ინტერნეტმატლი

    უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 აპრილს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა არც ერთ ვითარებაში არ შეურიგდება რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციას: “ეს სალაპარაკოც არ არის. ეს არის ჩვენი კონსტიტუციის დარღვევა. ეს ჩვენი ტერიტორიაა, უკრაინის ხალხის ტერიტორია“.

    მანამდე საინფორმაციო საშუალებით გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის აღიარების საკითხი აშშის მიერ მხარდაჭერილომის დასრულებისპროექტში შედის.

    ბოლოს თვითონ ტრამპმა შეაფასა ზელენსკის ეს  პოზიცია. მისი აზრით, ზელენსკის განცხადება მხოლოდ გაახანგრძლივებს ომს, რადგან მას ხელში არც სათამაშო ბანქო უჭირავს და სატრაბახოც არაფერი აქვს. ზელენსკი ტრაბახობს, რომ უკრაინა ყირიმის ოკუპაციას იურიდიულად არ აღიარებს, არაფერია აქ სალაპარაკო. ეს განცხადება ძალიან დამაზიანებელია რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ვინაიდან ყირიმი დაიკარგა წლების წინპრეზიდენტ ბარაკ ჰუსეინ ობამას მმართველობის დროს და ამაზე  სალაპარაკოც არაფერია“.

    ტრამპი ობიექტურად მსჯელობს იმ სირთულეებზე, ომლები ყირიმის საკითხს უკავშირდება: „ეს ტერიტორია მრავალი წლით ადრე რუსეთის წყალქვეშა გემების მთავარი ბაზა იყო“. ტრამპი ამით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ყირიმის გარეშე რუსეთის უსაფრთხოება ინგრეოდა, ამიტომ გაუთვალისწინებლობა ამ გეოპოლიტიკური რეალობისა თავისთავად (ავტომატურად) ქმნის დაუძლეველ კრიზისულ და კრიტიკულ სიტუაციებს. კარგია, რომ ტრამპი ამას არამხოლოდ ხედავს, არამედ აღიარებს კიდეც, მაგრამ ამ პრობლემებში ჩართულ თუ ჩათრეულ ძალებს (პირველ რიგში უკრაინას) ამის გაცნობიერების უნარი არ შესწევთ,  ამიტომაც ტრამპი ზელენსკის პოზიციას მკაცრად აფასებს: „მას არაფერი აქვს სატრაბახო! საშინელი ვითარებაა უკრაინისთვის. ზელენსკის შეუძლია ჰქონდეს მშვიდობა ან შეუძლია იომოს კიდევ სამი წლის განმავლობაში ქვეყნის მთლიანად დაკარგვამდე. ზელენსკის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება მხოლოდ გაახანგრძლივებს სასაკლაოს”.

    ეს უაღრესად საინტერესო ვითარებაა, რომელიც გასაანალიზებელია, მაგრამ ცოტა ხნით გადავდოთ ეს საქმე, ვინაიდან ქართული სინამდვილიდან ერთი ექსპერიმენტის შემოთავაზება მინდა. კერძოდ, გავერკვეთ, როგორ რეაგირებს ამ საკითხზე ქართველი  საზოგადოების ერთი ნაწილი. „ტაბულააქვეყნებს ინფორმაციას ტრამპის იმ პოზიციაზე, ომლის  შესახებაც ზემოთ ვთქვით. ქვემოთ შემოგთაზებთ საქართველოს მოქალაქეების კომენტარებს, ომლები,  ჩემი აზრით, ღირს დაფიქრებად (ავტორებს მხოლოდ სახელებით მოვიხსენიებ, სტილი დაცულია, უცენზურო გამონათქვამები ამოღებული):

    მარიამი: ასეთი სამარცხვინო პრეზიდენტი ამერიკას ჯერ არ ყოლია!! სულით ვაჭარი, ხან ძვირფას ნედლეულს ევაჭრება ზელენსკის, ქვეყანას, რომელიც ომშია ჩაბმული და განადგურებულია სულიერად,  იმის მაგივრად რომ იქეთ დაეხმაროს, ტიპური ოლიგარქი!” ალბათ,  პუტინთანაც ვაჭრობს ეს ორპირა, ორპრ… ა გაიძვერა!!  სირცხვილი ამერიკას, ამას ქვეყანა როგორ ანდეს!

    თემური: სჩანს რომ მოსყიდული ჰყავს პუტინს. ამას ყველა ხვდება!

    კატე: იდიოტი.

