Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი კობახიძე – ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მაღალი რანგის ლიდერების მხრიდან დაფიქსირდა...

ირაკლი კობახიძე – ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მაღალი რანგის ლიდერების მხრიდან დაფიქსირდა ინტერესი ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, დაველოდოთ

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე საკმაოდ დადებითი განწყობა დაფიქსირდა მთელი რიგი ლიდერების, მაღალი რანგის ლიდერების მხრიდან. იყო განსხვავებული განწყობებიც, მაგრამ არაერთი მაღალი რანგის ლიდერის მხრიდან დაფიქსირდა ინტერესი ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. დაველოდოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, „რა თქმა უნდა, ეს მოვლენებიც ალბათ იმოქმედებს ამ განწყობის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებაზე“.

„ჩვენი ხელი არის გაწვდილი ყველა – იქნება ევროკავშირის, აშშ-ის მიმართულებით. ჩვენი სურვილია, გადავტვირთოთ ურთიერთობები და იმედია, შემხვედრი ნაბიჯები იქნება ორივე მხრიდან. განსაკუთრებით ეს ეხება ევროკავშირს, საიდანაც მეტი აგრესია მოდის ქართველი ხალხის მიმართ იმის გამო, რომ ქართველმა ხალხმა შარშან, წელს მხარი დაუჭირა და ნდობა გამოუცხადა „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

https://1tv.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here