Home ახალი ამბები საქართველო არნოხი დირბეგიშვილი – გურამ შარაძის მკვლელობაზე: „ავტომანქანის ნახევრად ჩაწეული ფანჯრიდან ვანო მერაბიშვილი...

არნოხი დირბეგიშვილი – გურამ შარაძის მკვლელობაზე: „ავტომანქანის ნახევრად ჩაწეული ფანჯრიდან ვანო მერაბიშვილი აკვირდებოდა შემთხვევის ადგილს“

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნიდან (4 აგვისტო 2025 წელი, გვ. №140)

„რუსუდან შარაძის განცხადებით, მის ოჯახს დიდი ხნის განმავლობაში უთვალთვალებდნენ და ზეპირად იცოდნენ გურამ შარაძის განრიგიც. კვირა დღეს, გურამ შარაძე ეროვნული ბიბლიოთეკის მკვლევართა დარბაზში სამუშაოდ დადიოდა და, საღამოობით, შინ ყოველთვის ფეხით ბრუნდებოდა. გარდა ეროვნული ბიბლიოთეკისა, მოცემულ პერიოდში, ის გზად გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობაში, გაზეთ „ასავალ-დასავლის“ რედაქციაში შედიოდა, სადაც იბეჭდებოდა მისი პუბლიცისტური სტატიების სერია − „ასი წერილი ქართველ ერს“.

სწორედ მოცემულ მარშრუტზე მოძრაობისას, 2007 წლის 20 მაისს, კვირა დღეს, საღამოს, გურამ შარაძე სამი გასროლით მოკლეს – პირველი, სასიკვდილო ტყვია კეფაში მოხვდა, ხოლო მკვლელმა საფეთქლის არეში კიდევ ორი საკონტროლო გასროლა განახორციელა. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის ადგილზე ხუთი ვიდეოკამერა იყო დამონტაჟებული, იმ დღეს, ყველა მათგანი ისეთი რაკურსით იყო მიმართული, რომ მკვლელის სახე არ დაფიქსირებულიყო. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგი ბარათელი მკვლელობიდან მალევე ახლომდებარე ქუჩაზე დააკავა, რომელიც შემდგომ სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

 საგამოძიებო კომისიის მიერ გამოკითხულმა გაზეთ „ასავალ-დასავლის“ მთავარი რედაქტორის პირველმა მოადგილემ (მაშინდელმა – საქინფორმი), არნო ხიდირბეგიშვილმა განაცხადა, რომ გურამ შარაძის მკვლელობიდან, მაქსიმუმ, 10 წუთში, მან გამომცემლობა „სამშობლოდან“ შემთხვევის ადგილზე მიირბინა. მან შენიშნა, რომ მელიქიშვილის გამზირზე ძალიან ცოტა მოძრაობა იყო, ხოლო გზის შუაგულში გაჩერებული იყო ავტომანქანა, რომლის უკანა, ნახევრადჩაწეული ფანჯრიდან შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი აკვირდებოდა შემთხვევის ადგილს. არნო ხიდირბეგიშვილმა განმარტა, რომ ის ვანო მერაბიშვილს პირადად იცნობდა „მოქალაქეთა კავშირში“ წარსული საქმიანობიდან გამომდინარე. არც ის გამორიცხა, რომ ვანო მერაბიშვილმაც დაინახა და იცნო. 415“

  415 საგამოძიებო კომისიის 2025 წლის 6 ივნისის N34 სხდომაზე არნო ხიდირბეგიშვილის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი (გამოკითხვა კომისიის სამი წევრის მიერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 67-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად).

საქინფორმი: კომისიის დასკვნიდან ზემოხსენებული ეპიზოდი ეხება იმ პერიოდს, როდესაც „საქინფორმის“ გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, არნო ხიდირბეგიშვილი, ყოველკვირეულ გაზეთ „ასავალ-დასავალში“ მთავარი რედაქტორის პირველ მოადგილედ მუშაობდა.

http://saqinform.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here