ჯოჯოხეთი სამოთხეში

    ევროკავშირის 2026-2030 წლების ლგბტქ+ ახალი სტრატეგია ბავშვებს სქესის შეცვლის სამართლებრივ პროცედურებს უმარტივებს. ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის სტრატეგიით, არასრულწლოვანი, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც კი არ აქვს, ვითონ  აირჩევს,  გოგოა თუ ბიჭი. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან, მიიღონ ეს წესი. წინააღმდეგ შემთხვევაში დაფინანსება შეუწყდებათ. დოკუმენტის თანახმად, გაუქმებულია სქესის განსაზღვრის ასაკობრივი შეზღუდვები და გენდერის არჩევისას აღარ არის საჭირო არასრულწლოვნის სამედიცინო შეფასება.

    საქართველოს პრემიერმინისტრის აზრით, ეს არის სრულიად მიზანმიმართული პროცესი, რომელიც ევროპისთვის გარედან არის  თავსმოხვეული. „სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს. სტატისტიკა არის დამძიმებული ბევრი მიმართულებით. აქ საუბარია საერთოდ კატასტროფულ მოვლენაზე, როგორიც არის არასრულწლოვანი ბავშვების მიერ სქესის შეცვლა. სადამდე მიიყვანეს ევროპა და ევროკავშირი, ამას ხედავს ქართველი საზოგადოება. იმედი გვაქვს,  ეს ტენდენციები შეჩერდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპას ემუქრება კიდევ უფრო მძიმე საფრთხე. ჩვენთვის შემაშფოთებელია ის ტენდენციები, რომლებსაც  ვხედავთ ევროპაში. როგორ დავუპირისპირდეთ ამ ტენდენციებს, ამაზე ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას. დღეს რაიმე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    პრემიერმინისტრის ეს პოზიცია ახალი არ არის. ჩვენ უკვე ვიცით, რომ საქართველოში ე.წ. ლგბტ პროპაგანდა კანონით იკრძალება და მსგავსი გენდერული სიბინძურეები დღევანდელი მთავრობისთვის მიუღებელია, მაგრამ, საზოგადოდ, რა არის ეს?

    პრობლემა მართლაც რთულია. ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი) ბუნებაში თუკი არსებობს, ასეთ შემთვევაში, მათ მიმართ უნდა არსებობდეს ერთიანი, მეცნიერულად დასაბუთებული, სამართლებრივ-საზოგადოებრივი მიდგომა. ეს მიდგომა უნდა ეფუძნებოდეს დასკვნას, რა არის ეს მოვლენა. აშშ-ის ფსიქიატრიული ასოციაცია შორეული 1973 წლიდან ამ მოვლენას პათოლოგიად აღარ განიხილავს. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ კი 1993 წლიდან ეს მოვლენა ფსიქიკურ და ფსიქიატრიულ აშლილობათა სიიდანაც ამოიღო. ბოლოს იქამდე მივიდნენ, რომ დაასკვნეს: ეს არ არის ნორმიდან გადახრა. გენდერულ იდენტობასა და სექსუალურ ორიენტაციას განსაზღვრავს ბიოლოგიური და გარემო ფაქტორები. მეტიც, აღმოაჩინეს განსაკუთრებული გენი.

    ამ სიღრმეებში რომ არ შევიდეთ და შედარებით ზედაპირულად  ვიმსჯელოთ, პრობლემის სირთულეს მაინც მარტივად ჩავწვდებით. ეს ადამიანები ბუნებაში თუ არსებობენ და მათი მდგომარეობა მკურნალობას არ ექვემდებარება, ასეთ შემთხვევაში მათ ისევე ვერ ავუკრძალავთ ურთიერთობებს, როგორც  ჰეტეროსექსუალებს, ვინაიდან ეს, ადამიანის უფლების დარღვევა კი არა, უდიდესი სისასტიკე იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ უნდა მიეცეთ კანონიერი თანაცხოვრების უფლება. ეს საკითხის ერთი მხარეა, მაგრამ იმავე წუთს შემოდის საკითხის მეორე მხარე – ერთნაირსქესიანთა თანაცხოვრების დაკანონება და ოჯახის სტატუსის მინიჭება ანგრევს ტრადიციულ წარმოდგენას ოჯახზე, რომელშიც ბავშვები უნდა გაჩნდნენ და აღიზარდონ. ეს დაანგრევს წარმოდგენებს ოჯახის ღვთაებრივ სიწმინდეზე. რეპროდუქციული უნარის მქონე ოჯახების გვერდით ამგვარ ფუნქციასა და მისიას იმთავითვე მოკლებული (მახინჯი) გამონაკლისის დაშვება, რომელიც ბღალავს, აკნინებს და აზიანებს ნამდვილს, დაუშვებელია, რადგან წარმოადგენს მის ანომალიურ, გადაგვარებულ ვარიანტს, რომელიც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია სოციალური, რელიგიური, ეთიკური და ტრადიციული თვალსაზრისებიდან გამომდინარე. სირთულე საკითხისა ისე  დიდია, რომ შეუძლებელია აზრთა მწვავე დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩვა არ გამოიწვიოს.