    მზია: ვინ ექაჩება ენაზე, ეგდოს თავისთვის, თუ არ ეხმარება უკრაინას, იმით დაეხმაროს,  რომ არ ჩაერიოს საერთოდ, მაგრამ პუტინის გადარჩენას ცდილობს ეს ჟღალი ძონძი.

    მარინა: ამიტომ ქორვაჭრები უნდა იყვნენ ქარვასლაში და არა ქვეყნის სათავეში! სირცხვილია,  ეს რომ ამერიკის პრეზიდენტია.

    გოგი: ასეთი ბნელი აზროვნების ჩუჩელა არ მინახავს!!!

    ვალერი: სასწრაფოდ უნდა გადავაგდოთ ეს რუსეთუმე. ვადამდელი არჩევნებით.

    ფლო: ამერიკას ასეთი საქციელი არ ეკადრება.

    ვალერიანე: სულელი ოვალურ კაბინეტში, დარბაზში, აჰა ჰოდა

    ალექსანდერ: ტრამპი ტრუმპი, (უცენზურო სიტყვა ვ.კ.) ტყუპი!

    თათა: ნეტა არ უბერავდე, შიზოფრენიკო.

    მარია: ეს კაცი ვინმემ შეამოწმოს  ვერაა კარგად …

    სალი: შე ბებერო კლიმაქსიანო წამქეზებელო, შე ავადმყოფო შიზოფრენიკო.

    მარიკა: თვითონ რო არაფერი გამოსდის იმ გიჟთან, ზელენსკის აბრალებს.

    გიორგი: შენ რომ პრეზიდენტი ყოფილიყავი, არ დაიწყებოდა ომი.

    დავითი: ბებერი (უცენზურო სიტყვა – ვ.კ.)!

    რომანი: ამ ავადმყოფ კაცს, რამ შეაძულა ასე უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი.

    ლალი: ქორ- ვაჭარი!

    მაია: პუტინზე უფრო დაღალა მსოფლიო,  მგონი.

    დალი: ამას უწერენ თუ ასე თვითონ აზროვნებს?

    ნელი: მაშინ არ იყო ზელენსკი, ტრამპ.:(  და ისეთივე მთავრობა ყავდათ, როგორც ახლა ჩვენ…

    მარიკა: უნიჭო შოუმენი.

    მახო: ასეთი გონებაჩლუნგი პრეზიდენტი ამერიკის დაარსებიდან არ ახსოვს ამ ქვეყანას. იქაც,  აქაც სად მოიყარეს თავი ამ უწიგნურებმა.ნუთუ მართლა არ აქვს მნიშვნელობა ინტელექტს და განათლებულ ადამიანს და ეს სულელები უნდა მართავდნენ ქვეყნებს?!

    გივი: მალე კიდევ ერთი შესწორება შევა კონსტიტუციაში: ბებრების ადგილი ვაიტსახლში არააო.

    ზურაბი: ამის (გინება – ვ.კ.) არც თავში ნათქვამისა რცხვენია არც ბოლოში….ეს რა სტილი აქვთ,  ამათი ფულის მეშოკი დედებს …

    გიორგი: ნაბიჭვარი მარაზმატიკი.

    ია: შიზოიდი.

    მანანა: უკრაინას დაუბრუნეთ ატომური იარაღი, მიხედავს თავს.

    ნატო: პუტინს მშვიდობა სურს? დაახვიე მასკვიეში რიჯიკა. გაიძვერა, თახსირი,  ვაჭარი.  პუტინისტი. მარაზმატიკი. თფუ!

    ალბათ, საკმარისია.

    არ გეგონოთ, რომ ეს კომენტარები ავარჩიე. მიყოლებით ავიღე, ოღონდ ბოლომდე არა, ბევრი იყო ძალიან და მთლიანად წამოღებას აზრი არ ჰქონდა. სურათი ისედაც ნათელია.

