Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი კობახიძე – შემაშფოთებელია, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა არ დაუგმია არცერთ ნაცურ ტელევიზიას,...

ირაკლი კობახიძე – შემაშფოთებელია, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა არ დაუგმია არცერთ ნაცურ ტელევიზიას, არცერთ ელჩს, უცხოურ ინსტიტუციას, სად წავიდა ახლა მედიის თავისუფლებაზე ზრუნვა?

შემაშფოთებელია, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა არ დაუგმია არცერთ ნაცურ ტელევიზიას, არცერთ ელჩს, უცხოურ ინსტიტუციას, სად წავიდა ახლა მედიის თავისუფლებაზე ზრუნვა?, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, აქედან ჩანს, რომ ყველგან არის ორმაგი სტანდარტები.

„ეს არის „ნაცის“ სახე. ის 20 წლის აკაცუკიც, სინამდვილეში, არის „ნაცი“. როგორიც იყო, მაგალითად, 2007 წელს „ნაცი“, რომელიც იჭრებოდა იგივე ტელეკომპანია „იმედში“, რომელიც შემდეგ „რუსთავი 2-ს“ ართმევდა კერძო მესაკუთრეს, რომელიც შეიჭრა თავის დროზე საზოგადოებრივ მაუწყებელში კანონის ფორმით და ასე შემდეგ, ასეთივე „ნაცები“ არიან ის 20 წლის აკაცუკები, რომლებიც გუშინ გაზს ასხამდნენ ჟურნალისტებს. მათ ეს აქვთ ნასწავლი. მათ აქვთ ნასწავლი საკუთარი გარემოცვიდან, რომ ტელეკომპანიაზე, ჟურნალისტზე თავდასხმა ნორმალურია, სწორი იყო, როდესაც „იმედში“ შეიჭრა 2007 წელს „ნაცმოძრაობა – ასე აქვთ ნასწავლი, ეს აქვთ გამჯდარი და ამის გაგრძელება ვიხილეთ რეალურად გუშინ. 20 წლის „ნაცები“ იქცეოდნენ ისე, როგორც თავის დროზე იქცეოდნენ სააკაშვილი, გვარამია და სხვები, ცნობილი ოდიოზური „ნაციონალები“. ეს არის მათი სახე და ბუნება. კიდევ უფრო შემაშფოთებელია, რომ ეს ფაქტი არ დაუგმია არცერთ ნაცურ ტელევიზიას, არცერთ ელჩს, უცხოურ ინსტიტუციას. სად წავიდა ახლა მედიის თავისუფლებაზე ზრუნვა? აქედან ჩანს, რომ ყველგან არის ორმაგი სტანდარტები. აქედან ჩანს, რომ არსად არის ღირებულებები, მათ შორის, არავითარი ფასი არ აქვს ამ ადამიანებისთვის, მათ შორის უცხოელი პატრონებისთვის, კონკრეტული ელჩებისთვის,  ინსტიტუტებისთვის მედიის თავისუფლებას. პირიქით, მათთვის მედია არის თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი ობიექტი. ასევე მინდა, შეგახსენოთ ბატონი იოზვიაკის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ განიხილება ორი ტელეკომპანიის სანქცირების საკითხი. თავის დროზე, გახსოვთ, „დიფ სთეითმა“ „ნაცმოძრაობის“ ხელით მოახერხეს ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა. 2007 წელს ყაჩაღურად და მოროდიორულად მიისაკუთრეს ტელეკომპანია „იმედი“. ახლა „ნაცმოძრაობის“ ხელით ეს ვეღარ გააკეთეს, ვეღარ აკეთებენ ამ ყველაფერს და, როგორც ჩანს, უნდათ, რომ სხვა ფორმით გააკეთონ ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად უსუსური მცდელობებია. საქართველოში იქნება უზრუნველყოფილი მედიის თავისუფლება, უზრუნველყოფილი იქნება ძლიერი მედია, დემოკრატია, ადამიანის უფლებები. როგორც არ უნდა სცადონ შიდა და გარე მტრებმა ამ ყველაფერზე შეტევა, სახელმწიფო დაიცავს ყველა ინსტიტუტს და, პირველ რიგში, მედიის თავისუფლებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

https://1tv.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here