    აი, აქ მივადექით თემას, რომელიც ლგბტ პრობლემის უკან იმალება, და გაცილებით უფრო სერიოზულია, ვიდრე თვითონ განსახილველი პრობლემა. სოდომისტური ცოდვა ბიბლიაშია აღწერილი, რაც იმას ნიშნავს, რომ პრობლემა უძველესია. ამ ყაიდის ადამიანებს ხან მორალის ძალით კიცხავდნენ, ხან კანონის ძალით სჯიდნენ, ხან სასიკვდილოდ იმეტებდნენ, მაგრამ ისინი დღემდე არსებობენ და, ალბათ, მომავალშიც იარსებებენ, ამიტომ ამ სტატიაში ლგბტ პრობლემის გადაჭრის გზებზე კი არ ვსაუბრობ, ვცდილობ, პრობლემის უკან სხვა პრობლემა დავინახო: ამერიკული ჰეგემონიზმის პრობლემა. მათ ლგბტ ზოგადსაკაცობრიო იდეოლოგიის რანგში აჰყავთ. როდესაც მსოფლიო ხედავს ლგბტ ფერებში შეღებილ თეთრ სახლს, ანუ აშშ-ის უპირველეს ადმინისტრაციულ შენობას ვაშინგტონში, ეს მათ მიერ ლგბტ-ის მსოფლიო იდეოლოგიად გამოცხადებაა.