    სურათი კი არა, უმძიმესი სურათი. ქვეყანას, რომელსაც ასეთიმოაზროვნეებიჰყავს, გაუჭირდება. ძნელია, ადამიანები უწოდო ზომბებს, რომლებიც,  ტრამპის ან პუტინის წინააღმდეგ კი არა, აზროვნების წინააღმდეგ გამოდიან. მათ  თავის დროზე  აშშ-ის რუპორებმა ჩასძახეს, რომ ზელენსკი ეროვნული გმირია, პუტინი კი – პოლიტიკური ურჩხული. ახლა აშშ-ის პრეზიდენტი ეუბნება და ცდილობს, აუხსნას (გააგებინოს), რომ აშშ-ის ძველი მიდგომა არა მხოლოდ არასწორი, საერთოდ, დამღუპველი მიდგომა იყო მთლიანად პლანეტისთვის. ზომბებს რა სურთ? მათი სურვილია, რომ უკრაინამ დაამარცხოს რუსეთი, მაგრამ უკრაინა როგორ დაამარცხებს რუსეთს, როდესაც ეს მიზანი თვით ნატოსთვისაც კი მიუწვდომელი და განუხორციელებელი აღმოჩნდა?! ტრამპი გონივრულად უდგება საკითხს. აშშ-ის დარჩენა ამ ომში დღეს თუ ხვალ ბირთვულ კატასტროფაში გადაიზრდება, რაც დაუშვებელია. რა გზა რჩება? ომის შეჩერება იქ, სანამდეც იგი ახლა არის მისული, ანუ რუსეთს რჩება ყირიმი და სევასტოპოლი პლუს დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები. ზელენსკი ამ პირობებს თუ დათანხმდება –  მიიღებს მშვიდობას, თუ არ დათანხმდება –  მიიღებს ომის გაგრძელებას და დაკარგავს მთლიანად ქვეყანას. ამას მე კი არ ვამბობ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს. ეს ტრამპის სურვილი კი არ არის, რეალობაა, ობიექტური მოცემულობაა, რომელსაც ვერაფერი  შეცვლის. რა აზრი აქვს ასეთ შემთხვევაში ჩერგოლეიშვილის საიტზე ქართველი ზომბების (ტროლების, ბოტების), ამ დაფინანსებული ინტერნეტმატლის ფუთფუთს? ინტერნეტმატლი ახლა მხოლოდ ერთ საქმეს ემსახურებაზომავს და უჩვენებს საქართველოს დაცემისა და გადაგვარების ხარისხს. ქართველი ხალხის ერთი ნაწილის დეგრადაციის კოეფიციენტს. სამწუხაროდ, საზოგადოების ერთი ნაწილის დეგრადირების მაღალი დონე მეორე ნაწილის გადაგვარების რეალური საფრთხის არსებობის მაუწყებელია,  ვინაიდან შეუძლებელია ცოცხალი ორგანიზმის რომელიმე ნაწილი მოიწამლოს, ლპებოდეს და სხვა ნაწილები ჯანმრთელი დარჩეს, თუნდაც ასეთად გამოიყურებოდეს. პრობლემა მხოლოდ იმით კი არ შემოიფარგლება, რომ საზოგადოების რომელიღაც ნაწილი უკრაინის კრიზისს აბსოლუტურად არასწორად ხედავს და აფასებს, არამედ იმაში, რომ ისინი ქართულ პრობლემასაც აბსოლუტურად არასწორად აღიქვამენ. ეს ის ნაწილია საზოგადოებისა, რომელიც მზადაა საქართველოს უკრაინიზაციისთვის, ანუ რუსეთთან ომში საქართველოს გადასაჩეხად.  შესაძლებელია,  ამ გადაგვარებული კატეგორიის რაოდენობა დღეს ძალიან მაღალი არ იყოს, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ცოცხალი ორგანიზმი (სახელმწიფოც ცოცხალი ორგანიზმია) როდესაც იწამლება, მომწამვლელი ნივთიერება ცალკეულ ორგანოებში კი არ რჩება, ყველგან ვრცელდება და მთელ ორგანიზმს ანგრევს.

    ამიტომაც არის, რომ ინტერნეტმატლი მხოლოდ ინტერნეტში კი არ არის, მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებშიცაა, პარლამენტშიც არის, მთავრობაშიც არის, ხალხშია, საზოგადოებაშია, ქუჩაშია, ქორწილშია, ქელეხზეა, მიტინგზეა. ერთი სიტყვით, ყველგან არის, ყველგან ფუთფუთებს, ყველაფერს ედება და მთლიან ორგანიზმს დაღუპვით ემუქრება

    რაც შეეხება ტრამპისა და ზელენსკის ურთიერთობას, იგი ჩიხში შედის, ვინაიდან უკრაინის ხელისუფლება უზურპირებული აქვს კაცს, რომელიც ყველა სხვა „სიკეთესთან” ერთად აბსოლუტურად უპასუხისმგებლოა. იგი უპასუხისმგებლოა ჯერ საკუთარი თავის,  შემდეგ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის, მერე პარტნიორების, და ბოლოს, მსოფლიოს წიმაშე. იმედია, რომ მსოფლიო არ გადაჰყვება ამ ვიგინდარას უპასუხისმგებლობას.

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                            

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here