგრამ გაჩუმებას ან მარცხის აღიარებას ისევ ამ პოზაში ყოფნა ურჩევნია, ვინაიდან არ იცის,  რით უნდა უპასუხო პუტინის პოზიციას იმ ბინძურ სანქციებზე, რომლებიც ამერიკელებმა და ევროპელებმა ერთდროულად დააწესეს. დასავლეთის პოლიტიკის სიბინძურე, ცხადია, მხოლოდ ამაში არ ვლინდება. უბედურება ის არის, რომ დასავლეთში არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური შემოქმედების პოტენციალი აღარ დარჩა, მხოლოდ სიცრუე, მხოლოდ ფსიქიკაზე ძალადობა, მხოლოდ ომი. ეს არის მთელი არსენალი, რომელიც  სამყაროსთან ურთიერთობისთვის აქვს.

    ქართულ პრესაში გამაოგნებელ მსჯელობას წააწყდები. ერთ-ერთ გამოცემაში ვკითხულობთ: „უცნაურია, რომ დასავლეთის სადაზვერვო სტრუქტურებმა, რომლებიც დიდი ყურადღებით აკვირდებიან რუსეთის პოლიგონებს, ბირთვულძრავიანიბურევესტნიკის“ 15საათიანი ფრენის შესახებ მაშინვე არ ატეხეს განგაში, ან სად იფრინა 14 ათასი კილომეტრი ამ რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ ისე, რომ მისი აღმოჩენა მაშინვე ვერ მოხერდა, მით უფრო, რომ ის ფრენისას რადიაციული დაბინძურების კვალს დატოვებდა?!  ეს ან დასავლეთის სადაზვერვო ორგანიზაციების სისუსტეზე მეტყველებს, ან   გერასიმოვი პუტინთან ერთად მთელი მსოფლიოს მოტყუებას ცდილობ დაბურევესტნიკსარც ამდენ ხანს უფრენია და არც ეს მანძილი დაუფარავს”.

    თვითდამშვიდების უბადრუკი მცდელობა –  სხვას ვერაფერს დაარქმევ გონების ამ ნაცოდვილარს, მაგრამ საინტერესოა, რა უნდათ ქართველ ჟურნალისტებს, რატომ იმშვიდებენ   თავს და რის თქმა სურთ მკითხველებისთვის ანუ მთლიანად ქართული საზოგადოებისთვის. დასავლეთთან დაპირისპირებაში რუსეთი დამარცხდება და ეს იქნება საქართველოს გამარჯვება? კარგი, ვთქვათ, ვიღაცას ასეთი პოლიტიკური რწმენა და მსოფლმხედველობა აქვს. კი მაგრამ, ფაქტების გაყალბებული წარმოდგენა, სრულიად ნათელი ვითარების ეჭვქვეშ დაყენების მცდელობა და ქართული საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა დასავლეთს გაამარჯვებინებს? ეს ხომ აბსურდია?!

    მახსენდება ცნობილი პოლიტოლოგის, პროფესორ სერგეი კარაგანოვის ერთი ნათქვამი: „ევროპული ელიტა საკუთარ მოსახლეობას არამხოლოდ ამზადებს რუსეთთან ომისთვის, არამედ მიახლოებით თარიღსაც კი ასახელებს,  თუ როდის იქნებიან ისინი მზად ომის გასაჩაღებლად. როგორ გავაჩეროთ ეს შეშლილები? არ დავასახელებ მესამე მსოფლიო ომის თავიდან არიდების ყველა საშუალებას, მაგრამ საკუთარ თავსაც, ევროპასაც და მსოფლიოსაც უნდა ვუთხრათ, რომ ევროპა არის წყარო ყველა უბედურებისა: ორი მსოფლიო ომისა, გაუთავებელი გენოციდებისა, არადამიანური იდეოლოგიებისა, კოლონიალიზმისა, რასიზმისა, ნაციზმისა და ა.შ. ევროპას უნდა დავარქვათ ის, რასაც სინამდვილეში წარმოადგენს, რათა მის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა უფრო დამაჯერებელი და გამართლებული იყოს”.

    მძიმე ნათქვამია, მაგრამ დასავლეთს მიჰყავს საქმე ამ მიმართულებით. ისინი სხვა გზას არ ტოვებენ. ასე მოიქცა ნაპოლეონი, ასე მოიქცა ჰიტლერი, ასე იქცევიან მაკრონი, სტარმერი, მერცი... ბოლოს და ბოლოს, ასე იქცევა თვითონ ტრამპიც, რომელსაც თავი მშვიდობის მტრედად მოაქვს, მაგრამ ომის ისეთივე მოციქულია, როგორიც დანარჩენები.

    პუტინმა უკრაინისთვის შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტების მიწოდების პერსპექტივისა და სანქციების ახალ პაკეტზე ორიოდე დღის წინათ თქვა: „ჩვენი პასუხი შემაძრწუნებელი იქნება”.

    აჰა, ეს პასუხიც. მას „ბურევესტნიკი” ჰქვია! ღმერთმა ნუ ქნას, რომ საქმე ამ ტიპის შეიარაღების გამოცდას გასცდეს და მის გამოყენებამდე მივიდეს, თუმცა ლოცვათა აღვლენა ამ საქმეს ვერ უშველის, რადგან დასავლეთის უგუნურ საქციელს ვითარება მხოლოდ ამ მიმართულებით მიჰყავს.

    ვალერი კვარაცხელია

    P. S. ჟურნალისტების მიერ „ბურევესტნიკის” შესახებ დასმულ შეკითხვას ტრამპმა გაუგებარი პასუხი გასცა: „ისინი არ გვეთამაშებიან, არც ჩვენ ვეთამაშებით მათ!”

    საქმეც ის არის, რომ ეს ყველაფერი თამაში აღარ არის, სერიოზული ამბავია – მეტისმეტად სერიოზული.

    ვ. კ.

                                                                                                                  

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here