    ჩნდება შეკითხვა-  რატომ არიან ამერიკელები და ვროპელები დაინტერესებულნი იმით, რომ ლგბტ მსოფლიო იდეოლოგიად აქციონ? დავიწყოთ იმით, ვინ არიან თვითონ ამერიკელები და ევროპელები. ისინი ჯერ მსოფლიო კოლონიზატორები იყვნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც რიგ ისტორიულ პროცესთა გამო კოლონიზატორის მდგომარეობა დაკარგეს, დაადგნენ გზას, რომელსაც მსიფლიო ჰეგემონობა ჰქვია. მსოფლიო ჰეგემონობას მსოფლიო იდეოლოგია სჭირდება. მათ შექმნეს ფსევდოღირებულებებზე დაფუძნებული იდეოლოგია დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სახით, მაგრამ კაპიტალისტურ სისტემას ამ ღირებულებათა რეალური ამოქმედებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა არ შეუძლია, რის გამოც ეს ლოზუნგები სიყალბე და თვალთმაქცობა გამოდგა, რაც მსოფლიომ დაინახა. ამიტომ დღეს ამ ლოზუნგებისგან ვერავინ შექმნის იმ თეორიულ ბაზისს, რომელიც მსოფლიო ჰეგემონიის მსურველ ძალას საყრდენად გამოადგება. ამ ვითარებაში ისინი მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის ეპოქისთვის დამახასიათებელი გლობალიზაციის ბუნებრივ პროცესს ჩამოეკიდნენ და სცადეს, იგი ამერიკანიზაციად ექციათ. ჩამოაყალიბეს ფორმულა: გლობალიზაცია უდრის ამერიკანიზაციას! ამ ფორმულამაც ვერ იმუშავა. გლობალიზაცია დარჩა იმად, რაც იგი სინამდვილეშია, ამერიკანიზაცია კი შეეჯახა მრავალპოლუსიანობას, რომელმაც საბოლოოდ გაიმარჯვა და ეს თავიდანვე საეჭვო (ხელოვნური) პროცესიც საბოლოოდ ჩაფლავდა. ამერიკული ჰეგემონიზმის ბოსებმა იწყეს გაცნობიერება იმისა, რომ დადებითი შინაარსის შემცველი ლოზუნგის გამოყენებით ფონს ვერ გავიდოდნენ და საწადელს ვერ მიაღწევდნენ. ეს ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანია. მათ დაასკვნეს: ჯოჯოხეთურ მიზანს ჯოჯოხეთური იდეოლოგია შეეფერება! ამ თვალსაზრისით გარკვეული გამოცდილებაც არსებობდა – ფაშიზმი. ეს გამოცდილება იმაზე მეტყველებს, რომ ჯოჯოხეთური იდეოლოგია, მიუხედავად იმისა, რომ მისი არსი უარყოფითი და არაადამიანურია, მუშაობს. ამერიკული ჰეგემონიზმის იდეოლოგები ამ მიმართულებით წავიდნენ. ადამიანური ღირებულებების ნაცვლად არაადამიანური (ჯოჯოხეთური) ღირებულებებით ოპერირებაზე გადავიდნენ, ოღონდ ეს ჯოჯოხეთური ღირებულებები კვლავ მოხერხებულად ამოაფარეს ადამიანურ ღირებულებებს. ლგბტ პროპაგანდას ეწევიან მსოფლიო ცნობიერების დასანგრევად, მაგრამ ამას ადამიანთა ამ კატეგორიის უფლებების დაცვად ასაღებენ. მოვლენას მასშტაბი შეუცვალეს. ლგბტ პრობლემა მეათეხარისხოვანი თუ მეასეხარისხოვანი პრობლემიდან პირველხარისხოვან პრობლემად გადმოიტანეს და ისეთი ვითარება შექმნეს, თითქოს კაცობრიობას სხვა სადარდებელი არაფერი ჰქონდეს. მთელი კაცობრიობის სოდომიზმით დაავადება იმავე კაცობრიობის მორჩილებაში ყოლის მექანიზმადაა მიჩნეული და ეს, ალბათ, სწორი გათვლაა. მერე რა, რომ იგი სამოთხის გაჯოჯოხეთებას ნიშნავს. დაე, სუფევდეს ჯოჯოხეთი, ოღონდ მათი იყოს მთელი დედამიწა. ამიტომაც ცდილობენ, რომ ჯოჯოხეთი ჯოჯოხეთში არ დატოვონ, იგი სამოთხეზეც უნდა გაავრცელონ, რათა ყველაფერი ჯოჯოხეთად იქცეს.

    უნდა ვაღიაროთ: ლგბტ თემა შესანიშნავად არის მიგნებული. საქმე ის არის, რომ ადამიანის უფლების დაცვა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია, მაგრამ ეს ის ვითარებაა, როდესაც მისი დაცვა განსაკუთრებით რთულდება, რადგან იგი წინააღმდეგობაში მოდის ოჯახთან, ზნეობასთან, ტრადიციასთან, რელიგიასთან, ღმერთთან… საერთოდ, ადამიანზე ადამიანურ წარმოდგენებთან, ანუ ეს არის ის, რაც მათ სჭირდებათ –  მუდმივი განხეთქილების, არეულობისა და შფოთვის შემომტანი და დამამკვიდრებელი თემა, ვინაიდან ამგვარ მდგომარეობაში მყოფ მსოფლიოზე საკუთარი ჰეგემონიის გავრცელება შეუდარებლად იოლია, ვიდრე ტრადიციულ ღირებულებებზე ორიენტირებული, ზნეობისა და წესრიგის გზით მავალ მსოფლიოზე, ამიტომაც დაიწყეს გაუკუღმართებული საექსუალური ორიენტაციის ფორსირებული და თავბრუდამხვევი პროპაგანდა, ამიტომ ხარჯავენ მილიარდებს ამ ჯოჯოხეთის გავრცელებაში. ვის ახსოვს გაუკუღმართების სენით შეპყრობილი საცოდავი ადამიანების უფლებები. ისინი სწორედ იმიტომ, რომ მათი ბუნება გაუკუღმართებული და პათოლოგიურია, მთელი საზოგადოების გაუკუღმართებისა და გაპათოლოგიურების მასალად გამოიყენებიან. ამ მხრივ სოციოლოგიური გამოკვლევები შემზარავ შედეგებს აჩვენებს. სან დიეგოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯინ ტვენგე ერთმანეთს ადარებს ორ პერიოდს (1973 – 1990 წწ-სა და 1990 – 2014 წწ-ს). პირველ მონაკვეთში არც ლგბტ საზოგადოების და არც მათ მიმართ ტოლერანტულად განწყობილ ადამიანთა რაოდენობაში ზრდის ტენდენცია არ შეიმჩნეოდა, მეორე მონაკვეთში კი აშშ-ში იმ პირთა რაოდენობამ, რომლებიც თავს ლგბტ-ს მიაკუთვნებს, თითქმის ორჯერ მოიმატა, ხოლო იმ პირთა რაოდენობამ, რომლებიც ამ მოვლენის მიმართ ტოლერანტობას ავლენენ,  ხუთჯერ. ნათელია, რა შედეგებამდე მიჰყავს ვითარება აღვირახსნილ პროპაგანდას.

    ჩვენ,  ფაქტების კი არა, აღქმების ეპოქაში ვცხოვრობთ (გვაცხოვრებენ):

    *  ფაქტია, რომ საბჭოთა კავშირი სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობის სახელმწიფო იყო, მაგრამ დასავლეთის პროპაგანდისტული მანიპულაციების შედეგად მას ბოროტების იმპერიად აღიქვამდნენ. სინამდვილის ამგვარმა დამახინჯებულმა აღქმამ ფაქტებს აჯობა, რაც იმ სახელმწიფოსა და სისტემის ნგრევის საერთო სახალხო სურვილად ჩამოყალიბდა;

    *  ფაქტია, რომ სახელმწიფო გადატრიალებისთვის დაუფარავად  მებრძოლი ხალხი პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრა. საზოგადოებაში კი გამოჩნდნენ ჟურნალისტები, სხვადასხვა სოციალური ჯგუფი, პოლიტიკური პარტია, რომლებიც ამ აშკარა ფაქტზე მაღლა დასავლეთის მიერ ნაკარნახებ აღქმებს აყენებენ და გაიძახიან, შეჭრა არ მოხდებოდა, პრეზიდენტის სასახლეს შემოვლებული ღობე შეგნებულად რომ არ მოერყიათ და მოესუსტებინათო;

    * ფაქტია, რომ, განსაკუთრებული წნეხის მიუხედავად, ხელისუფლებამ ომს აგვარიდა და მშვიდობა შეგვინარჩუნა. აქაც ფაქტებზე მაღლა რეალობის დამახინჯებული აღქმის დაყენებას ცდილობენ, რის გამოც  საზოგადოების ერთი ნაწილი ამ თემას სასაცილოდ იგდებს და გაიძახის, უნდა ვიომოთო!

    * ფაქტია, რომ ლგბტ სიბინძურეს თავს ძალადობრივად გვახვევენ, მაგრამ დასავლეთის აგენტურა ტელეეკრანებიდან ენას გვიყოფს და ქირქილებს: ქართველ მამაკაცებს ეშინიათ, რომ დასავლეთში გაათხოვებენო. მამაკაცების გათხოვებაზე უარესია, როდესაც ცნობიერებას წამლავენ და ფაქტებზე მაღლა ცხოვრების არარეალისტურ აღქმებს აყენებენ.

    ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, ასეთი რეალობა გვაქვს: ტრამპი კი ებრძვის ,,დიფ სთეითს’’,   მაგრამ იგი ჯერ არ დამარცხებულა და არც არსად წასულა. ევროკავშირი მთლიანად ,,დიფ სთეითის’’ ხელშია. იმ დროს, როდესაც ტრამპმა ლგბტ სიბინძურესაც ისევე გამოუცხადა ბრძოლა, როგორც  ,,დიფ სთეითს’’,  ევროკავშირი კვლავაც ლგბტ-ის ჯოჯოხეთური შტამპებით აზროვნებს და ძალადობით ცდილობს ამ იდეოლოგიის გავრცელებას, ანუ, როგორც ზემოთ ვამბობდი, სამოთხეში ჯოჯოხეთის გავრცელებას. 

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                                 

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here